
სტალინი - ფოლადის კაცი
ჰისთორი ჩენელის საათნახევრიანი დოკუმენტური ფილმი. სტალინის პორტრეტი რევოლუციიდან -სიკვდილამდე, რკინის ხელით მმართველობა, საბჭოთა პროპაგანდა, სტალინის პარანოია, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ყველგან და ყოველთვის მტრების ძიება.
ერთი ფრაზა განსაკუთრებით მომეწონა ფილმში - სტალინს არ ჭირდებოდა მეგობრები, მაგრამ ჭირდებოდა - მტრები.
მოკლედ საკმაოდ საინტერესო ფილმია, თუმცა რამოდენიმე ნაკლი აქვს. სტალინის მეტ-ნაკლებად ცალმხრივი შეფასებაა...მაქსიმალურად ყველა აქცენტი გაკეთებულია მის უარყოფით მხარეებზე - და კარგადაცაა ნაჩვენები, მაგრამ ცოტა არ იყოს და დაკნინებული ყავთ ჩვენი სოსიკო.

არაა საუბარი მის ძლიერ მხარეებზე ...და ფილმის ბოლოს გაკეთებული დასკვნა რომ სტალინი XX საუკუნის ტიტანი იყო ცოტა ალოგიკური ჩანს.
რაც კიდე არ მომეწონა, ისაა რომ სულ საუბარია რუს ხალხზე, რუსულ მიწაზე და ა.შ. თითქოს საბჭოთა კავშირი რეფერენდუმში ხმატა უმრავლესობით შეიქმნა და არავინ დაუპყრიათ და მასში მარტო რუსები ცხოვრობდნენ. მოკლედ "რუსების" განზოგადება ფრიად მიშლიდა ნერვებს
რაც საშინლად არ მომეწონა ისაა რომ ეს ღლე "მეცნიერი" გაუკვეხებიათ ფილმში.

ბატონი რაძინსკი ასკვნის რომ სტალინის დესპოტური მოპყრობა ცოლისადმი მისი ქართული ხასიათიდან გამომდინარეობდა.

ეს სIრები ყოველთვის ღრმად წვდებოდნენ ქართულ ბუნებას
...
მიუხედავად ზემოსხენებული გინებისა

ფილმი ღირს ყურებად. სხვათაშორის დოდო ჭიჭინაძე და სოფიკო ჭიაურელიც მონაწილეობენ
შეგიძლიათ ნახოთ ონლაინ -
http://video.google.com/videoplay?docid=-9...85704353138889#ენა: ინგლისური