პრობლემა როგორც ასეთი არის ხმელეთისა და გემის ცხოვრების დაპირისპირება
პიანისტი დგას კიბეზე და უყურებს ხმელეთს, რას ხედავს მასში?
მეორე გემს. ხმელეთიც გემია თავის შენობებიან-ქარხნებიანად, სადაც ადამიანები მოდიან-ცხოვერობენ, მიდიან და კვდებიან
ამიტომ დაბრუნდა გემზე. მისი ადგილი იქ იყო და დიდ სხვაობასაც ვერ ხედავდა
გემის და ხმელეთის გასაიგივებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მდიდრების და ღარიბების მაგალითი. ისინი როგორც რეალურ ცხოვრებაში დაყოფილი არიან კლასებად
მნიშვნელოვანია რომ ის კიბის ნახევრამდეც არ ჩასულა, მოსროლილი ქუდიც კი არ დაეცა მიწაზე წყალში ჩავარდა. ეს იყო გადამწყვეტი კადრი, რაც ნიშნავდა რომ მისი ადგილი ოკეანეში იყო, გემზე .
გემი წარმოადგენდა ხმელეთს, მხოლოდ შემცირებული მასშტაბებით
ფილმი ამოჭრილი 40 წუთს გამო ვერ იყო ბოლომდე შეკრული და ადეკვატური
შეიძლება იქ მოხვდა კადრები, რომელსაც შესაძლოა გმირის ხასიათსა და ქცევებზე მიზეზ-შედეგობრივი გავლენა ჰქონოდა.
სცენარი ზოგადად არარეალურია და ზედმეტად სენტიმენტალურიც, მაგ. როგორ ისწავლა ბავშვმა დაკვრა დამხმარისა და ნოტების გარეშე; როგორ წერდა მუსიკას თითქმის დაუფიქრებლად და შეუშლელად
ყურადღება უნდა გავამახვილოთ მთხრობელზე. სრულიად ევრიდეი და მიწიერი კაცი. იმ სიტყვების მერე როცა უხსნის პიანისტს ცხოვრების არსს, თუ როგორ მივა ის ვიქენდზე და ცოლთან და ბავშვებთან იჭორავებს, როგორ ჩვეულებრივ იცხოვრებს და ჩვეულებრივადვე მოკვდება.
შეიძლება ამ ფაქტორმა, მისმა არაინტელექტუალმა გონებამ განაპირობა პიანისტის არჩევანი.
თუნდაც ბოლო საუბარი, ვითომ ფილმის აზრი, რომ სჯობს სამყარო იყოს შეზღუდული და შენ შეუზღუდავი, ვიდრე პირიქით. სულაც არ იყო ამაღელვებელი
ზემოთქმულიდან გამომდინარე არ იყო მოულოდნელი ტრუბაჩის უაზრო ცრემლები. საერთოდაც კარგი კადრია იმ მაყურებელთა კლასიფიკაციისთვის, რომლებიც ფილმს მხოლოდ უყურებენ.
პიანისტის იდეას რაც შეეხება, მისი დახასიათებისას გამოსაყენებელი ეპითეტებია: გენიოსი, შემოქმედი, ვირტუოზი. ეს ყველაფერი ადამიანური თვალსაზრისით ასოცირდება და ერთიანდება სისავსეში. ეს ის სისავსეა დღეს რომ სულის სილამაზეს უწოდებენ. და რა არის ეს? ეს არის დფაგროვილი ცოდნა+ინტელექტი+ცოტა სპონტანურობა. რისი ცოდნა ჰქონდა პიანისტს? მუსიკის დაკვრის? არა. ეს ზუსტადაც იყო მეტაფორა. ეს არაა ფილმი პიანისტზე, ესაა ფილმი ადამიანის ადამიანებთან ურთიერთობის სახეზე, საშუალებაზე.
მას საუკეთსოდ შეეძლო ადამიანებთან საუბარი, მათი ამოცნობა, კითხვების მიცემა და პასუხების გაცემა თითებისა და კლავიშების საშუალებით.
ეს იყო მისი ინტელექტიც და სპონტარნურობაც, ეს უკანასკნელი იმხელა დოზით იყო მოცემული, რომ ფანტასტიკის უმაღლეს დონეს გასცდა.
აღსანიშნავია მუსიკა, ძალიან კარგად არჩეული პიანო შესრულებები ძალიან სასიამოვნოა და ჩამთრევი
გამიკვირდა რამ დაჟანგა გემი, ან რატომ ააფეთქეს, როცა შეიძლებოდა ჯართად დაეშალათ. სულაც რამ გააძლებინა იმას უჭმელი.
მე თუ მკითხავთ საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო ბოლოს და ის საკვანძო სიტყვებიც მთხრობელს ეთქვა, როგორც ადამიანს რომელსაც პიანისტისგან დარჩა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება.
იყო რამოდენიმე ძლიერი კადრი რომელიც არ გაძლევს უფლებას ცუდი თქვა ფილმზე, მაგ.როიალის ცეკვის სცენა, ლამაზი გოგო სარკმელში, კიბეზე დგომის სცენა.
რაც შეეხება ტიმ როტს, რამდენიმე კადრში შეეძლო უკეთ ეთამაშა და სახელით დარჩენილიყო კინოში
ყველაზე კარგად გამოუვიდა დუელის როლის შესრულება
დისკზე გავამახვილებ ყურადღებას.
ეს დისკი იყო ( ასევე გოგოც ) გარე სამყაროსთან კავშირის დამყარების საშუალება, რაც არ გამოვიდა
ფილმი კარგად ეხმიანება აზრს, რომ უკვდავი არავინ და არაფერია
ყოველი ნაწარმოები და შესრულება უნიკალური და განუმეორებელია, როგორც ადამიანის ცხოვრება
გენიალური ნაწარმოები სრულდება მხოლოდ ეთხელ
მისი განმეორება უბრალოდ ბგერების ნაკრები იქნება
ეს ჰქონდა ყველაზე მეტად გააზრებული პიანისტს და მაგიტომაც არ ეჩვენებოდა პრიორიტეტად ერთი ცოლი, მოკვდავი ბავშვები
ამიტომაც უბრუნებს გამყიდველი ტრუბაჩს საკრავს სიტყვებით: ეს ხომ უბრალოდ ინსტრუმენტია, მაშინ როცა მთხრობელი ფილმს იწყებს სიტყვებით: ეს მუსიკალური ისტორიის ნაწილია
ისტორია იწყება კონკრეტული თარიღიდან (მინიშნებაა ის რომ გმირს 1900 ჰქვია) და მთავრდება კონკრეტულ თარიღზე.
არაა აუცილებელი რომ ჩვენ მის შესახებ ვიცოდეთ
შეიძლება მასზე შემთხვევით მოვისმინოთ ლეგენდა: ზოგმა გაიცინოს, ზოგმა იტიროს, ზოგმაც ზღაპრად ჩათვალოს, ზოგისთის ცხოვრების აზრი შეცვალოს, ზოგმა კი უბრალოდ მოისმინოს
1900 ნამდვილად იყო ლეგენდა და არა ისტორია

თუ გადაწყვეტთ ყურებას თავიდანვე გაითვალისწინეთ, რომ ხმელეთი და გემი არის მეტაფორა, რომელთა შორის, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, ზღვარი არ არსებობს