ბოდიშით,ზოგადად ბევრს ვწერ და ალბათ უაზროდაც,რედაქტირება მეზარება ხოლმე,უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ,საინტერესოა თქვენი კომენტარების კითხვა)
ისე,დავფიქრდეთ,საერთოდ რისთვის იღებენ ფილმებს განგსტერებზე,ქურდებზე,კრიმინალებზე?
ერთი კატეგორიაა,როცა არსებობს პროპაგანდა და რომანტიზება არასწორი ცხოვრების.მაგრამ ამას უფრო ვრცლად ავხსნი ქვევით.
მეორე კატეგორიაა,გადაიღო ტიპზე,რომელიც განგსტერულ/კრიმინალურ გზას დაადგა და ბოლოში გაება,მიხვდა რომ ცუდს აკეთებდა,მოინანია,ან უბრალოდ ჩაცხრილეს/დაამარცხეს კარგმა ტიპებმა.(მაგ. ფილმი: The Untouchables (1987) ან Casino (1995) )
მესამე კატეგორიაა როდესაც ფილმში არ არიან კარგი პერსონაჟები,მთავარი გმირიც "ცუდი" ტიპია,მაგრამ თავისზე უარეს ტიპებთან უწევს დატაკება და შედეგად იქმნება საინტერესო კონტრასტი,-მაყურებელი მხარს უჭერს ანტიგმირს რომელიც თავისზე ცუდებს ებრძვის,მაგრამ ამ მთავარი გმირის რომანტიზებაც არ ხდება,რადგან იგიც კვდება,არა მხოლოდ ფიზიკურად,არამედ მორალურადაც (მაგ,ფილმში: Scarface (1983) - უბრალოდ რომ (სპოლიერ! ) მომკვდარიყო ტონი,მაშინ ეს იქნებოდა "მოწამეობრივი" სიკვდილი და მაყურებელს მხოლოდ სიმპათია ექნებოდა,ეს იქნებოდა პროპაგანდა და ა.შ. მაგრამ ტიპი მორალურადაც მოკვდა მანამდე,როცა ძმაკაცი მოკლა და საკუთარი და ჭკუიდან შეიშალა ამის გამო,რაც ხდებოდა გახსოვთ,ვინც ნახეთ)
ანუ ხელთ გვაქვს კარგები ცუდების წინააღმდეგ და ცუდები კიდევ უფრო ცუდების წინააღმდეგ - ეს ორი ძირითადი კატეგორია,რომელიც შემიძლია მივაკუთვნო ადეკვატური ფილმების კატეგორიას,ხოლო რაც შეეხება პირველ კატეგორიას,-ასეთი ფილმები ბუნებაში არ არსებობს.აი არ არსებობს ფილმი,რომელიც ასე პირდაპირ ამბობს რომ განგსტერული ცხოვრება მაგარია და ფილმიც ჰეფი ენდით სრულდება,-არც ერთი სახელმწიფო არ დაუშვებს რომ ასეთი ფილმი რომელიმე რეჟისორმა გადაიღოს,რადგან-ჰოი საოცრებავ,-კრიმინალი ცუდია.
მაგრამ არიან რეჟისორები,რომლებსაც უნდათ გადაღება ამ თემატიკაზე,მაგრამ არ უნდათ მარტივ გზას დაადგენ და ზემოთ ნახსენები ორი ძირითადი,ადეკვატური გზა აირჩიონ,ამიტომაც იღებენ პროპაგანდას,მაგრამ ამას ისე ფუთავენ და აფორმებენ,რომ არავის არ ჰქონდეს პრეტენზიები-მთავარი გმირი აკეთებს ცუდს და ისჯება? ისჯება.ვსიო,ხელები დაბანილი მაქო

მაგრამ ფილმში პროპაგანდა უფრო სჭარბობს,და ბოლოში "დასჯის მომენტი" არის,ასე ვთქვათ,"დლია გალოჩკი".აქაც იგივე პონტია და ასეთი ფილმისთვის,რომელსაც დიდი პრეტენზიები აქვს და ბევრ თემას ეხება,ასეთი დასასრული ცოტა საწყენიც კი არის,ლეონეც კი მიხვდა რო დენიროს გმირი რო მოეკლა ბოლოს,ისეთი შედევრი არ გამოვიდოდა,ამიტომაც დაასრულა არტჰაუზივით,აიღო სადღაც შუა ფილმის სცენა და "სონ საბაკი" და მთელი ფილმი შეიძლება დაბოლილი დენიროს ბოდვაა და კაროჩე რა.არც პროპაგანდა/რომანტიზება გამოვიდა და არც მთავარი გმირის დასჯა.თუ მოსაწევში იპოვა შვება,ესე იგი არც დასჯილა წესიერად.ყველაზე დიდი სასჯელია როცა ვერაფერში ვერ პოულობ შვებას,სიკვდილშიც კი.
