
აჩრდილწაღებული 2001 წელს შექმნილი ანიმე ფილმი, დაწერილი და გადაღებული ჰაიაო მიაძაკის მიერ სტუდია ღიბლისთვის.
ამ ფილმმა ბევრი პრიზი მიიღო, მათ შორის, ოსკარი (ეს იყო პირველი ანიმე ფილმი, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა). 2002 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან აგრეთვე მიიღო ოქროს დათვი.
ფილმის იწყება მთავარი გმირი, გოგონა ჩიჰიროს მოგზაურობით. მშობლებთან ერთად იგი გადადის საცხოვრებლად ახალ სახლში, მაგრამ გზად ისინი გეზს იცვლიან და შედიან იდუმალ ცარიელ ქალაქში. მოულოდნელად დედ-მამა აღმოაჩენენ უამრავ საჭმელს და, შიმშილის გრძნობის გამო, გემრიელად შეექცევიან მას - თუმცა ეს პროცესი რამდენიმე წამში ამაზრზენ სანახაობად იქცევა. მოულოდნელად ორივე იქცევა ღორებად. ჩიჰირო შეშინებულია, მაგრამ ამასობაში ღამდება და იგი გაიცნობს ბიჭუნა ჰაკუს. ქალაქი იღვიძებს და ივსება საოცარი აჩრდილებით. ჰაკუ ეუბნება ჩიჰიროს, რომ მას შეუძლია მშობლების გადარჩენა, თუკი მისტიური აბანოს მეპატრონეს, იუბაბას მოინახულებს და აბანოში სამუშაოს დაიწყებს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ჰაკუს საიდანღაც ახსოვს ჩიჰირო, მაგრამ ”ჰაკუ” მისი ნამდვილი სახელი არ არის და მას არ ახსოვს ნამდვილი სახელი.
იუბაბასთან შეთანხმების შემდეგ, ჩიჰირო თავის ნამდვილ სახელს ტოვებს და მას ამიერიდან ”სენს” უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩიჰიროც დაივიწყებს საკუთარ სახელს.
აბანოში მუშაობის მძიმე პირობებში, ჩიჰირო შემთხვევით შემოუშვებს უსახო სულს. აბანოს ამასობაში ეწვევა მყრალი სული, რომელსაც სინამდვილეში ”მდინარის ღვთაება” ჰქვია. იგი ნაგვით და ჭუჭყით არის სავსე. მისი დაბანა არც ისე ადვილია, მაგრამ უსახო ჩიჰიროს ჩუქნის სპეციალურ დაფას, დასაბანი წყლის კონცენტრაციის რეცეპტით. ამ დაფების მოპოვება არ არის ადვილი. საჭიროა მათი ჩაშვება აბანოს სარდაფში, ბაბუა კამაძისთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ კონცენტრაციებზე
გენიალური მულტფილმია , პერფეკტო.
ახლა ვიწერ ტორენტიდან ანიმეებს. ერთ ერთი არის: მფრინავი გემი მოჩვენება / Flying Phantom Ship.