ვუდი ალენი და შავკანიანი ბოზი ბარობენ\
ვუდიმ გაუბერა,დეპრესიასია დ აფილოსოფიურად ტვინს ტყნავს,რაღაცას მოაყოლა,ბოზს ეკითხება
შავი ხვრელი რა არის იციო ?
ბოზმა უპასუხა
კი,მაგით ვშოულობ ფულსო
აბა, სად არის ავატარი?
ავტორი: ვუდი ალენი, თარგმნა ირმა ტაველიძემ
ჩემი ვარაუდით, განკაცებული ღმერთები არაერთხელ სწვევიან ჩვენს ციცქნა, ცისფერ პლანეტას, მაგრამ არა მგონია, რომელიმეს უორენ ბიტივით თავაწეულსა და გამოპრანჭულს ეტარებინოს სპორტული მანქანა როუდეიუ დრაივზე. "სტარში" პიტერ ბისკინდის მიერ შეთხზული მისი ახალი ბიოგრაფიის კითხვისას ისღა დაგრჩენიათ, რომ მსახიობის წარმატებების ნიაღვარში ჩაიხრჩოთ. ფიქრობთ ფილმებზე, შემოსავლებზე, რეცენზიებზე, ოსკარებზე, უამრავ ნომინაციაზე - ყველაფერზე, რაც ამ თავგადაკლულ მკითხველსა და მარკეტინგის ექსპერტს უკავშირდება. ის ხომ წარმოუდგენლად დახვეწილია "სტეინვეის" როიალის წინ, საშინლად გონებაგამჭრიახია პოლიტიკაში, ამ დროს კი თავიდან ფეხებამდე ადონისია. მას სულ სხვადასხვანაირი ადამიანები ასხამენ ხოტბას, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კინოინდუსტრიაში კი არა, ოვალურ კაბინეტში მუშაობს. ჰოლივუდურ ამბებზე გაცილებით ღირსშესანიშნავი ვარსკვლავის საწოლში აღსრულებული ლეგენდარული საგმირო საქმეებია, რაც ორსონ უელსსაც კი ქედს მოახრევინებდა. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ აურაცხელი რომანი ყველანაირი გარეგნობის, ეროტიკული პოტენციალისა და სოციალური სტატუსის მქონე ქალთან: მეგარდერობეებთან, მოდელებთან, მსახიობებთან, პრეზიდენტების ცოლებთან. როგორც ჩანს, უთვალავ ლამაზმანს ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაუგორდებოდა ლოგინში ზეწრების მოთელვის ამ ვირტუოზს. "რამდენი ქალი ჰყოლია?" - შეკითხვას სვამს ავტორი და თავადვე პასუხობს: - "ცაზე ვარსკვლავების დათვლა უფრო იოლი იქნებოდა... ბიტი ხშირად ამბობდა, რომ სექსის გარეშე ვერ იძინებდა. ეს მისი რუტინა იყო, ისევე როგორც ძაფით კბილების წმენდა... გამოვთვალეთ და იმ პერიოდების ჩათვლით, როცა ერთსა და იმავე პარტნიორთან იწვა, ქალების რიცხვმა 12 775-ს მიაღწია". მე ერთი ხვეწნა-მუდარით მოქანცული ტიპი ვარ, ორნიშნა ციფრითაც ვერ დავიტრაბახებ, როცა სიტყვა გემრიელ გოგოებთან დაწოლაზე ჩამოვარდება (ამისთვისაც მთელი ჩემი ჰიპნოზური შესაძლებლობების მოხმობა დამჭირდა), ჰოდა სულ იოლად წარმოვიდგენ ერთ-ერთი გოგონას დაუვიწყარი, თავბრუდამხვევი ღამის ანგარიშს, რომელიც ნამდვილად "გინესის წიგნში" მოხვდებოდა. თუმცა სჯობს, თავად მას მოვუსმინოთ:
