"• ღამე მშვიდობისა... თქვენ უსმენთ რადიო რაპტუს.. და მე ვარ ბენასი.. ივან ბენასი... ალბათ ვიღაცას არ ძინავს, ან რავი, ალბათ ყველას ძინავს, მაგრამ მე რაღაცა მაქვს თქვენთვის სათქმელი. დღეს ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი.. ის.. ის ერთ-ერთი იმ ყოჩაღთაგანია, რომელიც იჯერებს იმას, რის დაჯერებასაც სთხოვენ. ის ამბობს - თუ ვიღაცას არ სწამს რაღაც-რაღაცები, გამოდის, რომ მას არაფრის სჯერა.. ბე, ასე არაა.. მეც მჯერა რაღაცების..
მჯერა ბონიმბას* დაცემისა და კით რიჩარდსის რიფფის.
მჯერა, როცა სახლის მეპატრონე ორჯერ რეკავს კარზე და ითხოვს ყოველი თვის დასაწყისში ქირის ფულს.
ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ეკუთვნის ისეთი დედისა და მამის ყოლა, რომელიც მისადმი კორექტული იქნება, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ ფეხზე წამოდგება.
ვფიქრობ, რომ აღარასოდეს იქნება კორსოს, სუარესისა და მაცოლას დროინდელი ინტერი, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ არ იქნებიან უკეთესები, განსხვავებულ სტილში მოთამაშეები.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი აქ არ მთავრდება, მაგრამ სანამ სხვა რაღაცას ვირწმუნებ, საჭიროა ჯერ აქაურობას გავუსწორო ანგარიში და მერე, ადრე თუ გვიან, შეიძლება რომელიღაცა ღმერთიც ვიწამო.
ვფიქრობ, რომ როცა მეყოლება ოჯახი, გამიჭირდება თვეში 300 000-ით (ლირა) თავის გატანა, თუმცა ისიც ვიცი, თუ ჩემი განყოფილების უფროსის მსგავსად ვინმეს ტრაკს არ ავულოკავ, გამიძნელდება რამის შეცვლა.
მეჩვენება, რომ შიგნით დიდი სიცარიელეა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ხანდახან ეს სიცარიელე - როკ-ენ-როლით, მეგობრობით, ფეხბურთით, სასიამოვნიო საქმითა და მეგობრებთან ერთად ყ ლეობების კეთებით ივსება.
ვფიქრობ, რომ როცა გსურს გაიქცე 20 000 კაცით დასახლებულ პუნქტიდან, ეს ნიშნავს, რომ გსურს გაექცე საკუთარ თავს და მჯერა, რომ ვერასოდეს გაექცევი საკუთარ თავს, თუნდაც ედი მერქსი იყო.
ვფიქრობ, რომ არასწორია სხვისი ცხოვრების განკითხვა, იმიტომ, რომ შეუძლებელია რამე ვიცოდეთ სხვის ცხოვრებაზე.
ვფიქრობ, რომ რაღაცა რომ ირწმუნო, ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.
ესეც ასე, ახლა შეეცადეთ შეავსოთ თქვენი მარაგი..."
ბენიმბა*-რობერტო ბენინსენა, ინტერის, შემდეგ იუვეს თავდამსხმელი, მომავალში აძურების მწვრთნელი.
და ნუ, სტეფანო აკორსი ხომ კარგობაა, საუნდტერეკები ხომ მშვენიერებაა, მაგრამ ფილმში ეს სიმღერაა ყველაზე გემრიელობაა
This post has been edited by axavild on 31 Oct 2013, 19:09