მაგრამ არსებობს ფილმები,რომლებიც საინტერესო კუთხით უყურებენ უარყოფით პერსონაჟებს:
იცით,ამასწინებზე ვუყურე სკორსეზეს "ვოლ სტრიტის მგელს" და აი თავიდან,როცა გამოვიდა თავის დროზე და ვნახე,კი საინტერესო იყო ყურება,მაგრამ ვუყურებდი როგორც შავ კომედიას,მომენტებში სასაცილო იყო,დინამიურად გადაღებული და მეთქი სკორსეზემ სიბერეში რა აიტეხა-მეთქი,სერიოზული კაცი მეგონა და შავი კომედია რამ გადააღებინა მეთქი და ა.შ.

სკორსეზე არა მგონია ისეთი ადამიანი იყოს,რომელიც უბრალო შავ კომედიაზე დახარჯავდა დროს,თან აშკარად ჩანს რომ ფილმში ბევრი შრომაა ჩაქსოვილი. ჰოდა ვუყურე კაროჩე ამასწინებზე და ყურადღება მივაქციე ბოლო კადრს :
(სპოლერ!)
აი როდესაც რაღაც მოტივაციური თემატიკის კონფერენციაა და ბელფორტი იმ ფანქრის თუ პასტის მომენტს აკეთებს,მომყიდე თუ შეგიძლიაო,ჯერ ერთთან მიდის,მერე მეორესთან და ასე.შემდეგ კი კამერა ბელფორტს შორდება და აქცენტს აკეთებს მსმენელ მაყურებელზე და აი ეგ არის ფილმის ყველაზე მაგარი მომენტი

მაყურებლებს რო დავაკვირდი,იმენა ჩმორების კრებაა,აი რა გამოცარიელებული როჟები,ე.წ. "ნეუდაჩნიკები" და ტიპები როგორი უყურებდნენ ბელფორტს,აი ეგ არის ამ ფილმის მთავარი სათქმელი.ეს ფილმი არ არის იმაზე,რო ბელფორტი კაი ტიპია,ან ცუდი ტიპი - ნაჩვენებია მისი კრიმინალური ცხოვრება და ბოლოს რომ დაიჭირეს,ვსიო.მაგრამ ის ფედერალიც გვიჩვენეს,რომ ამხელა დამნაშავე დაიჭირა და არავითარი პატივი არა აქვს,მეტროთი მგზავრობს ისევ ისე.მაშ რა არის ეს ფილმი,მეორე კატეგორია?-ანუ დამნაშავემ დააშავა და დაიჭირეს.-არა,ასე მარტივად არ არის.აბა მესამე კატეგორია? თავისზე ცუდებს ებრძოდა?-ესეც არა.-აი აქ შეგვიძლია ვთქვათ,რო პირველი კატეგორიაა-პროპაგანდაა ახვარი,ნაძირალა ადამიანის,რომელიც კი დაიჭირეს,მაგრამ ძაანაც არ ინანიებს,ციხიდან გამოვიდა და პოპულარულია,ლექციებს ატარებს(რეალურ ცხოვრებაშიც!) - ხოლო ის გმირი,ვინც დაიჭირა ბელფორტი,პატიოსანი პოლიციელი,დამცირებულია - ანუ კარგი ტიპი ცუდია და ცუდი ტიპი კარგია,მიდით,იქურდეთ,იბოზეთ,მოატყუეთ-ამას გვეუბნება ფილმიი?!! - ყველაზე სასაცილო ისაა,რომ არა!

