ასე უაზროდ გაცდენილი ამდენი გვერდი ჯერ არ მინახია. ხალხნო თუ ჩიტ-ჩატები გინდათ ჩეტში შედით. ხოლო არავისთვის საინტერესო მოკითხვების და გადაძახილ გადმოძახილებისტვის PM არსებობს. ფორუმი კი მემგონი სხვა რამისთვისაა მოგონილი.
მონანიება ძალიან მიყვარს, ალბათ ძირითადად რაც მომწონს ეს არის: 1. უმაღლესი სამსახიობო ოსტატობა (პრაქტიკულად ყველა მსახიობის), ამას თან ერთვის კოლორიტული კარგად განვითარებული პერსონაჟები, რაც ფილმს საინტერესო სანახავს ხდის. 2. ძლიერი ემოციურიბა. მარტო ის ბოლო მომენტი რად ღირს, მამაშვილის კამათი, თვითმკვლელობა და დატირება. სულ ტანში მივლის მაგაზე

არის რაღაცეებიც რაც არ მომწონს, ძირითადად მისი გადამეტებული რელიგიურობა. ანუ რელიგიის ვითომ რაღაც პოზიტიურის დაპირისპირება საბჭოურ "ბოროტ" სისტემასთან. ეს სულელური ცოდვილობის იდეა და ა. შ. მაგრამ ეგეც ქართულ, სხვათაშორის დღევანდელ (უფრო სწორად დღეს ამოტივტივებულ და მოძლიერებულ), რეალობას ზუსტად ასახავს. "რა საჭიროა გზა რომელიც ღმერთთან არ მიგიყვანს" ნუ მარაზმია მაგრამ რას იზამ.
რაც შეეხება ანტისაბჭოურობას და ანტი ბერია-სატლინურობა, ეგ უმაღლეს დონეზეა შესრულებული და თანაც სრულიად დროული იყო მაშინ როცა ის გამოვიდა. შედეგად ამ ფილმმა სერიოზული გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირის დანგრევაზე და ამიტომ მისი მოძველებბულობის იდეა უსაფუძვლოა. დღეს რომ გადაეღო ვინმეს კი შეიძლება მაგრამ მაშინ ეგ ზუსტად იყო მორტყმული მიზანში.
ხო კიდე ერთი რამე რაც ნაწილობრივ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ პირველ პუნქტს უკავშირდება. ეს არის საინტერესო დიალოგები თუ მონოლოგები. შეიძლება ითქვას რომ თითოეული სიტყვა ამ ფილმში წმინდა პოეზიაა. მაგალითად: 1. ვარლამის საინაგურაციო სიტყვა - შავი კატის ბნელ ოთახში დაჭერა; ყოველ ორში სამი მტერი და ა. შ. 2. აბელის სიზმარი, ვარლამთან ზიარებაზე - მიუტევებ კი არა აბა ვინმე წინ გადაგიდგეს ...; სადა აქვტ შენისთანებს გაორების უნარი... 3. რომელი სულიერი მოძღვარი მე ვარ მაგრამ... რას ამბობ ქალო! სულ იმის ცდაში იყო ვის რა სიკეტე გავუკეთოო ... და მრავალი სხვა.
რეჟისურა და სიუჟეტის განვიტარება ხო საერთოდ უნაკლოა.
მოკლედ მაგარი ფილმია! ახლა დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მაგრამ სად არის.
ერთი თხოვნა. თუ რამე აზრიანი გაქვთ სათქმელი და არ გეზარებათ გეთაყვა ძალიან საინტერესო იქნება. ისე კი ექვსი გვერდი აბდაუბდის თვალიერებით მოვკვდი რომელი სწრაფია ეს საიტი.