ეს ფილმი ერთერთი ლიდერია :
მგონი ესეა დაახლოებით ხომ :
"- რა მოუვიდა ?
- თავში გრენლანდია დაეცა ."
ან ეს :
"-მე ომამდე ტანკისტი ვიყავი.
- ეგ კიდევ გამოსაკვლევია(თუ გამოსარკვევია)"
ეს მაინც ყველას უჯოკრავს :
" -აქამდე ერთი ორი კარგი მარკშეიდერი არ უნდა გვყოლოდა"
აბა რა , ამდენ "გამომკვლევებს" ჯობდა ერთი მარკშეიდერი მაინც ყოლოდათ .
"შერეკილებიც" უძლიერესია .
მანდ ყველაზე მაგარი ისაა ბოდიში და ბროწეულის ოყნას ვისთვის ამზადებდნენ და ვის დაჭირდა ბოლოს .
"იყო შაშვი მგალობელი " , "გიორგობის თვე" , "ბეღურების გადაფრენა" , "ფესვები" , ................
ძველი ფილმებიდან "მამლუქი" მომწონს ყველაზე მეტად.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით : "კუკარაჩა" , "თეთრი ბაირაღები".
და ეხლა გამახსენდა "სპირალი" (გურამ ფანჯიკიძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული) . მე ეგ მირჩევნია ჰოლივუდის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის სპეცეფექტებზე აგებულ ფილმებს.