ეს ფილმი იმაზე კი არაა,რომ გვაჩვენოს ადამიანი როგორ ისჯება ცუდი საქმისთვის,ანდა რომანტიზება მოახდინოს,-ეს ფილმი გვეუბნება რომ ჩვენც ჩვენი სულის კუნჭულში ისეთივე ახვრები ვართ,როგორც ბელფორტი,მაგრამ ამას არ ვაჩვენებთ,-ლეგალური რომ იყოს,კი გავაკეთებდით იგივეს,მაგრამ ჯერ მაგ ახვრის ლექციებზე სიარულია ლეგალური,-ამიტომაც მიაწყდა ამდენი ხალხი,-ამიტომაცაა ბოლოში ის ჩმორიკები რომ გაფაციცებით უყურებდნენ მის ლექციას,თვალს ადევნებდნენ და ჯანდაბას კინო,-რეალურ ცხოვრებაშიც ასეა,მახსოვს მაგ ფილმის გამოსვლის შემდეგ რეალური ბელფორტი თბილისშიც ჩამოვიდა და თუარ ვცდები ფილარმონიაში(!) ჰქონდა გამოსვლა.ფილარმონიაში.ნაძირალას.საქართველოში.
მდაჰ.
ძალიან სერიოზული სცენაა,ფარულად,კოხტად გვიჩვენებს რომ ჩვენც გვინდა ვიყოთ ნაძირლები,არაკაცები,ბოზები,მაგრამ ამას არ ვამხელთ.
ყველას გვინდა რომ აესე ავიღოთ და გავაუპატიუროთ ქალი,მოვკლათ ვინც არ მოგვწონს,მოვიპაროთ ბევრი ფული,ვიგულაოთ უფასოდ და ასე შემდეგ,ყველანი ნაძირლები ვართ,მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვამბობთ,რადგან უბრალოდ კაკ მინიმუმ ნაძირალა ვიქნებით იმ ადამიანის თვალში,რომელსაც ვაფასებთ და პატივს ვცემთ,რომელიც გვიყვარს და სიცოცხლეს გვირჩევნია და რომლის უარყოფაც სამუდამო ციხეზე საშინელი სასჯელია.ამიტომაც ასე აქტიურად ვერ დავუჭერთ მხარს უკანასკნელი დონის ნაძირალას,-მხოლოდ როცა ვხედავთ,რომ ფილმში ჩვენთვის სიმპათიური ნაძირლადა დაისაჯა და კანონით მიეზღო,-მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას და ვამბობთ მასზე სიმპათიებს,ოღონდ უფრო "ჩუმად" - მაშინ უფრო დაზღვეულები ვართ და ასე აშკარად ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს რო "ფუუ,მანიაკზე უყურე ფილმს,მანიაკობა გინდა,შენც მკვლელი ხარ".
ჩვენ ნაძირლები ვართ და ეს ნორმალურია,უბრალოდ აქ მთავარია დოზა,-რა დოზით ვართ ნაძირლები? რა დოზითაა ჩვენი სული ბინძური? ყველა ადამიანის სულშია ნაძირლული და ნურავინ იტყვის რომ ცუდი ფიქრები არ ჰქონია,ასეთი ადამიანი არ არსებობს.
მე საკმაოდ ბევრი ადამიანის მოკვლა მნდომებია,ხანდახან ახლაც მაქვს ხოლმე ასეთი ფიქრები,მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებია.ბევრი ფილმი მაქვს ნანახი,სადაც მკვლელი საკადრისად ისჯება და ამის გამო კი არ ვთქვი უარი მკვლელობაზე,
არამედ იმიტომ,რომ ადამიანი ვარ და არ ვფარისევლობ,ვიაზრებ რომ ეს არ მომიტანს სიმშვიდეს,ბევრ ადამიანს მოვუტან ზიანს და ასე არ შეიძლება.ვიაზრებ რას ნიშნავს კრიმინალი,დანაშაული,არასწორი და სწორი საქციელი და არა იმიტომ,რომ ციხის მეშინია და პოლიციელი ცუდია,რადგან ამ ფიქრებს ჩემში შიშით ახშობს.