რა დილა გათენდა! ორი აბი "ვალიუმი" გადავყლაპე, რათა ის შავ-ყვითელა თუ მორუხო-მონაცრისფრო პეპლები გამეფანტა, მუცელში რომ მიწრიალებდნენ და ფრენას სწავლობდნენ. როგორც რეპორტიორს, პირველი დავალება უნდა შემესრულებინა. ჰოდა, მაგრადაც გამიმართლა! აბა, რატომ უნდა დაეთანხმოს ჰოლივუდის ყველაზე ქარიზმული მსახიობი, მისტერ სარგადაყლაპული, ვინც ყურადღების ცენტრში ყოფნას ჰოვარდ ჰიუზივით გაურბის, ინტერვიუს მიცემაზე 19 წლის უცნობ გოგოს, რომელსაც მხრებამდე დაფენილი ქერა თმა, გრძელი, გარუჯული ფეხები, მინგის დინასტიის საგვარეულო ნაკვთები, დიდებული რაღაც-რაღაცები და ისეთი ღიმილი აქვს, Y-ქრომოსომიანთა მოდგმას ერთიანად რომ აცამტვერებს? გავიფიქრე, ეს საზღვრისპირა შტატების კაზანოვა შებმას თუ მიპირებს, მისი მზერით დაბრმავებული იმ უთვალავი უბედური ვარიკასავით, რომლებსაც მუსრი გაავლო, გადაფიქრება მოუწევს-მეთქი. ჩემი მიზანი სერიოზული რეპორტაჟების მომზადებაა. რაღა დაგიმალოთ და, ჯო ბაიდენთან ან დალაი ლამასთან წავიდოდი ინტერვიუს ასაღებად, ამ ზეადამიანებს წერილებზე რომ ეპასუხათ. მისტერ სარგადაყლაპულმა კი, ვინც გასულ თვეს შემთხვევით მომკრა თვალი, "პლეიბოის" გვერდებზე დაბეჭდილ კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლის შიშველი და ყველაზე ტანადი სტუდენტების ფოტოებზე, პასუხიც მომწერა და მას თავისი სურნელიც გამოაყოლა.
იმისთვის, რომ თავაწყვეტილი ლიბიდოს კარნახით გულში ცუდი რამ არ გაევლო, წინდახედულად მოვიქეცი და კონსერვატიულად ჩავიცვი: სტანდარტული მოკლე ქვედაკაბა, შავი ბადისებრი წინდები და ტანზე მომდგარი, გამჭვირვალე ბლუზა. როცა ჩემს ფაფუკ, ვნებიან ტუჩებზე მუქი წითელი პომადა ნაზად გადავისვი, მივხვდი, რომ თაგვივით დავფრთხებოდი და ვერაფერსაც ვერ გავაწყობდი, თუ მისტერ ტესტოსტერონი თავს ფამილარობის უფლებას მისცემდა. მთელმა ამ ალიაქოთმა ჩემს საქმროს უსიამოვნო ფიქრები აუშალა, თუმცა ჰემიშმა კარგად იცის, რომ სადარდებელი არაფერი აქვს - ბუნებრივია, იმის გარდა, რომ ვერც ერთი კაცი, თვით ჰემიშისნაირი მღრღნელი და მბურღავიც კი, ვერ შეედრება ყვავილების ქვეყნის უდიდეს ულაყს.
ბელ ეარში მდებარე მის სახლს მივადექი, რომელიც ადგილობრივი სტანდარტების კვალობაზე მოკრძალებულად გამოიყურება: პართენონის ასლია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან და სიდნეის ოპერიდან მოპარული ორნამენტებით. მისტერ სარგადაყლაპულმა, ვინც მხოლოდ მსახიობი კი არ გახლავთ, არამედ სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერიცაა, სულ ახლახან შეძრა საზოგადოება ბოლო ფილმით - "პარაზიტის რეკვიემი". მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება აქვს და კინოხელოვნების სფეროში გენიოსად არის შერაცხული გაზეთ "ვერაიეტის" და მეფრინველეთა ჟურნალის მიერ. ერთმა ჰოლივუდელმა მაგნატმა განაცხადა: "ამ ტიპმა სტუდიის გადაწვა რომ მოითხოვოს, ასანთს გავუწოდებ". ბედის ირონია ნახეთ: როცა მან მართლაც სცადა, მაშინვე დაცვას გამოუძახეს.
