გაურკვევლობა და დაუკმაყოფილებლობა ფილმის თანამგზავრია.აზრის მაძიებელი მაინც ყოფილიყო...
მოკლედ ტექნიკურად დახვეწილია,ვერაფერს იტყვი.დადებით მხარეებს მივაკუთვნებდი "პროლოგსა" და "ეპილოგს",ასევე მუსიკალურ გაფორმებას(ვაგნერი).
ოპერატორის,დოგმის ტრადიციებში,შემოთავაზებული კადრები დავაბრალოთ თანატოფობიისა და ისტერიკის გამოხატულებას და გადმოცემის მცდელობას?!სიუჟეტი საერთო ჯამში სტუდენტური ეპოქისაა.
ტოტალური დეპრესია და ქაოსი,სამწუხაროდ ამ ქაოსში ვერც გამოსავალს გამოვნახავთ,ვერც ჰარმონიულ ჰანგებს მოვკრავთ ყურს - შესაძლებლობა არ მოგვეცემა და ვერც რაციონალური მიდგომის სურვილი გაჩნდება.
პერსონალური პრობლემის უტრირება - გაუპატიურების მცდელობასთან გვაქვს საქმე.
გარდაუვალი ფინალიც,აპოკალიფსი სიმხდალის და შიშის მანიშნებელია.სლოგანი - მოდით ერთად ვიტიროთ.
კომპლექსები და მიზანტროპია კივილს ვერ იკავებს.ვერ უმკლავდება განსაცდელს.
ეპატაჟი და მარიაჟობა.ყურადღების მიპყრობის ტრაფარეტული და ბანალური,მატყუარა წადილი.
წარმოიდგინეთ რიგით დღეს ნიუსებში ტრიერის სუიციდი რომ გაცხადდეს.
ფსიქოანალიტიკოსობა მოუნდა,მეორე ვარიანტიც არის - ფსიქოთერაპევთთან მოუნდა(სექსი არა ოღონდ).
დღითიდღე მიმყარდება მოსაზრება,რომ საკუთარი შინაგანი სამყაროს "ეკრანიზაციებს" ვადევნებთ თვალყურს მთელი კარიერის მანძილზე,არა რაიმე კონკრეტული ფაქტის ან მოვლენის ირგვლივ რაც თავისთავად საინტერესოც შეიძლებოდა გამხდარიყო,არამედ რეჟისორის პანიკის კვალდაკვალ,უსაფუძვლო და სამკურნალო პანიკის.

დიურერი და ბრეიგელი

ებრძვის თუ ჩინჩლავს?
თან ტარკოვსკის მოლანდებულ კლდოვან სანაპიროსაც რომ ეხეთქება - გამწარებული,თავისი პაწაწუნა ნავით,ლამობს - თან არ გამოსდის,ანანისტი ბავშვივით უფრო მეტად ღიზიანდება და გაუთავებლად ცდილობს და ცდილობს...
არადა აქ წვიმს,კლდეზე კი დიდი ასოებით ამოტვიფრულია "სიბრძნე" და ამ წვიმაში რწმენაა,ძალაა.ეს კი ბუზღუნებს.
ვინც ვერ მიხვდა - ტვინს ტყნავს.
ერთხელ სანახავად კი ღირს,მეინსტრიმს არ ჩამოვრჩეთ

პ.ს.
City of Prague Philharmonic Orchestra - Melancholia Score (2011)- 1. Proloque (Tristan and Isolde)
- 2. Mellemstykke 1 (Tristan and Isolde)
- 3. Golf Course (Tristan and Isolde)
- 4. Mellemstykke 2 (Tristan and Isolde)
- 5. Heste (Tristan and Isolde)
- 6. End of the World (Tristan and Isolde)
- 7. Credits (Tristan and Isolde)
გადმოწერე
მიმაგრებული სურათი