როგორ არ არსებობენ, ულამაზესი ქართველი გოგოები (და ქალები) არიან. . . .

მაგრამ ლიკა სიმბოლოა, სილამაზის სიმბოლო და ეგეთად დარჩება. . . .
ეგ არის საბჭოთა დროს დაბადებულ-გაზრდილი ხალხისთვის სილამაზის სიმბოლო. . . .
იმ დროს ქალის სექსუალობის და სექსის პროპაგანდირება იმდენად არ ხდებოდა (საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო

, ანუ მაგ ფრაზის ავტორმა როგორც სინამდვილეში თქვა, რომ არ დავამახინჯოთ, კინოფილმებში არ იყო წინა პლანზე წამოწეული სექსი), შესაბამისად ლიკა ქავჟარაძე იყო ცოტა სხვა რამის სიმბოლო, ვიდრე უბრალოს ქალის სილამაზე და სექსუალობაა. . . .
სიყვარულის სიმბოლო, ისეთი სიყვარულის სიმბოლო, როდესაც სექსი და ქალის სექსუალობა მეორეხარისხოვანია. . . .
ეგრე გამოვიდა, რაღაცნაირად, ბუნებრივად, ნატვრის ხეც მაგრად დაემთხვა ლიკას. . . . .
ხალხის თვალში და გულებში გაიგივდა მარიტა და ლიკა, და ერთ მთლიანობად, იქცა. . . .
მერე თუ ახალი თაობის რეჟისორებმა სცადეს სექსის სიმბოლოდ ექციათ, მაგანაც ვერ შეცვალა ლიკა-მარიტას სახე ხალხის გულებში. . . .
მარიტა ხომ უნდა გაიყიდოს თუმნიანებზე, და მაინც მარიტად დარჩეს. . . . ეგაც მიიღო ხალხმა და იმ ძველ, ნამდვილ მარიტას ხატებას უყურა ისევ. . . .
და დარჩა იმ ხალხის გულში ლიკა-მარიტას სახე. . . .
ახალი თაობისთვის შეიძლება ცოტათი ძნელი გასაგებია ეს, ახალი თაობა ბავშვობიდან სექსუალობაზე ორიენტირებულ ფილმებზე და იდეოლოგიაზე იზრდება. . . .
ისეთ იდეოლოგიაზე, სადაც (ჩემს მეგობარს დავესესხები) "რომანტიკა ბუნებაში დღნაულია". . . .

ამ დროს პარადოქსულად ჩანს ქავჟარაძისადმი ასეთი სითბო და სიყვარული. . . .
ხალხისთვის კი მარიტა ის სიმბოლოა, ჩასაქოლად აწეულ ხელს რომ ჰაერში გაგიშეშებს. . . .
არ აქვს მნიშვნელობა მერე რამდენი ტალახი მიეცხება, იმდენ ტალახს ვერ მიაცხობ, იმ კინოში რომ მიეცხო. . . .
თან ყველაზე სასცილო ის არის, რომ რასაც ეხლა ვწერ, შენ შეიძლება რომანტიკად აღითქვა, მაგრამ რომანტიკაც არ არის. ჩემზე არარომანტიკული და ცივსისხლიანი ადამიანი შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ მე უბრალოდ ფაქტს აღვითქვავ და ფაქტს გეუბნები, რომელსაც (სავარაუდოდ შენი ასაკის გამო) შეიძლება ვერ ხედავდე. . . .

დანარჩენი რა. . . .
ზოგს უყვარს შეცხადება და სურათების დაყენება, სამძიმრების გამოთქმა და.ა.შ., თავისი მწუხარების გამოხატვა. . . .
ავტომატურ რეჟიმში აქვს. . . .
მე მაგალითად არ მიყვარს, ფაქტიურად არ შემიძლია. . . .
არსდროს არ ვაზიარებ, ვაშეარებ, სამძიმრებს არ გამოვთქვამ და.ა.შ.
მაგრამ ლიკა ქავჟარაძეზე რაც გითხარი, მართალი გითხარი. . . . ის გრძნობა რომელსაც იმდროინდელი ადამიანები გრძნობენ. . . .
This post has been edited by karlsoni on 18 Oct 2017, 00:47
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/