ყველას ცოდვები გვაქვს და ეს ნორმალურია,არანორმალური ისაა,როდესაც ამ ცოდვების გამართლებას ცდილობ და მის პროპაგანდას ეწევი,ღიად თუ ფარულად.
სხვა ცუდი ფიქრებიც მაქვს,მაგრამ აქ არ დავწერ.
აი უბრალოთ,რისთვის უყურებთ ფილმებს დამნაშავე კრიმინალებზე? მოგწონთ ასეთი ცხოვრება? თუ გინდათ ნახოთ,ფილმის ბოლოში როგორ დაისჯება ეს კრიმინალი თუ დამნაშავე? რაღაც პონტში შეიძლება მოგწონდეს პერსონაჟი და ჭკუაც ისწავლო მისგან,რომ "ასეთი კარგი ადამიანიც კი შეიძლება გაბოზდეს","ეს შეცდომა არ უნდა დაუშვა შენს ცხოვრებაში" და ა.შ.
ეს იმას არ ნიშნავს,რომ ვისაც ეს ფილმი მოსწონს,ყველა კრიმინალია,უბრალოდ ეს ფილმი არტჰაუსია და არტჰაუსს სიდებილეები ეპატიება,ვისაც არტჰაუსი მოსწონს იმათაც არ ვაყენებ შეურაცხყოფას,ბევრ ჩემს კარგ მეგობარს მოსწონს არტჰაუსი,უბრალოდ მე პირადად ვთვლი,რომ როგორც ჟანრი,ძალიან მავნეა კინემატოგრაფისთვის,წინა კომენტარში ავხსენი რატომაც.
უბრალოდ ეს ფილმი...
ჯანდაბა ეს ფილმი ძალიან არასწორი ტიპის რომანტიზებას ახდენს,ჩემს უბანში ასეთს უბრალოდ ჩაწიხლავდნენ და ახლოს არ გააკარებდნენ ამ ტერიტორიას,რატომ ეძებთ მის გამართლებას,ის ხომ ნაძირალაა და არასწორია ყველა გაგებით.და ვიღაცას რომ ცხოველური სიყვარული აქვს,ეს არ არის გამართლება,ან სიყვარული რო სხვანაირად ესმის,-მე არ ვარ ქრისტე რომ ყველა ადამიანს გავუგო და ვაპატიო,ჩემთვის ნაძირალა ნაძირალაა და სუარ მაინტერესებს როგორ უყურებს ეგ ცხოვრებას,მას არ ესმის ჩემი და მე არ მესმის მისი,იგი ცუდს თესავს და კინემატოგრაფი იმისთვისაა კინემატოგრაფი,რომ ასეთი ტიპების კასტრირება მოახდინოს და თუ არ ახდენს,მაშინ სხვა სათქმელი უნდა ჰქონდეს,რის გამოც შეიძლება ამ მთავარი გმირის ნაძირალობიდან სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება,როგორც "ეშმაკის ადვოკატში":
ბევრი არარელიგიურია ამ ფილმის დასაწყისში,ძალიან რთული მოსათმენი იყო ჩემთვის,მაგრამ ბოლომდე ვუყურე,ბოლოში მთავარი ნაძირალა გმირი თითქოსდა იმარჯვებს,მაგრამ ეს ფილმი არ არის ეშმაკის დამარცხებაზე,ეს ფილმი იმაზეა,რომ ერთი ცოდვიდან მეორე ცოდვაში ვარდები,-გაიმარჯვე და გამარჯვებამ სიამაყის ახალ ცოდვაში ჩაგაგდო.ეს ცოდვა ახლაც გვაქვს,მინიშნებას მოგცემთ: - სუპერგმირი ამარცხებს ბოროტ როჟას და მერე ირონიულად დასცინის,ტრიკოში ამაყად გამოსკვანჩული დადის და ინტერვიუებს აძლევს ხალხს,მერჩენდაიზს ავტოგრაფს აწერს და...იმედია გეცნოთ)
