#39424494 · 13 Jan 2014, 23:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Remediosi ALEXA
QUOTE | აი ვედრება სხვა ჯაზია |
თუ არ მერჩივნოს "ფესვები" და "მონანიება" ასი თავით "ვედრებას", როგროც რეჟისორს და როგორც ადამიანს, უკანასკნელი ვიყო!
ძალიან კარგად ვაცნობიერებ "ვედრების" ღირსებებს (ბოლოს და ბოლოს აბულაძის გადაღებულია!), მაგრამ მხოლოდ მშვენიერი, მხატვრული კადრები, ორიგინალური რაკურსები და კარგი ტიპაჟები არ ნიშნავს, რომ ეგ ფილმი "სხვა ჯაზია".
"ფესვებისა" და "მონანიების" სცენარი, პირადად ჩემთვის, გაცილებით ძლიერია "ვედრებისაზე", მაგრამ კარგ სცენარს რატომღაც არავინ აფასებს. ამიტომაც დაიჩაგრა და გაამასხარავეს ბევრი ძვირფასი, გულშიჩამწვდომი ფილმი: "კუკარაჩა", "მარტოხელა მონადირე", "უძინართა მზე"... ეს ფილმები, არც მეტი და არც ნაკლები, ქართული და მსოფლიო კინოს საუნჯედ მიმაჩნია! ამ სურათებში რომ ადამიანობა და სიყვარულია, არც დაესიზმრებათ დოლარიყლაპია ჰოლივუდელ "რეჟისორებს", ტვინიჭყლეტია ბერგმანებსა და კეკელა ალმოდოვარებს!
* * * საბუნია
QUOTE | მონანიება გადაღებულია კონკრეტულად კომუნიზმზე კი არა ზოგადად ტირანიაზე |
 100% * * * QUOTE | ფესვები როგორც ფილმი სუსტია. |
და როგორც ქანდაკება ძლიერი?!
"ფესვები" ისეთი ფილმია, როგორსაც შეუძლია, ადამიანი აატიროს.
This post has been edited by varisvincvar on 14 Jan 2014, 01:10
|