ტაკს.
გუშინ ვუყურე ამ ფილმს. ძააალიან კარგი წინასწარგანწყობა მქონდა. ზედმეტად კარგი.
ჰოდა, მგონი, ცხოვრებაში პირველად ვაპირებ უემოციო და პრაგმატული პოსტის დაწერას

საკუთარი თავისგან მიკვირს.
დავიწყოთ სიუჟეტით: მიუხედავად ბანალური თხრობისა(კაცი პირველად შემხვედრს საინტერესო ისტორიას უყვება; მსმენელი ინტერესდება და საბოლოოდ იზიარებს მთხრობელის ემოციებს; არის ისტორიაში ეჭვის შეტანის მომენტებიც), ამბავი გაინტრიგებს და გითრევს. ეს ერთი ღირსება.
საინტერესოა თავისთავად 1900-ის ფენომენი და ორიგინალური ისტორია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მთხრობელი(1900-ის მეგობარი). ძალიან კარგად თამაშობის ტიპი, ჩემი აზრით.
გენიალურია მუსიკა. მართლა ძალიან მაგარია

მაგრამ! სუსტია დიალოგები. ზოგადად 1900-ის არგუმენტაცია თუნდაც დარჩენასთან დაკავშირებით ძალიან სულელურია და გათვლილია ცრემლების წამოდინებაზე

განსაკუთრებით სუსტია ბოლო დიალოგი მეგობრებს შორის. აღვშფოთდი და გადავირიე, ასეთი არაფერი მინახავს. იჯდა 1900, ლაპარაკობდა ერთმანეთზე სულელურ რაღაცეებს და ის კიდე ტიროდა. რა ატირებდა ნეტა, კაცო, გამაგიჯებს ეს ხალხი ხანდახან.
სინამდვილეში მაგარი მხდალი იყო ეს 1900. მიმზიდველი მხდალი.
მოკლედ, ძალით გასენტიმენტალურებულია კარგი ისტორია. ჰოდა, სცენარია ძალიან სუსტი.
მეტი არაფერი