ჯიგრებო და გულითდამწვარო პატრიოტებო,
ეს რაც ნახეთ, არ არის ტრეილერი, ეს არის სამწუხაროდ პირატული ვერსია პირველადი მასალისა, ანუ მოკლედ, ფილმის ტრეილერი იქნება კვირის ბოლოს.
კიდევ ვიმეორებ, ის რაც ნახეთ, არის პირველადი მასალები, რომლებიც მერე უნდა გამოყენებულიყო ტრეილერში. არავის გინახიათ ნახატი როგორ იხატება? დაუმთავრებელ ნახატს , დაუმთავრებელ ლექსს ან თუნდაც ჯერ კიდევ მოუხარშავ კერძს არავინ ლანძღავს და აკრიტიკებს ! ჯერ გაიგეთ, თქვე დალოცვილებო რას უყურეთ და მერე წერეთ გენიალური კრიტიკა რა !
რაც შეეხება ტექსტის ენას, ფილმი იქნება ქართულ-ინგლისური, ქართულ ტექსტს დაედება ინგლისური ტექსტები, ხოლო ინგლისურს ქართული, რათა ორივე კატეგორიის მაყურებლისთვის იყოს გასაგები.
მოდი ჯერ გადაათვალიერეთ სტუდენტური ფილმები, რომლებიც კი მსოფლიოში გადაღებულა და ასეთი მასშტაბისას და თემის მქონდეს თუ ნახავთ მეორეს, მერე წერეთ კრიტიკა უხვად ! უბრალოდ, სასაცილო ის არის, რომ ერთბაშად ყველას უნდა რომ სტუდენტმა გადაიღოს მილიონობით ბიუჯეტის მქონე ფილმის მსგავსი დიდი ბლოკბასტერი და მასე არაა, ძამა
ისეთ ფილმს, როგორიც ძალიან პრეტენზიულ ქართველ მაყურებელს მოეწონება (თუნდაც იმასაც, რომელსაც ცხოვრებაში საკვერცხეების და გენიტალიების ფხანის მეტი არაფერი გაუკეთებია) , სჭირდება დიიიიიდიიი ბიუჯეტი (მილიონები) და სულ ცოტა მეტი გამოცდილი რეჟისორი ! მე კი ვფოქრობ, რომ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მინიმუმი შესაძლებლობიდან გაკეთდა მაქსიმუმი და შორიდან კრიტიკა ადვილია !
თქვენ ლანგრით მორთმეული გინბდათ ყველაფერი და ერთი წუთით მაინც წარმოგიდგენიათ თუ რამხელა წინააღმდეგობები და წვალება გამოიარა მაგ იდეის და ფილმის ავტორმა, რათა საქართველოს სახელი გაეტანა უცხოეთში ? რომ უამრავი უცხოელი დაინტერესებულიყო საქართველოთი და მისი ისტორიით, ამ კაცმა გასწირა ყველაფერი მატერიალური, რაც კი შეიძლებოდა მსხვერპლად გაეღო ადამიანს და სანამ ვინმე სალანძღავ სიტყვას გაისროდეს ჰაი-ჰარალეზე, ჯერ მის ადგილას დააყენოს თავი !
რა თქმა უნდა პირველ ჯერზე გაკეთებული სტუდენტურ, სადიპლომოი ფილმში არის გარკვეული ხარვეზებიც, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გამოსწორებადი, მუშა პროცესია და არა ისეთი საგანგაშო, რომ ლამის ეროვნულ ტრაგედიად აღიქვეს ზოგ-ზგიერთებმა.
მოკლედ, ის რაც ნახეთ არის პირატული ვარიანტი, სამწუხაროდ რეჯისორის ერთ-ერთ მეგობარს დარჩა სამსახურის საერთო მოხმარების კომპიუტერში და ვიღაც იდიოტმა ატვირთა.
საბოლოო ვერსია აიტვირთება კვირის ბოლოს და ლინკსაც დავდებ რეჯიშორის ნებართვით.