ContraltogongestmortTomWaitsახლა გადავამოწმე და ეგ "სარკითა და სახითა" კორინთელთა მიმართ პავლეს პირველი წერილის იმ ცნობილ 13-ე თავშია, რომელშიც სიყვარულის მისეული ფორმულირებაა მოცემული.
ძველქართულ თარგმანში ასეა:
12. რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.
ანუ

ამ ცხოვრებაში ყველაფერი ბუნდოვანია და ღმერთის შემეცნება და მის ბრწყინვალებასთან ზიარება მხოლოდ არასრულყოფილად შეგვიძლია, საიქიოში კი - დაპაიჯებულები ვართ.
ახალქართულ თარგმანში ბაჩანა ბრეგვაძეს ასე გადმოუტანია:
12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.
ლათინურ ვულგატაში ასეა:
videmus nunc per speculum in enigmate - აწ ვხედავთ როგორც სარკეში ბუნდოვნად.
აღსანიშნია, რომ aenigma კლასიკურ ლათინურში გამოცანას, გაუგებარს ნიშნავს, შუა საუკუნეებში კი ანარეკლის, არასრულყოფილად ასახულის მნიშვნელობასაც იძენს და შეიძლება, ბიბლიის ლათინური თარგმანი სწორედ ამას გულისხმობს.
ბერძნულ ორიგინალში ისეა, როგორც ლათინურში:
"ბლეპომენ გარ არტი დი ესოპტრუ ენ ენიგმატი" (სორი, ბერძნული შრიფტით ვერ გადმოვიტანე)
მაგრამ ძვ. ბერძნულში ენიგმას, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ და მხოლოდ გამოცანის მნიშვნელობა აქვს და, ამდენად, ის "darkly" თარგმანის მიერ შემოტანილი კონოტაციაა, შვედური "როგორც სარკეში" კი მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს ორიგინალურ აზრს, ისევე როგორც ქართული "სარკითა და სახითა" ან თანამედროვე "ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში".
ნიშანდობლივია, რომ გერმანულ ლუთერისეულ თარგმანში ვხვდებით შემდეგ ფორმულირებას:
Wir sehen jtzt durch einen Spiegel in einem tunckeln wort - სიტყვასიტყვით: "აწ ვხედავთ როგორც სარკის გავლით ბუნდოვან სიტყვაში", რითიც ნარჩუნდება ორიგინალური აზრი და ხაზი ესმება ამ ცხოვრებაში ლოგოსის ბუნდოვანებას.
კაროჩე, ამის თქმა უნდა ამ ბიბლიურ ციტატას და ბერგმანის ფილმის შინაარსს როგორ უკავშირდება, თქვენ თვითონ მოიფიქრეთ.