რატომ არ მიყვარს ვუდი ალენი?
ახლა ვუდის ჯერია.
ვფიქრობ,რომ უნდა მომწონდეს ვუდი ალენი, იმ ლოგიკით,რომ საინტერესოა,ორიგინალური,
თუ მოინდომებ და "კინოსათანაც ცოტა მაინც ახლოს ხარ" დიდ ფილოსოფიას დაინახავ მის ფილმებში.
ვუყურებ მის ფილმებს,უფრო მეტად მის ნაწერებს და მასზე სტატიებს ვკითხულობ, მინდა ვიცოდე რატომ არ მომწონსან იქნებ
იმდენამდ მომწონს,რომ მინდა არ მომწონდეს, გარემოს გავლენასაც არ გამოვრიცხავ. თუმცა მასზე საუბრისას ხშირად ვამბობ,
რომ მე ის არ მესმის და ვჩუმდები,მერე როცა სხვებს ვუსმენ,როგორ აქებენ,ვბრაზდები,რომ უფრო ძლიერი
კომპლიმენტები შეიძლება მასზე ითქვას და არ ამბობენ. (არ მსმენია როგორ აკრიტიკებენ,ტორემ შეიძლება იგივე იყოს ასეთ დროსაც

)
მის ჩანაწერებში,ცხოვრებაზე საუბრისას უცებ ჩნდება ისეტი უბრალო მატერიალისტური საგანი(სტეიკი,ხბოს კატლეტი...),
რომელიც ჩემზე მოქმედებს და არასერიოზულობის განცდას მიტოვებ,მერე ვხვდები,რომ სასაცილოა
და მისი იუმორი ოპტიმისტურია.
ლამაზია მისი ფილმები, ფერადიც, ადამიანებიც ასეთები არიან,ინტელექტუალურები და ხელოვნება უყვართ
ანუ განვითარებულები არიან და კულტურის მნიშვნელობა ესმით,კამათობენ კიდეც,შეცდომებიც მოსდით და ა.შ.
მაგრამ,მგონი ზედმეტად კომედიურია ჩემთვის ის პრობლემები/საკითხები რასაც ის ეხება,უფრო სწორად
მის თემებს,ჩემი აზრით კომედია არ უხდება,რადგან ვფიქრობ დრამას უფრო მეტ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია.