მე ვუდი ალლენის დიდი ფენი არა ვარ, მაგრამ მისი ბევრი ფილმი მომწონს, თუმცა მისი ბოლო ფილმი, რომელიც გუშინ ვნახე - კასსანდრას სიზმარი, მაინცდამაინც არ მომეწონა

სწორხაზოვანი, დოსტოევსკის რომანების მსგავსი სტილის თრილერი, სადაც ბოროტება ბოროტულადვე ისჯება ყოველგვარი მიზეზების და სიღრმეების ძიების და სიიჭეტიდან ავტორის დისტანცირების გარეშე, საკვირველია.
ვუდი ალლენისთვის დამახასიათებელი სარკაზმის, ირონიის, სოციალური კრიტიკის და ებრაული იუმორის კვალსაც ვერ ნახავთ ფილმში.
ვერ გაამართლა მოლოდინები, რომლითაც ჩვეულებრივ ვუდი ალლენის ფილმის ყურებას იწყებ
მოკლე შინაარსი - საშვალო ფენის ოჯახი ინგლისში, რომლის მამასაც რესტორანი აქვს და 2 ძმა - უცროსი ტერრი მუშაობს ავტოსახელოსნოში და თავისუფალ დროს პოკერის თამაშში და სმასა და ტაბლეტების ყლაპვაში ატარებს, თუმცა ხასიათით ღია და წესიერია და გულკეთილი.
მეორე ძმა იანი დამამცირებლად გრძნობს მამამისის რესტორანში მუშაობის გამო და უნდა რაღაცას მიაღწიოს - რაღაც ინვესტიციებზეა სულ ლაპარაკაი კალიფორნიის სასტუმროებში.
და მავანი მილონერი ბიძა, რომელიც კალიფორნიდანაა და ჩინეთში რარაც კლინიკას აშენებს და რომელიც ამ ოჯახისთვის იდეალს წარმოადგენს.
ერთხელაც, როდესაც ტერრი 90 000 ფუნტს წააგებს და იანს სასწრაფოდ ამდენივე უნდა ინვესტიციებისათვის და თავის ახალ შეყვარებულ პორნო-მსახიობთან ერთად კალიფორნიაში გადაბარგებას აპირებს, გამოჩნდება კალიფორნიელი ბიძა, რომელიც თანახმაა ძმების დახმარებისთვის, სამაგიეროდ მათ სთხოვს, რომ გადაარჩინონ მისი ქონება და კარიერა ერთი მისი თანამშრომლისგან, რომელიც მასზე ფაქტების გამოქვეყნებას აპირებს და სთხოვს ძმებს ამ პირის მოკვლას.
ეს ძალიან მოულოდნელია ძმებისთვის და უარზე არიან... ბოლოს უფროს ძმა შესძლებს უმცროსის დაყოლიებას და გაგმავენ მკვლელობას, რომელსაც საბოლოოდ წარმატებით განახორციელებენ.


ამის შემდეგ უმცროსი ძმა სულიერ კრიზისში ვარდება, სამსახურიდან აგდებენ, სვამს ალკოჰოლს და ტაბლეტებს, ღამე მოკლული ესიზმრება და უნდა თვითმკვლელობა ან პოლიციაში გამოცხადება.
ეს ძალიან აღელვებთ ბიძას და უფროს ძმას და საბოლოოდ ბიძა დაავალებს უფროს ძმას უმცროსის მოკვლას, რასაც ის ამზადებს, ისე რომ თვითმკვლელობას დაამგვანოს, უნდა ტაბლეტები ალკოჰოლში შეურიოს. ამისათვის ისინი თავინათ ფილმის დასაწყისში ნაყიდ იახტით, რომელსაც "კასსანდრას სიზმარი" ჰქვია, ზღვაში სასეირნოდ მიდიან, რომლის დროსაც, დისკუსიისა და შეხლა-შემოხლის შედეგად უმცროსს უფროსი შემოაკვდება და თვითონაც თავს მოიკლავს ამის შემდეგ
საკმაოდ დაძაბული კრიმია და მშვენიერია, რეჟისორი და სკრიპტის ავტორი ვუდი ალლენი რომ არ იყოს, რომლისგანაც ცოტა სხვაგვარ ფილმებს ვართ ჩვეული.
ფილმის ბოლოფრაზაც, სადაც პოლიციელებე ლაპარაკობენ კრიმინალის ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე თითქოს ფილმის ლაიტმოტივად რჩება, რადგან ავტორის სხვა პოზიცია არსად ჩანს
აღსანიშნავია ცნობილი ირლანდიელი მსახიობის კოლინ ფარრელის (ტერრი) კარგი თამაში