GT
_________________________________________________________________________
"აუ რა შეეცი ამ "რა აზრი დევს ფილმში" რა აზრი დევს და კოლაბრაციონისტთა (თუ როგორც არის) გულდაფუფქული სიყვარული ვესტერნიზებული ინდიელების მარად ანთებულ სულებში რომელიც ზეჰიბრიდული სიყვარულის პირმშოა და ჰოლივუდურ წიაღში ანათებს."
-------------------------------------------------------------------------------------------------------
მე არ შ......ცი, აქ ზოგიერთმა შესცა მაგას. მე ლიჩნად სუ არ უყურებ ფილმს იმისთვის რო ბოლოში რაღაცა აზრი გამოვიტანო. მაგრამ ამ ჩლენობას როცა უყურებ ადამიანი ერთადერთი ის იდეა გებადება რო ამ ფილმში რაღაცა აზრი უნდა იდოს. თუ ეს ეგრე არაა მაშინ სასროლი ყოფილა ეს ფილმი. მაგრამ თუ ის იდეა დევს რაც ზემოთ დაწერე ან რამე სხვა, მაშინ მაინც სასროლია. იმიტო რო არც ერთი აზრი, თუნდაც გაცილებით ღრმა, ვიდრე ამ სირობაში დევს, არ ღირს იმათ რო 2 საათი იტანჯო ამ პრიმიტივიზმზე. ჯარმუში ალბათ როცა შედის ხანდახან ფორუმებზე თავის თემაზე, ეცინება ხოლხე და გულში ფიქრობს: ვაი თქვე საწყელბო, მე თითონ არ ვიცი რას ვიღებ, რისი თქმა მინდა ჩემი ფილმებით ან რა აზრი დევს, და თქვენ როგორ უნდა გაიგოთო

