მე მგონი ძალიან ბევრი ქართველის(საზღვარგარეთ მყოფის მეტწილად) სურვილი ასრულდება. მაგრამ ეს ფილმი უნდა იყოს მართლაც მასოვკებით(ეს საქართველოში ალბათ კველაზე ადვილია) აბა რომელი არ მიიგებდით მონაწილეობას, თუნდაც გასამრჯელოს გარეშე, დიდგორის ველზე რომ შეგეგრძნოთ იმ ბრძოლის ატმოსფერო.
სცენა რომელშიც ორასი მხედარი მტრის შუაგულში უცებ ამოაპრიალებს ხმალს მემგონი უფრო ეფექტური და სამხედრო-რეალისტურია, ვიდრე ტროას შეშა ცხენი. მერე ბრძოლას გადაიღებენ დიდგორზე, ზუსტად ორიგინალ ადგილზე.
სახელმწიფომ უნდა ყველანაირი შეღავათი გაუწიოს და თვალისჩინივით გაუფრთხილდეს ამ პროექტს.
ტუნდაც რომ დაჭირდეს კველა სულით ქართველმა ფულიც უნდა დადოს და შეეშველოს ამ ფილმს. ეს ფილმი ხომ დარჩება მომავალ თაობას, რომელსაც სახელმძღვანელოში სწავლის გარდა, ცოცხლად შეეძლება ყველაფრის ნახვა.
და ამაზე ქილიკი და ენამოსწრებულობის დამტკიცება მაგრად მაკვირვებს. ბებრებივით ლაპარაკობს ზოგიერთი, ნეტა ახალგაზრდები ხართ თუ უბრალოდ მახათის ამბავია. ამ ფილმის გადაღება არ-გადაღებით თქვენი და ჩვენი ფინანსური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობა არც კარგისკენ და არც ცუდისკენ არ შეიცვლება.
რაც შეეხება ფილმს, ეხლა დავითის პოლიტიკურ-სოციოლოგიურ-სამეურნეო საკითხები მართლა არავის არ აინტერესებს,- ჩვენს გარდა, ისიც ეხლა
თორე მერე ერთი 100 წლის მერე...
ფილმის ხერხემალი და კულმინაცია უნდა იყოს ბრძოლა(მაგალითად სპილბერგის გადაღებული რეალისტური მასიური სცენებიტ)
და კერძოდ DIDGOრის ბრძოლა.
აქ უნდა ჩანდეს ქართული კუთხეების წარმომადგენლები, მეომრები-როგორც იყო, რომ გვერდიგვერდ ვიბრძოდით. ყველა ერთად.
ეს უნდა მოვითხოვოთ რეჟისორისგან და კიდევ ბევრი რამ რაც მოსატXოვია. Dავითი რომ აფხაზეთში ბრძანდებოდა ამას გაკვრით ხაზი უნდა გავუსვათ.
ძალიან ფაქიზად გასაკეთებელი ფილმია. ან საერთოდ არ უნდა ეხლოს ხელი. პატარა შეცდომაც არ უნდა გაიპაროს.
როლების დანაწილება ეგ უკვე რეჟისს საქმეა.
უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მეტ ჰოლივუდის ვარსკწლავს და უცხოელ გადამგებს ჩავრთავთ.
შონ კონერის, ან ჟან რენოს ან დენიროს ან ასეთი ვარსკვლავების მონაწილეობა მაყურებელთა რიცხვს გაათმაგებს.
და რატომ გვგონია რომ კველაზე მაგრები ვართ. ალეხანდრეში და ტროაში ბერძენი ვინმე თამაშობს? თუ მადლობის მეტი რამე ეტQმით ბერძნებს ''ანგლოსაქსებისთვის''. მანდამაინც ჩვენ უნდა ვიმატრაკვეცოთ და რასობრივი კრიტერიუმები დავაკენოთ არა?
მაშინ წიკლაური ვათამაშოთ და მარტო 4 უბანმა უყუროს მერე ამ ფილმს.
რა თქმა უნდა უცხოელი რეჟისორი თავისებურად დაინახავს,მაგრამ ჩვენ უნდა გავიტანოთ ჩვენი, ბოლო-ბოლო ჩვენს ხელში არ იქნება

ეუუ რამდენი დამიწერია ბიჯო