E madame
მე მაქვს ყველაფერი ნანახი Ghost in the shell-ის და ვაღიარებ რომ ფანატი ვარ

)
მაგრამ თუ არ მოგწონს ფილოსოფიით და იდეოლოგიებით სავსე კიბერ-თანამედროვე სტილის ანიმე, პირველივე ფილმის ყურებიდანვე არ მოგეწონება

ასე ვთქვათ, ტვინის საჭყლეტი ანიმეა
რადგან შინკაი და Ghibli-ის ანიმეები მოგწონს, ამათ უყურე:

1) Summer wars - მიღებული აქვს უამრავი პრიზი საუკეთესო ანიმაციისთვის და არაჩვეულებრივად გასართობია.
გადმოწერა:ftp://213.200.20.82/AnGE/Anime_5/Glazier/Summer_Wars/[Anime.Ge][UTW-TMD]_Summer_Wars_[BD][h264-720p][DTS5.1][8C068083].mkv
შინაარსი:
kenji მეთერთმეტე კლასელი ბიჭია, რომელიც მათემატიკის გენიოსია, მას შეუძლია ნებისმიერი ციფრების კომბინაცია გამოთვალოს. იგი აქტიურად თამაშობს ახალ თამაშს, სადაც ვირტუალობა რელობად არის გადაქცეული, სადაც შეიძლება ბიზნესის გაკეთებაც. რეალურად ამ ვირტუალურმა თამაშმა რეალობა შეცვალა, რადგან მთელი სამყარო გადავიდა იქ. გზები, შუქნიშნები, ელექტრო ენერგია. ყველაფერი იქიდან კონტროლდება.
ერთხელ კი კენჯი უცაბეტად "გატეხავს" ამ სისტემას რის შედეგადაც წარმოქმნის ქაოსს.

2)
ARIA - აი უბრალოდ რა სიტყვებით ავღწერო ეს ანიმე, არ ვიცი

პირველად 4 ეპიზოდს ძალით უნდა უყუროთ, და აი მერე ვერ მოწყდებით, არაჩვეულებრივი ატმოსფერო და ყველაზე თბილი ანიმეა რაც კი მინახავს
აღწერა:
პლანეტა აკვაზე არის ქალაქი ნეო-ვენეცია, რომელიც ვენეციის მსგავსად წყალზე მდებარეობს. ამ ქალაქში ხშირად ჩამოდიან ტურისტები, რომლებიც გონდოლებით ათვალიერებენ ქალაქს. პროფესიონალი გონდოლიორები, უნდინები წარუძღვებიან ტურისტთა გასეირნებას გონდოლებით. აკარი მიზუნაში არის ერთ-ერთი დამწყები გონდოლიორი, რომელიც კომპანია არია-ში ეუფლება უნდინეს პროფესიას. ის ნეო-ვენეციაზე დედამიწიდან ჩამოვიდა და ყოველდღიურად უამრავ ხალხს ხვდება თავის გონდოლაზე გასეირნების დროს და არამხოლოდ ხალხს. ქალაქი ნეო-ვენეცია იდუმალებითაა სავსე და არ იცი როდის რომელი გზა გაგეხსნება...