მანქანა გავაჩერე და მოხითხითე, კმაყოფილებით სახეგაბრწყინებული მომსახიობო გოგონები შევნიშნე, რომლებიც ეზოდან გამოდიოდნენ.
- ისევ ვკანკალებ, - თქვა წაბლისფერთმიანმა, - თავდავიწყებით მეალერსებოდა და თან როიალზე უკრავდა, აკომპანიმენტისთვის.
- მე კი ისე ადრე ჩავფლავდი, - უპასუხა წითურმა, - ნომერი მომცეს და რიგს ველოდი. დამიძახა, შევედი და მაშინვე სექსი დავიწყეთ, მერე ისევ სექსი, მერე ისევ. მახსოვს, გონზე რომ მოვედი, პალატაში ვიწექი და მედდა ჩაის ფინჯანს მიწვდიდა.
ზარი დავრეკე. კარი თეთრ პიჯაკში გამოწკეპილმა ჩინელმა მსახურმა გამიღო. სახლში კაცის თვალით არჩეული, მუქი ხის ავეჯი დამხვდა. მისი ოთახის კედლებს სიყვარულით გათანგული ქალების ავტოგრაფიანი სურათები ამშვენებს. მსახიობები და მოდელები ადამიანის სიმაღლეზე გამწკრივებულან, მათ ზემოთ კონგრესმენი ქალბატონები, ტელეწამყვანები და ისრაელის მეოთხე პრემიერ-მინისტრი გოლდა მეიერი დათვის ტყავზე განისვენებენ. ქვედა რიგი სტომატოლოგებისთვის, სტიუარდესებისა და მადლიერებით მომზირალი, თვალებაწყლიანებული ქალებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ლეპროზორიუმის ბინადარნი ბრძანდებიან. დაბალ მაგიდაზე რამდენიმე სუვენირიც დევს, მათ შორის, მარგარეტ თეტჩერის საჩუქარი - ოქროს ხელბორკილები. როგორც მითხრეს, ვარსკვლავი ყველაზე მეტად იმ ორნამენტებიანი "როლექსით" ამაყობს, დედა ტერეზამ წმინდა ვალენტინის დღეს რომ აჩუქა.
იქაურობა მოვათვალიერე და მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ჩემს ანატომიურ თავისებურებებს ორი ანთებული თვალი გამომცდელად აფასებდა. მივბრუნდი, რათა საკუთარი თვალით მენახა, როგორი სახით მაკვირდებოდა ამერიკის #1 კომერციული სატყუარა სრულყოფილ ტაკოზე.
- ვა, მაგარია, - თქვა, თან ფეხებზე მომაშტერდა, - ვარჯიშობ, არა? აპერიტივი ხომ არ შემოგაპარო? ცოტა ჩავუფინოთ, ჰა?
უმაგრესი ტიპი აღმოჩნდა. იოლად მიხვდებოდი, რატომ იღებდნენ ირვინგ თალბერგის პრემიას მისი პარიკმახერები და ვიზაჟისტები.
- "რევლონის" ჩრდილები თვალებზე და "ანაისის" სუსტი სურნელი, რომელსაც ირგვლივ აფრქვევ, მაფიქრებინებს, რომ სასმელებიდან "სტოლი მარტინის" აირჩევდი ლიმონის თხელი ნაჭრით. მითხარი, თუ ვცდები, - ჩამეძია.
- როგორ მიხვდით, რომ სწორედ ამ სასმელზე გონებას ვკარგავ? - ვკითხე და ვიგრძენი, რომ აღგზნების პირველმა ტალღამ ზურგის ტვინში დამცხო.