და ალბათ უხარია მერე ამ საცოდავს რო თურმე ტყვილა არ უწვალია. უბრალოდ ჩვენ მეტი გზა არა გვაქ გარდა იმისა რო ვაღმერთოთ ესეთი მანდავუხა ხალხი, იმიტო რო ვცხოვრობთ ესეთ ყანა ქალაქში, სადაც ხელოვნება დიდი ხანია უკვე მკვდარია. ეგეთ ფილმს შენც კი გადაიღებ, მეც და კიდე ბევრი სხვა. უბრალოდ არა გვაქ ჩვენ ეს ბლატები ჰოლივუდში რო ყველა ჩვენი სირი იდეა დააფინანსონ და ყოველ უაზრო სცენარზე ფილმი გადაიღონ. ამ სცენარით რაც დედ მენშია, კაცი რო შევა ვიღაცა სპონსორთან, ნორმალურმა ადამიანმა ეს ფურცლები თავზე უნდა დაახიოს. აქ თბილისში ზოგიერთს რო გასაქანი მისცე ამ შენ ინტელექტის ბურჯ ჯიმის რო ააგდებდნენ ჰაერში, აღარ დაუშვებდნენ. უბრალოდ არსებობს 2 კატეგორია ადამიანების. პირველი, ვინც ამ ფილმის ნახვის შემდეგ DVD-ს გაისვრის, მეორე კიდე ვერ დაიჯერებს იმას რო უყურა ესეთ კრეტინობას, რომლის გადაღებაც ნებისმიერ ქართველ ან რუს 60-იანი წლების რეჟისორსაც კი შერცხვებოდა. ნახავს მერე რო თურმა ვიღაცა ხანიგა რეჟისორი კი არაა, არამედ საკმაოდ სახელიანია და ვერ გაბედავს იმას რო დაასხას ან რამე ცუდი თქვას. თავს იმით დაიმშვიდებს რო ჯერ ვერ მივიდა იმ დონემდე რო ესეთ სასწაულ ფილმებს ჩაწვდეს. მერე აქ კიდე რამოდენიმე განშტოება იწყება. ზოგიერთი თავს დაანებებს იმას რო გაიგოს ეს ფილმი, ზოგიერთი კიდე ყოველდღე ჩართავს და უყურებს იმის და იმედით რო ჩაამუღამებს აქ რამეს, რატო იძახის წამდაუწომ ეს ინდიელი "глупый белый человек"-ს. ესეიგი რაღაცა აზრი დევს, ტყვილა არ იტყვის ამას. და მერე უკვე ძალათი დაიზეპირებს ამ ფილმს და იტყვის რო გაიგო რაღაცა და ძაან დონე ფილმია. ამაზე ერთი პრიკოლი გამახსენდა. ერთი ვზროსლი კაცია, ვაგნერის ფანი. მიყვებოდა რო თავიდან "რეინგოლდი" რო მოვისმინეო იმინა ვერაფერი ვერ გავეგიო. მერე ყოველდღე უსმენდიო სადღაც 4 თვის განმავლობაშიო და ერთ დრეს აღმოვაჩინე რო თურმე მთელი ოპერა ზეპირად მცოდნიაო. სიცილი ძლივს შევიკავე. ეგრე 100-ჯერ რო რაღაცას მოუსმინო ან უყურო ყველაფერს ჩაამუღამებ და დაიზეპირებ. ეს უკვე დავასება აღარაა, ამას სხვა რაღაცა ქვია. ეგრე მაშინ არაფერი არ არსებობს ცუდი, არც მუსიკაში, არც კინოში და არც ლიტერატურაში. ყველა რაღაცას თავისი მოყვარული ეყოლება ყოველთვის. მაშინ როგორ უნდა გაარკვიო ადამინმა რა არის კარგი და ცუდი? მეც შემიძლია ეგრე გადავიღო ვიღაცა ადამიანების ცხოვრება. როგორ იღვიძებენ, როგორ საუზმობენ, სამსახურში როგორ მიდიან და ა.შ. პროსტა მე თითონ არ მომეწონება ეს იდეა, იმიტო კი არა რო დასცინებენ მერე ამ ფილმს. ზოგიერთს შეიძლება მაგრა დაევასოს კიდევაც, თემებიც გახსნან ფორუმზე და იბაზრონ ეს რა საოცრება ვნახეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რო რაღაცა დონე გადავიღე. ადამიანის ტვინი და ფსიქოლოგია ძაან რთული რამეა. როგორ მაინტერესებს დედ მენის ყურების პროცესში ჩამახედა ერთი რამდენიმე წუთით ამ ხალხის ტვინში და დამანხა რა ევასებათ ესე ამ ფილმში. აბა თუ არც ინტელექტუალური კინო არაა ეს, მაშინ რაღაა საერთოდ? რეჟისორების მეტი რა არი, თამ კაი რეჟისორების. თუ რამე მართლა სერიოზულის ნახვა გინდა კაცს, რაღა ამ სისულელეზე უნდა ხარჯო დრო კაცმა. ჩვენი 5 ლარიანი ბიუჯეტის "ნატვრის ხე" რას უშვება ამ ფილმს, სიტყვებით ძაან ძნელი გადმოსაცემია. გინდა აზრით, გინდა ფილოსოფიით და ვაბშე ყველაფრით. ეხლა შევადაროთ სახელი ამ ორი ფილმის. დედ მენი ყველამ იცის. ნატვრის ხე კიდე 10-მა კაცმა მსოფლიოში. მაგარია

ონიბაბას რემეიქი გადაიღო კაცმა 90-ში და გენიოსია. ეჰჰჰჰჰჰჰჰ! რაზე ვხარჯავ ნეტა დროს

მაინც ვერაფერს ვერ გაიგებთ. ისე საცა კაცმა 100-ჯერ ოპერას მოუსმინა და დედ მენის ყურება თუ შეუძლია ზოგიერთს ყოველდღე ეს პოსტიც რო წაიკითხონ ხოლმე ზოგიერთებმა შეიძლება მერე შარიკები ტვინში გადაუტრიალდეთ და ცოტა მოვიდნენ აზრზე. რესპექტი იმათ ვინც გაქაჩეთ ბოლომდე

ლექცია N ... ხუი ივო ზნაეტ მერამდენე დამთავრებულია!