ნუ იტყვი

ბერგმანს,ანტონიონს,ჟან ლუკ გოდარდს,ფრანსუა ტრუფოს და სხვებს კიდე,ჰადაროვსკით დაწყებული 1922 წლის ნოსფერატუთი დამთავრებული,-სულ ბავშვობაში ვუყურე

რო გავიზარდე,უნის პერიოდში,უფრო ჰორორებს მივაწექი და ბრიტანულ და ამერიკულ კინოებს,ჰიჩკოკით დაწყებული პოლ ტომას ანდერსონით დამთავრებული

და კორეული კინო კიდე
ეს ვაფშე იმიტომაც მოხდა,რო როდესაც კომპი გამიჩნდა,ჯერ რაც ვიცოდი პაპსა ფილმები,შრეკი და ეგეთები,ჩავიწერე და ვუყურებდი,მერე რამე უფრო სერიოზული მომინდა და სერიოზული ავტორების 4-5 ფილმს ვუყურებდი,რო შთაბეჭდილება შემქმნოდა,პლუს აიმდებეს ტოპ 250 წლების არქივებს,1994-წლიდან დღემდე და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი აღმოვაჩინე,"კოიანისკაცით" დაწყებული ვერნერ ჰერცოგის ფილმებით დამთავრებული.ვერნერ ჰერცორგი დღემდე მიყვარს,ბერგმანსაც მირჩევნია და ვუდი ალენსაც,ლეგენდაა და გემოვნების ამბავია)
ვუდი ალენს ყოველ 1 კარგ ფილმზე 3-4 ცუდი ფილმი აქ,ასე იყო ყოველთვის,-ალბათ იმის ბრალია რო ბევრი აქ,50-ზე მეტი უკვე და ყველგან ერთი დონის ხარისხი ვერ იქნება."შუაღამე პარიზშის" მერე უკვე მართლა ხალტურები აქ,მაგრამ ადრეც შიგადაშიგ ჰქონდა მსგავსი პიზდეცინტელექტუალიზმები და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ,"სიტყვებით მასტურბაციები"

აი "ლურჯი ჟასმინი" აქ ყველაზე კაი,ჩემი აზრით.განთქმული "ენი ჰოლი" არ დამევასა,რავი.
ბერგმანს რაც შეეხება,აი სტილისტიკით და დადგმით,მონტაჟით,ახლაც ნორმალურად ვარ,მაგრამ რაღაც დამრჩა შთაბეჭდილება,თითქოს ადამიანის მხოლოდ ცუდ თვისებებზე იღებს და გაბოროტებულია რაღაცნაირად.-კონკრეტულად ამაზე თავს არ დავდებ,მაგისი ბევრი ფილმი დავიწყებული მაქ და ეხლა ძველი ემოციებით ვსაუბრობ,აუცილებლად უნდა ჩავუჯდე და მერე აქ დავდებ რეცენზიებს,იქნება აზრი შევიცვალო,-ეგრე ხდება ხოლმე,ბევრ ფილმზე წლების მერე აზრი შემიცვლია,ვნახოთ რა გამოვა,წერა მიყვარს და გავავსებ ხოლმე პოსტებს))
კიდე ბოლო ხანებში რაღაც კლასიკოსების კრიტიკისკენ გადავედი,რაღაცეები გადავაფასე.ასე მაგალითად,როგორ ადამიანს შეგვიძლია ვუწოდოთ კლასიკოსი? ეს უკვე უბრალოდ "ხელოვნება სუბექტურია,ან მოგწონს ან-არა" თემა აღარ არის,"კლასიკოსს" რო უწოდებ ადამიანს,ამით მის ხელოვნებას ობიექტურის სტატუსს აძლევ,რაღაც ეტალონის.
ჰოდა,აი მაგალითად რომ ავიღოთ,ერთი მწერალი,რომელმაც დაწერა სიტყვაზე,შურისძიების თემაზე.-წარმოვიდგინოთ რომ,ამ თემაზე პირველმა დაწერა,-კარგი წიგნი დაწერა,მაგრამ შორია სრულყოფილებისკენ.
და ავიღოთ მეორე მწერალი,რომელმაც 10-15 წლის შემდეგ დაწერა იგივე შურისძიების თემაზე,მაგრამ ბევრად სრულყოფილი ენით და ბევრად ჩამოყალიბებულად,ბევრად უკეთესად გახსნა თემა.
აქედან რომელ მადგანს შეგვიძლია ვუწოდოთ ჭეშმარიტად "კლასიკოსი"? ის,ვინც პირველმა დაწერა მისაღებ დონეზე,თუ ის,ვინც სრულყოფილი ენით დაწერა?
"კლასიკოსთან" არ უნდა გჭირდებოდეს სუბიექტურობის არგუმენტის მოშველიება.
უბრალოთ,მაგალითად უილიამ ფოლკნერი და ლევ ტოლსტოი ძაან დებილურად წერდნენ ჩემი აზრით,ბევრად უკეთესად შეიძლებოდა რაღაც მომენტების გახსნა,რაღაცის ამოღება,შემოკლება და უკეთესი გამოვიდოდა,მაგრამ ერთმა მითხრა ასეთი რამ " შენ ტოლსტოის "ომი და მშვიდობის" გაკრიტიკების უფლება არ გაქვს,რადგან მან პირველად დაწერა ამ თემებზე და კარგადაც დაწერა.ეს სრულიად საკმარისია "კლასიკისთვის" და თანამედროვე ხარისხს და სტანდარტს ნუ მოვთხოვთ."
ჰოდა ამან დამაფიქრა

რატომღაც მგონია რომ ბერგმანის ფილმების ნახვისას იგივე განცდა მექნება,-რომ ეს თემა უკვე სადღაც უკეთესად მაქ ნანახი,-რომ რაღაცის უკეთესად გაკეთება შეიძლებოდა,-მაგრამ მინდა კრიტიკულად განვიხილო და ვიმსჯელო.ბერგმანი ღირსეული რეჟისორი იყო და ცუდის თქმას ნამდვილად არ ვგეგმავ,უბრალოთ არ მინდა რომ "კლასიკოსების" ნაწარმოებებზე საუბრისას უბრალოდ "მაგარია" არგუმენტით შემოვიფარგლოთ.
ახალ თაობას სჭირდება,რომ დავუმტკიცოთ,თუ რატომ ღირს ამა თუ იმ ნაწარმოების გაცნობა და რა თემებია და როგორ და რანაირად გახსნილი,რაც უფრო მეტს ვიმსჯელებთ ამაზე,მით უფრო ღრმად ჩავწვდებით და მით უფრო შეგვიყვარდება ისედაც საყვარელი რეჟისორები.