- ინტუიციით, - მიპასუხა მან, - უბრალოდ, ქალის ფარული სურვილების გამოცნობა შემიძლია. აი, ასე გავიგე, რომ შენი საყვარელი ლექსია ედნა მილეის ღეცუერდო, საყვარელი მხატვარია კარავაჯო და საყვარელი სიმღერა - "კარპენტერსის" Gოოფუს.
- "ვერაიეტი" არ იტყუება: მართლაც ახალგაზრდა ალენ დელონს ჰგავხართ.
- ეს იმიტომ, რომ გრიპი მქონდა და ბოლომდე ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვარ, - მითხრა და სასმელი გამომიწოდა, - მინდოდა, მიქელანჯელოს დავითის გარეგნობა მქონოდა და თანდათან დავემსგავსე კიდეც.
როცა დაურეკეს, იმდენი კი მოვისმინე, რომ მივმხვდარიყავი: ერთ-ერთი პოლიტიკური თანამოაზრე ესაუბრებოდა. გამჭრიახობითა და შორსმხედველობით გამორჩეული ვარსკვლავი ხომ კინოშედევრების შექმნით არ შემოიფარგლება და მთავრობის ზოგიერთ წევრს ბაწრებზე გამობმული თოჯინებივით მოხერხებულად მართავს. ახლა დემოკრატების ლიდერები რეკავდნენ, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში ვიღაც ქალის დანიშვნა უნდოდათ და მის შესახებ ყველაფერს იკვლევდნენ, კაცისგან კი იმის გაგება სურდათ, სიმართლეს ამბობდა თუ არა კანდიდატი ვაგინაში G-წერტილის მდებარეობის შესახებ.
- მომეწონა "მაკბეტის" თქვენეული ეკრანიზაცია, - ვუთხარი, როცა ტელეფონზე საუბარი დაასრულა, - სცენარი გილდიასთან შეათანხმეთ?
- იმ სტრეტფორდელ კრიტიკან მიკრობებს ჩემმა ადვოკატმა მიხედა, - მიპასუხა მან, - საბოლოოდ, თანაავტორობაზე შევთანხმდით.
მეორე ჭიქა მარტინის წრუპვით ბლოკნოტი და ფანქარი ამოვიღე, თან წვივსაკრავი გავისწორე იმ იმედით, რომ ამას ვერ შეამჩნევდა.
- პირდაპირ საქმეზე გადავალ: როგორ ახერხებთ, რომ ხელოვნების სფეროში წარმოუდგენლად ნაყოფიერად იმუშაოთ და დროც დაგრჩეთ იმისთვის, რომ ამდენი ქალი ლოგინში ჩაიწვინოთ?
- თავიდან მართლაც გამიჭირდა, - გულწრფელად აღიარა, - ჩემს განრიგს სექსი კი არ ანადგურებდა, არამედ ის, რაც მას მოსდევდა: ორგაზმის შემდეგ სავალდებულო სიგარეტი და ლაქლაქი. ერთ დღეს კი აზრად მომივიდა, ვინმე დამექირავებინა, ვინც სინაზის წუთებში ჩამენაცვლებოდა. ჰოდა, ყველაფერი შეიცვალა. უკვე აღარ მიწევდა წოლა და სენტიმენტალური ბოდვის მოსმენა იმის შესახებ, თუ როგორ ამოტრიალდა დედამიწა. დროც გამომითავისუფლდა ფილმების სცენარებზე სამუშაოდ და ახალთახალი კონცეფციების მოსაფიქრებლად.
სწორედ ამ დროს ჩინელი მსახური შემოვიდა და მოახსენა, სიეტლიდან ავტობუსით გარეუბნელი დიასახლისები ჩამოვიდნენ, როგორც ჩანს, კონკურსში გამარჯვებულები არიანო.
