ჰოლივუდური შედევრი რომაა კოჭებში ეტყობა, ნუ ეხლა მითოლოგიის ან ისტორიის არევა ჰოლივუდის სამარკო ნიშანია უკვე, ასე რომ შეჩვეულები უნდა ვიყოთ. აქილევსიც ძაან ამერიკანიზებული ვინმეა, კლასიკური ჰოლივუდურ-პიტური მიმიკებით, თუმცა მაგ გმირში უს უფრო მომხვდა თვალში რომ თითქოს ნაძალადევად ცდილობენ დადებით გმირად გამოიყვანონო. ბატალური სცენები კარგია მაგრამ სიმძაფრე აკლია, ბევრი ხალხი კი ეჯახება ერთმანეთს მაგრამ ის რაც მამაც გულშია აქ ნამდვილად არ იგრძნობა.
აი აქილევსისა და ჰექტორის ბრძოლა კი მართლა ძალიან მომეწონა, ფანტასტიური შერკინებაა. თუმცა საერთოდ მაგის მთელი მარილი აქილევსი რომ ჰექტორს ეტლით მიათრევს იმაშია, აქ კი რაღაცნაირად თითქოს ზრდილობის გამო ჩასვესო ეგ სცენა.
ტროას მეფეც ძალიან მომეწონა, თუ არ ვცდები პიტერ ოტული თამაშობს და საკმაოდ კარგად, აქილევსთან რომ მივა ის სცენა მშვენიერია.
მთლიანობაში ფილმი კარგი საყურებელია, არ დავიჭყანები კიდევ ერთხელ თუ მომიწია ნახვა.
აი კინო ამირანის დედა კი ვატირე, არც ხმა უვარგოდათ და ფოკუსიც არეული იყო, ხარისხისთვის მერჩივნა დივიდიზე მეყურებინა.
ხო კიდე ბოლო სცენაზე ვიკაიფე მაგრად, ქუსლში გარჭობილ ისარს ძაან ცერემონიურად რომ დაუტოვებენ აქილევსს, ნამეტანი კომიკურად ჩანს, მე ვფიქრობ ალბათ სინამდვილეშიც ეგრე იყო და რახან ის ერთი ისარი გამოჩნდა შესაბამისად მითიც ეგეთი ჩამოყალიბდა
This post has been edited by paradox on 29 May 2004, 01:04
Я не люблю когда мне врут, но от правды я тоже устал...........
სიცოცხლეა მაგარი მავნებელი, სიკვდილს იწვევს ©TimeRider
ლოცვა არ გაგიძლიერებია? © GT