მგონი, ტრიერის კარიერა ეტაპებად უნდა განვიხილოთ:
დავიწყოთ "ევროპის ტრილოგიით":
1984 წელს მან გადაიღო ფილმი სერიულ მკვლელზე "კრიმინალის ელემენტი" (The Element of Crime/Forbrydelsens element); ფილმმა ტექნიკური პრიზი აიღო კანის ფესტივალზე და აქ უკვე ჩანდა, რომ ტრიერი განუდგა დანიური კინოს ნორმებს. 1987ში "ეპიდემიური" გადაიღო. ამ დროს, ტრიერი ჯერ კიდევ "სერიოზულ" კინოს იღებდა. ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი იყო მისი ნორდიკული ფილმი, რომელმაც მას მეტ-ნაკლებად მოუტანა პოპულარობა, "ევროპა" (1991), ფილმმა კანზე ჟიურის პრიზი მოუტანა, თუმცა პოლანსკის ჟიურის გადაწყვეტილებამ, მიეცათ კოენების "ბარტონ ფინკისთვის" ოქროს პალმის რტო, საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო მამაკაცის როლი, ტრიერი განარისხა და მან ლანძღვით დატოვა დარბაზი, ბარში კი ერთ-ერთ ჟიურის წევრს ლუდის კათხები დაუშინა.
შემდეგ მან დაარსა ზენტროპას პროდუქცია და იმისათვის, რომ ფირმის კომერციული მხარე გაეუმჯობესებინა, იღებდა პორნოგრაფიულ და ეროტიულ ფილმებს. 1995 წელს, ასევე კომერციული თვალსაზრისით, მან გადაიღო ორსეზონიანი სერიალი "სამეფო" (Riget).
1995 წელს, ვონ ტრიერმა და თომას ვინტერბერგმა შექმნეს დოგმა 95ის მანიფესტი, თუმცა, ბევრის აზრით ეს იყო უაღრესად რადიკალური პროექტი, რომელსაც განვითარება არ ეწერა. თუმცა მათ შეძლეს განეხორციელებინათ ეს პროექტი, რომელმაც მოუტანა ტრიერს სახელი მთელ მსოფლიოში. "ოქროს გულის ტრილოგიის" პირველი ნაწილი იყო "ტალღებს მიაპობდნენ" (Breaking the Waves 1995), ფილმი სიყვარულსა და რწმენაზე, ეს აღარ იყო "სერიოზული" კინო, ეს იყო გულწრფელი, მიზანტროფიული და ბევრის აზრით სექსისტური კინო. ფილმმა ტრიერს გრან-პრი მოუტანა კანის ფესტივალზე. ფილმში გამოყენებულმა Cinema veriteს ტექნიკამ ბევრ ხალხს გულისრევის შეგრძნება მოუტანა კინოდარბაზებში. 1998 წელს გამოვიდა ტრიერის ყველაზე "დოგმა 95ური" ფილმი, "იდიოტები" (Idioterne), რომელიც "დოგმა ნომერ 2"დაა ცნობილი. 2000 წელს მან გადაიღო "ოქროს გულის ტრილოგიის" დასკვნითი ნაწილი, მუსიკალური დრამა "მოცეკვავე ბნელში", შეუდარებელი ბიორკის მონაწილეობით. ფილმმა კანზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა, ხოლო ბიორკის თამაშმა პრიზი საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის.
შემდეგ იგი შეუდგა "აშშ-ს ტრილოგიის" გადაღებას, 2003 წლის "დოგვილმა" (Dogville) უამრავი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ტრილოგიის მეორე ნაწილია "მანდერლეი" (Manderlay 2004). ფილმში კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობითაა წარმოდგენილი ადამიანის სულის სისასტიკე. ტრილოგიის მეორე ნაწილია "მანდერლეი".
2006 წელს მან გადაიღო დანიური ექსპერიმენტულ-ხულიგანური კომედია "ამ ყველაფრის ბოსი" (Direktoren for det hele).
მისმა უკანასკნელმა ფილმმა, 2009 წლის "ანტიქრისტემ" (Antichrist) კიდევ უფრო დიდი ფურორი მოახდინა, იგი შერაცხეს, როგორც "კანის ფესტივალის ისტორიაში ყველაზე შოკისმომგვრელი ფილმი" (იქ შარლოტ გენსბურგმა საუკეთესო ქალი მსახიობის პრიზი მოიგო). ბევრის აზრით ეს იყო სასტიკი პორნოგრაფია და მეტი არაფერი. ტრიერის კარიერაში ალბათ ყველაზე პერვერტული და გარეკილი ფილმი. მის გეგმებშია "აშშ-ს ტრილოგიის" დასკვნითი ნაწილის, "ვასინგტონის" (Wasington) გადაღება.
უმეტესობამ ეს ყველაფერი იცის, მაგრამ იმედია ინფორმაციული ტექსტია