- ზემოთ აიყვანე, - უთხრა მსახურს, - ყველაფერი გაიხადონ. ერთჯერადი კაბები დაურიგე და უთხარი, ქამრები წინ შეიკრან. ცოტა ხანში მეც ამოვალ.
- საიდან იღებს სათავეს თქვენი უსაზღვრო სექსუალური ენერგია? - ვკითხე მას, - იმას ვგულისხმობ, 12 000 ქალზე მეტი რომ... ზოგჯერ დღეში რამდენიმეც.
- ამას ძირითადად კარიესის თავიდან ასაცილებლად ვაკეთებ, ძაფით კბილების წმენდასავითაა. წლების წინ შევნიშნე, რომ თუ სექსის გარეშე დავიძინებდი, ღრძილების გასწვრივ რაღაც ლაქები მიჩნდებოდა.
- წარმოუდგენელ ოსტატობას უნდა ამჟღავნებდეთ ქალების საძინებლებში, - არ ვეშვებოდი, თან ვცდილობდი, წამის მეათასედით მაინც წარმომედგინა, რა უნდა ყოფილიყო სექსი ემილი ბრონტეს ჰითკლიფისა და ამერიკული სადოღე ცხენის ნაჯვართან.
- გამომცადე, - მითხრა და მექსიკელ მოხეტიალე მუსიკოსებს ანიშნა, შემოდითო.
- საქმრო მყავს, - წინააღმდეგობა გავუწიე.
- აბა, შენს საქმროს შეუძლია ამის გაკეთება? - მკითხა და ყირაზე გადავიდა, მერე კი ღიმილით ისევ ორ ფეხზე დადგა.
დავიჩურჩულე:
- იცით რა, მე და ჰემიში შევთანხმდით, რომ მე ვისთანაც მინდა, იმასთან დავწვები, ტელევიზორის პულტი კი მისია.
მერე მან ტუჩებში მაკოცა და ტრუსი უცნობი მეთოდით გამხადა. თვალთ დამიბნელდა. მახსოვს, რომ ვიღაც - თვითონ ის თუ მისი ასისტენტი - ყურზე ფრთხილად მკბენდა. მოგვიანებით გავიგე, რომ სექსის შემდეგ ჩამხუტებლის გარდა, გამხურებელი ბიჭიც აეყვანა, რათა სასიყვარულო პრელუდიაზე ძვირფასი წუთები არ დაეკარგა. მახსოვს, გულში მაგრად მიკრავდა და თან სიქას მაცლიდა, როცა ცხოვრებაში პირველად სექსის დროს თვალწინ ნამდვილი ფოიერვერკი გადამეშალა. ამ ამბავში რომ ვიყავი, ჰემიშმა მობილურზე დამირეკა. მოვატყუე, ვმუშაობ-მეთქი, მაგრამ როცა მკითხა: "ფოიერვერკის ხმა მესმის, ჩაინათაუნში ხარ?", მივხვდი, რომ მიხვდა. სექსის მერე მისტერ სარგადაყლაპული იმაზე მესაუბრა, თუ როგორი განსაკუთრებული იყო ეს ყველაფერი მისთვის და რომ მე ერთადერთი ქალი ვიყავი, ვისთანაც ნამდვილი სითბო და სიახლოვე იგრძნო. ამის შემდეგ მთხოვა, ღია ფანჯარასთან სკამზე ვმჯდარიყავი, სანამ ის მთელი ძალით აწვებოდა რაღაცას, რასაც ეწერა: "შორს გატყორცნის ღილაკი". იქაურობა საკმაოდ სწრაფად დავტოვე, მანამდე კი სუვენირი მივიღე - ორგანული მინის ბურთი, რომელზეც რომანტიკულად ამოუტვიფრავთ ციფრი 12 989.
http://shokoladi.ge/content/aba-sad-aris-avatari-0
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
ახლახანს გავიგე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი კანონიერი ქურდი აკურთხეს და დაიწყეს ხმების დაყრა ჩვენი დრო მოდისო, მაგრამ ეს არ მოხდება@სააკაშვილი