ვუყურებ და სულაც არ მღერიან ყველგან.. უმუსიკო დიალოგები არის, მაგრამ მცირე :დ ეს სხვანაირი მიუზიკლია, სხვებს არ ჰგავს და ეს ერთი მხრივ კარგია – სიახლეა, მეორე მხრივ – რისკია, რამდენად მიიღებენ ამ სიახლეს...
სპეც ეფექტები, დეკორაციები, კოსტუმები, ვიზუალური ეფექტი და ყველაფერი რას გამომსახველობას უკავშირდება, კარგია, ოხ ეს კინოთეატრში რა იქნებააა, იფ იფ ^_^
სიუჟეტი – ნუ ეხლა ჰიუგოს რა აქვს დასაწუნი
ენ ჰეთუვეი მაგარია ^_^
ჰიუ ჯეკმანიც მაგარია ^_^ აუუ, ეპისკოპოს მორელის როლში პროფესიონალი მომღერალია და რა ოსტატურად ასრულებს ^_^
რასელ ქროუ ნიჭიერი მსახიობია, სხვა როლებს რომ ვიხსენებ, ეს ხო განსხვავებულია და თან ნორმალურად ასრულებს, დეპივით არ ჩარჩა ძველ როლებში.
პატარა კოზეტი და საერთოდ ბავშვები კარგად თამაშობენ.
აი, აიიი ტენარდიები ასეთი ვერ წარმომედგინა, თუმცა თაღლითები არიან, სხვადასხვა როლებს თამაშობენ, ხალხს ატყუებენ და ამიტომ მესმის რატომაც ჰგვანან ცირკის მსახიობებს :დ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლოლ, კატას რომ კუდი მოაჭრეს, ვაი ვაიიი
დაჩამიჩებული სპილოს ძეგლიც მაგარია
შეტაკების სცენაც მომეწონა , ანჟოლრასის სიკვდილი არის დრამატული მომენტი.
აჰანდე ლინკი, ვისაც გინდათ:
http://www.linecinema.org/newsz/drama-onli...scr-onlayn.html ანჟოლრასიც კარგია. რა ხმა ჰქონია მსახიობს, არ ველოდი.
ნუ, ეპონინი როგორ შეიძლება არ მოგეწონოს.
მარიუსი – ჰეჰ, უკომენტაროდ. ვიცოდი, რომ ედის გაუჭირდებოდა სიმღერა. წკიპზეა ფაქტიურად. ჩემთვის ასეა.
ამანდა კარგია, მოუხდა კოზეტის როლს, არადა თავიდან სულ მეშინოდა რომ .. მოკლედ, გრიმმა უშველა ალბათ

და რაც მთავარია, ძერზკი კოზეტი არაა..
რაც შეეხება გაწელვას, ჯერ წიგნი რამხელაა, მერე მიუზიკლი როგორია და ახლა ეს ყველაფერი ფილმად...
სრულებითაც არ მომეჩვენა გაწელილად, პირიქით – შემჭიდროვებულია, მალ– მალე ხდება მოვლენები.
კომპოზიტორიც ძალიან მიყვარს <3 ამ მიუზიკლის გარდა, აქვს ერთი ორი გამოსარჩევი, კარგი მუსიკა
ცრემლები მომადგა, ნორმალურია. რაღაც წვრილმანების მიუხედავად, მე კმაყოფილი ვარ.
ეხლა ვფიქრობ, რომეო–ჯულიეტას ან კატების გადაღება არ უნდათ კინოდ?