საერთოდ ვერ ვიტან ფელინის და მის ჰუმანურ ფარისევლობას! ირონიის ნიღაბს ამოფარებული პროვინციული კინოა და მეტი არაფერი.
აი, პაზოლინი კი სხვა კოსმოსია, ,,თეორემა,, და თუნდაც ,,მათეს სახარება,, (მიხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ქრისტეში ლენინს აიგივებს) კინემატოგრაფიის სახელმძღვანელოშია შესატანი, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ ცხრა თუ ათ ფილმზე და დოკუმენტურ მასალაზე, რომელიც ამ გენიოსმა დაგვიტოვა.
დიდებულია ვისკონტიც, ერთადერთი ჩავარდნა მოუვიდა მხოლოდ (,, დაცემა,,_ს ვგულისხმობ) დანარჩენი კი ისეთი ფილმები შექმნა ასი წელი რომ იცოცხლო და სკლეროზი გტანჯავდეს, მაინც გემახსოვრება ახალგაზრდა მეამბოხე ოჯახის პორტრეტიდან
ინტერიერში და როკო მისი ძმებითურთ.
დანარჩენნი მორეჟისორო ხალხიდან ალბათ ანტონიონის არა უშავს რა, ძალიან ბევრი ფილმი ჩაუვარდა, მაგრამ მაინც მაგარია.
აი, როსელინი კი ჭეშმარიტი დეგენერატია თავისი ,,ტიამო,, ჰეფი ენდებით და ზედმეტად პოლიტიზირებული კინემატოგრაფით.
დიახ, სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა.
პ.ს. მაგრამ ლარი კლარკზე მაგარი რეჟისორი არსად დაბადებულა