პრივეტ ყველას ეს ჩემი პირველი თემაა ამ განყოფილებაში

დავიწყებ იმით რომ ვარ ანიმეების ძალიან დიდი ფანი

ხოდა რარაც ამ ბოლო დროს საქართველოშიც მომრავლდნენ ანიმეს დამფასებლები და თაყვანის მცემლები

ხო დავიწყებ იმით რომ ანიმე ქვია იაპონური მულტფილმების სტილს .და ამ მულტფილმებს,როგორც ჩვეულებრივ კინო ფილმებს, აქვს თავისი ჟანრები:
სიონენ - დაახლოვებით 16 წლის ან უფრო უფროსი ბიჭებისათვის განკუთვნილი ანიმე მულტფილმები.
სიოძიო - დაახლოვებით 16 წლის ან უფრო უფროსი გოგონებისათვის განკუთვნილი ანიმე მულტფილმები.
"ბოევიკი" - სიონენის ერთ ერთი განხრა რომელიც არის ჩხუბზე ან ბრძოლაზე.
დეტექტივი - ნუ დეტექტივი რა

ბავშვებისათვის - ანიმეები რომლებიც არის განკუთვნილი ბავშვებისათვის
დრამა - დრამა ძალიან იშვიათია ანიმეებში და უმრავლეს შემთხვევაში არ არის ჰეფი ენდიანი
ისტორიული - ანიმეს ჟანრი რომელიც ასახავს ისტორიის რომელიმე მონაკვეთს
კიბერპანკი - ეს არის ანიმეს სტილი რომელიც ასახავს მომალავს სადაც ყველაფერი კომპიუტერებზეა დამოკიდებული . და სიტუაცია უმრავლეს შემთხვევაში არ არის კარგი ანუ ანტიუტოპიური სამყაროა.
კომედია - ჩესნა პრიზნატსა და არც თუ ისე მომწონს იაპონური იუმორი

მახო-სიოდძო - ეს არის ანიმეები ჯადოქარ გოგონებზე (მაგალითად სეილერმუნი)
მექა - ეს არის ანიმე სტილი მომავალზე სადაც არსებობენ რობოტები რომლებიც ან თვითონ იმართებიან ან ადამიანები მართავენ მათ
მისტიკა - ანიმეს ჟანრი რომელშიც ადამიანებს უწევთ რაღაც უცნაურ ძალებთან შეხვედრა (ფენტეზისგან იმითი განსხავდება რომ განსხვავდება რა

)
სკოლა - ანიმეები სადაც ძირითადი მოქმედება სკოლებში ან კოლეჯებში მიმდინარეობს.
პაროპარკ - ეს ძალიან უცნაური სტილია იგი მოგვითხრობს პარალელურ სამყაროებზე სადაც განვითარება დაახლოებით XIX საუკუნის დონეზეა განვითარებული
ყოველდღიურობა - ანიმე რომელიც აღგვიწერს ყოველდღიურობას
პოსტაპოკალიპტიკა - ჟანრი რომელიც გვაჩვენებს სამყაროს აპოკალიფსის შემდეგ.
პარაფსიქოლოგია - ეს არის ანიმეს ჟანრი რომელის გმირებსაც აქვთ პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობები (მაგალიტად ტელეკინეზის ნიჭი)
ზღაპარი - ზღაპარზე აგებული ანიმე
მიუზიკლი - მუსიკალური ანიმე :|
ფანტასტიკა - ფანტასტიკაა
ფენტეზი- რაღათქმა უნდა რომ ფენტეზია
ჰენტაი - ეროტიული ან პორნო ანიმე
იაოი - ანიმე სადაც მოთხრობილია ან ნაჩვენებია ჰომოსექსუალურ სიყვარულზე
იური - ანიმე სადაც მოთხრობილია ან ნაჩვენებია ლეზბოსურ სიყვარულზე
This post has been edited by Death Bringer on 16 Jul 2006, 11:43