ჯანდაბა,ეს არის ნახევრად გაკეთებული ფილმი და არტჰაუსი,არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას,ძალიან ცუდია რომ 90-იანებში ასეთი გმირები ყოფილა პოპულარული ჩვენთან...და ნუ იტყვით რომ ფილმი ფილმია და რეალურ ცხოვრებაზე გავლენა არა აქვს,არის რუსული სერიალი "ბრიგადა",რომლის პროდიუსერი ამ ფილმმა შთააგონა,შემდეგ მისი შვილი კრიმინალი გახდა "ბრიგადის" გმირებივით და ბევრი სიბინძურე გააკეთა,სერიალით შთაგონებულმა. ჯანდაბა,ბევრი კარგი ადამიანი დაადგა კრიმინალის გზას,იმიტომ რომ იმ დროს და იმ მოცემულ მომენტში პოლიცია იყო კრიმინალი,ასეთებს შეიძლება გაუგო,მაგრამ ახლა,როდესაც ე.წ. კანონიერი ქურდები ბარიგებად და ჩვეულებრივ ბიზნესმენენებად გადაიქცნენ,აი როგორ უნდა ილაპარაკო "ქურდულზე" დადებით კონტექსტში? ცუდი არის ცუდი,მორჩა და გათავდა,ვერანაირი ცუდი ცხოვრებით და "ფეხი დამიცდათი" ვერ გაამართლებ არასწორ საქციელს.-როცა არ ცდილობ გამოსწორებას,როცა გინდა,მაგრამ არ შეგიძლია."ერთხელ ამერიკაშის" რომელიმე გმირი შეეცადა ცხოვრების გამოსწორებას? არა.
და რაც შეეხება ძმაკაცობას.აფხაზეთში რო ახვარი რუსები გვკლავდნენ და გვიუპატიურებდნენ ქალებს,ეგენიც ერთმანეთის ძმაკაცები იყვნენ,ერთმანეთს გვერდში ედგნენ,"ბრაწიკები" იყვნენ რა ერთმანეთის,მაგრამ მე მათი ძმაკაცობა სულ ფეხებზე მკიდია.ძმაკაცობა არ არის უმაღლესი მორალი,თუკი ის ცუდ საქმეს ემსახურება.იგივე ეხება პატრიოტიზმს,თუ ქვეყნის სიყვარულის ეგიდით სხვა ქვეყანაში იჭრები,სხვას ართმევ,სხვისთვის იბრძვი.არც სიყვარულია უმაღლესი მორალი,სიყვარულის გამო ტროას ომი მოხდა და ბევრი ჯიგარი როჟა დაიხოცა,აქილევსის თამადობით)
დენიროს გმირი არ იყო კაცი.როცა ერთს ირჩევ,მეორეზე უარს ამბობ-ამის სიტყვას დებ-ბოლომდე უნდა გაიტანო ეს სიტყვა,ამას კიდევ ერთიც მოუნდა და მეორეც,სუსტი კაცია,ლაჩარი,არარაობა.
ჰოდა რეჟისორმაც გვაჩვენა უბრალო პესიმიზმი,ცუდი ტიპი,რომელიც აკეთებს ცუდ რაღაცეებს და ისჯება ამისთვის,ვსიო,მეტი არაფერი და ეს ძალიან,ძალიან მოსაწყენია და ისედაც იცის ყველა შეგნებულმა ადამიანმა.
ნუ ცდილობთ მის გამართლებას და ეს ასე იყო და ეს ისე.ლეონე არა მგონია ისეთი არაკაცი ყოფილიყო,რომ არაკაცზე გადაეღო ფილმი და გაემართლებინა.უბრალოდ მისი ფილმი გააუპატიურეს და ლეონეს სათქმელი მხოლოდ ალაგ ალაგადაა შემორჩენილი,ეს ფილმი ფასეულია როგორც არტჰაუსი.მორჩა და გათავდა.
და ჩვენი ცუდი ფიქრები და უარყოფითი აზრები ნორმალურია,არანორმალურია როცა ამას ვერ ხვდები და არ ებრძვი,არ ცდილობ გახდე უკეთესი და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
ბოდიში რო გაგაწვალეთ ამხელა უაზრო კომენტარებით,