იყოს ეს ენციკლოპედიური პოსტიც :შ

ჯანი ამელიო (Amelio Gianni)
იტალიელი რეჟისორი. დაიბადა 1945 წ. ქალაქ კატანძაროში.
უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, მუშაობდა რიგ კინოჟურნალებში და იყო 60-იანი წლების პოპულარულ და მასობრივ კინო მოყვარულთა კლუბური მოძრაობების აქტიური მონაწილე. სწორედ კლუბებში მიიღო პირველადი ცოდნა და წარმოდგენა კინომატოგრაფიაზე, სწორედ აქედან ის ხდება ლილიანა კავანის და ვიტორიო დე სეტას ასისტენტი.
ძალიან მალე, ფილოსოფიურ ფაკულტეტის დიპლომს ემატება რომის ექსპერიმენტალური ცენტრის კინორეჟისურის დიპლომი.
ეს იყო 70-იანი წლების იტალიური კინომატოგრაფია, როცა ყველა იყო ინდივიდი და არაფერი მოასწავებდა კრიზისს.
1971 წელს, იტალო მოსკატის პროექტის ჩანაფიქრის გარშემო, რომელიც გულისხმობდა ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხის აღმოჩენას, მოხდა ამელიოს დებიუტი. ასე გაჩნდა ფილმი ”დამაშის დასასრული”, და წარმატების შემდეგ, კიდევ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი კინოსურათები: ”ქალაქი მზე”, ”ბერტოლუჩის კინოხედვა”, სადაც საუბარია ”XX საუკუნის” ფილმის გადაღებაზე, ”გარდაცვალება სამსახურში” და ”პატარა არქიმედი”
მოკლემეტრაჟიან კინოსურათებზე მუშაობისას ამელიო ჩამოყალიბდა პროფესიონალად. ის ოცნებობდა დიდ კინოზე, თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არ ჩქარობდა დიდ კინოში შეღწევას, თითქოს ელოდებოდა ცდისთვის ყველაზე ზუსტ მომენტს.
70-იანი წლების მეორე ნახევარის იტალიურ კინომატოგრაფიაში ჩნდება გამოხატული შემოქმედებითი, მხატვრული და იდეური კრიზისი. ქვეყანაში დაისადგურა ქაოსმა, დაიწყო ”წითელი სამხედროების” ტერორი, რომელმაც თავის აპოეგას მიაღწია 1978 წელს, როცა მოკლეს ალდო მორო. მხოლოდ 1982 წელს, ამელიო იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს - ”დარტყმა გულში”, სადაც მოთხრობილი იყო ახალგაზრდა თაობის ტრაგიკულობა და მამისა და შვილის ურთიერთობა. მამა, უნივერსიტეტის პროფესორი, წარსულში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი.
ახლა კი მისი საზოგადებრივი ტემპერამენტი ჩაქრა, ის ზრდის თავის სტუდენტებს და საკუთარ შვილს. 1968 წლის ილუზიური კრახის შემდეგ, იღებს მეორე დარტყმას - როცა მისი ყველაზე საყვარელი, ჭკვიანი სტუდენტი აღმოჩნდება ტერორისტი, ხოლო ერთადერთი შვილი - მოღალატე. შვილი უთვალთვალებს მამას, რომელიც ეხმარებება ტერორისტის დედას დამალვაში და ბოლოს ჩაუშვებს კიდევაც საკუთარ მამას პოლიციასთან. ასე, პროფესორის კაბინეტში, ნასწავლი კაცის ხელში იზრდება ადამიანი, რომლისთვისაც უცნობია თანაგრძნობა და მოკლებულია ყველანაირ გრძონბას. აი, კონტესტატორების მემკვიდრეეები: ტერორისტები და კონფორმისტები. ამელიოს კინოსურათმა პოვა დიდი გამოძახილი არამარტო იმიტომ, რომ იყო მწარე, არამედ იმიტომაც, რომ კინოსურათი შესრულებული იყო უმაღლეს პროფესიულ დონეზე.
შემდეგი კინოსურათი ”ბავშვების გამტაცებელი”, მოგვითხრობს ახალგაზრდა პოლიციელზე, რომელსაც დავალებული აქვს იზრუნოს უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მყოფ ორ ბავშვზე, და-ძმაზე, არა იმიტომ, რომ ისინი ობლები არიან, არამედ იმიტომ რომ მათ მშობლებს არ შესწევთ უნარი უყვარდეთ ისინი და შესთავაზონ ღირსეული ცხოვრება. ბავშვები მზად არიან მიიღონ ბედისგან ნებისმიერი დარტყმა, თუმცა სურთ, სანამ მოხვდებიან არასრულწლოვანთა ციხეში, ნახონ ზღვა. კინოსურათმა, კანში, მოიპოვა გრანპრი. და ამ ფილმში ჩნდება მისი საყვარელი მსახიობიც - ენრიკო ლო ვერსო
1990 წელს გადაღებულმა ფილმმა ”ღია კარები”, ჯ.მ. ვოლონტეს მონაწილეობით. ფილმა მოიპოვა სერჯო ლეონეს პრემია და ევროპული ”ფენიქსის” ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო ფილმა. ჩემი ფავორიტი ფილმი :შ ჯან მარია ვოლონტე, როგორც ყოველთვის, ამ ფილმშიც შეუდარებელია :შ
მისმა ”ლამერიკამ” (1993 წ.) მოიპოვა ნაციონალური პრემია ”ვერცხლის ფირი”, როგორც წლის საუკეთესო ფილმა. სურათი ვითარდება ალბანეთში, სადაც იტალიიდან ჩამოსული "ენრიკო" შეხვდება ალბანეთში მცხოვრებ, მუშა იტალიელს, რომელსაც გონია, რომ ომი ჯერ არ დამთავრებულია (მეორე მსოფლიო ომი) და სჯერა, რომ ენრიკოს მიყავს იტალიაში, კერძოდ სიცილიაში, სადაც ელოდება ცოლი და "ოთხი" წლის შვილი, მაგრამ.. მაგრამ
ამელიო ყოველთვის ეჭიდება სერიოზულ თემებს, მას აიტერესებს ადამიანური დრამები, რომელსაც შეიძლება დაერქვას თანამედროვე ტრაგედია. ფილმი ”ლამერიკა” მოგვითხრობს ალბანელი ლტოლვილების ტრაგედიას, რომლებიც ტოვებენ გაჭირვებულ და მშიერ სამშობლოს და არალეგალურად შემოდიან იტალიაში, რომელსაც ისინი ეძახიან ”ლამერიკას” ( დამახინჯებული ფორმა ამერიკისა იტალიურად (ლ’ამერიკა) ), იმდენად რამდენაც მათთვის ეს, სადღაც, ოდესღაც გაგონილი სახელი ასოცირდება კეთილდღეობასთან და მშვიდობასთან. თუმცა, იტალია მათი ბედისადმი გულგრილია და ის, სულაც არ პასუხობს იმ ასოციაციას, რასაც ამერიკა მოიცავს.
”ისინი ასე იცინოდნენ” ვენეციის გრანპრი (1998 წ.) აქაც მთავარ როლში - ენრიკო ლო ვერსო.
რეჟისორი, ფაქტობრივად, გვთავაზობს კლასიკური, იტალიური ფილმის - ლუკინო ვისკონტის ”როკო და მისი ძმების” ახალ ვერსიას. ეს არის, სიცილიიდან წამოსული, ორი ძმის 6 თავიანი ისტორია, რომლებიც მიემგზავრებიან ტურინში სამსახურისა და საცხოვრებილის საშოვნად. თითოეული დღე, დაწყებული 1958 წლიდან - 1964 წლამდე პრობლემებით სავსეა, ეს პრობლემა კი შიდამიგრაციის ხასიათისაა, რომელიც ყოველთვის მტკივნეული თემა გახლდათ იტალიისთვის.
რას კარგავს ადამიანი, რომელიც ტოვებს საკუთარ კერას: საკუთარ ფესვებს, შინაგან ძალას, მორალურ მხარდაჭერას? კინოსურათმა, რომელმაც თავიდან სიცილი გამოიწვია, სოფლელი ბიჭების ცხოვრებისადაგმო, ნელ-ნელა გადაიზარდა გაწელილ დრამად. ახლობლები, მაგრამ ძალიან განსხვავებული ძმები ჯოვანი და პიეტრო ეწყობიან ახალ ცხოვრებას, მაგრამ კარგავენ მთავარს - ერთმანეთს.
ბოლო ფილმები, ჩემი აზრით, ძალიან სუსტია :შ
მაგრამ ამ ფილმს გამოვყოფდი "პირველი კაცი", არა იმიტომ რომ კარგია :დ უბრალოდ მომწონს რუბრიკა, კინომცოდნეს სტუდიაში ყავს მოწვეული რეჟისორი, ერთად უყურებენ თავიდან-ბოლომდე ფილმს, და რეჟისორი ყველა ნიუანს ხსნის, იმას თუ რატომ აცვია მსახიობს მაინცდამაინც ეს კოსტუმი, რატომ გადაიღო ეს სცენა, რატომ გადაუხვია წიგნს და რომელი კადრია, მისი ბიოგრაფიიდან აღებული.. ასეთი საუბრები ყოველთვის საინტერესოა, რაღაც ახალს სწავლობ და პლიუს, უფრო აკრგად ეცნობი რეჟისორსაც.. სამწუხაროდ კონვერსაციონე იტალიურ ენაზეა :შ
ეს თავად ფილმი
ფილმოგრაფია:
"თამაშის დასასრული" (La fine delgioco), 1971;
"მზის ქალაქი" (La cittadel sole), 1973; "
ბერტოლუჩი კინოს შესახებ" (Bertolucci secondo il cinema ), 1975;
"სიკვდილი სამსახურთი" (La mortc al lavoro),
"სპეციფიკური ეფექტები”(Gli effetti speciali)— 1978;
"პატარა არქემედე" (II piccolo Archimede,), 1979;
"გულში დაჭრა" (Colpire alcuore), 1982;
"პანისპერნას უბნის ბიჭები” (1 ragazzi di via Panisperna), 1989;
"ღია კარებები” (Lc porte aperte), 1990;
"ბავშვების გამტაცებელი” (11 ladrodei bambini),1992;
"ლამერიკა” (Lamerica), 1993;
" ასე იცინოდნენ ისინი” (Cosi ridevano), 1998.
"სამყარო ასეა მოწყობილი" La terra è fatta così (2002)
"სახლის გასაღებიი" Le chiavi di casa (2004)
"ვარსკვლავი, რომელიც არ არსებობს" La stella che non c'è (2006)
"პირველი კაცი" Il primo uomo (2011)
This post has been edited by axavild on 29 Aug 2013, 01:11