გამიჭირდება მხოლოდ სამის ამორჩევა რამოდენიმეს დავწერ ნუმერაცია სიმბოლურია ....

1. Майрик (დედა) რეჟისორი Анри Верней ..... საკმაოდ საინტერესო ფილმია სომხების გენოციდზე ერთერთი სომხური ოჯახის ცხოვრებაზე ამ ყველაფრის ფონზე. მგონი ერთადერთი ფილმი იყო რომელიც 10/10 ით შევაფასე

მიუხედავად იმისა რომ ერთი დიდად არაფრიტ გამორჩეული უბრალო დრამაა არარი შედევრი მე უბრალოდ შემძრა და ძალიან მომხვდა გულზე ბევრი რამ ფილმიდან გენიალური მსახიობები ომარ შარიფი და კლაუდია კარდინალე როგორც ვიცი ამ ფილმში მონაწილეობის გამო ომარ შარიფს თურქეთში ჩასვლა აეკრძალა...... ფილმი ყველაფერზე ესარი ჩემი შეფასება
2. Legend Of 1900 ჯუზეპე ტორნატორეს გენიალური ფილმი..... ძალიან ლამაზი ისტორიით და მუსიკით..... ტიმ როტი შეუდარებელია ფილმში..... იმდენად სასიამოვნო საყურებელი იყო რომ დასასრულის მიუხედავად კმაყოფილმა ამოვისუნთქე ფილმის დასრულების შემდეგ

ეს ყველაზე დიდი პლიუსია ფილმის ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში როცა ნახვის შემდეგ არ გიჩნდება გრძნობა რომ რაღაც აკლია..... ამ ფილმში ყველაფერი თავის ადგილზეა
3. Shindler's list გენიალური ფილმი 9/10 ით შევაფასე მხოლოდ იმიტომ რომ უაზროდ გამაღიზიანა და ზედმეტი იყო ფილმში ბოლოს შინდლერის გულის აჩუყება და ცრემლების ღვრა..... მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია თავის პონტში სპილბერგი გენიოსია

.
4. The Green Mile ჩემი საყვარელი გენიალური ფილმი ბავშვობიდან.......
5. 12 Angry Men (1957 ) მახსოვს როცა პირველად ვნახე ეს ფილმი პირი დავაღე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.....
6.La Vita e bella ამ ფილმს და შინდლერს შედევრებად ვთვლი მე პირადად...... სამი ფილმი ებრაელების დევნაზე რომელიც უზომოდ მომწონს.... შინდლერი...ცხოვრება მშვენიერია და პიანისტი.
7. და ჩემი საყვარელი ტარანტინო და მისი მაკულატურა და ნაბიჭვრები...... მიყვარს ეს კაცი ფილმებიან მსახიობებიან მუსიკიან მანიაკობიანად

იმიტომ რომ ვგიჯდები იმ მუღამზე რა მუღამიც მის ფილმებს აქვს
კიდე ბევრია მაგრამ ამათ გამოვარჩევ ყველასგან
This post has been edited by E madame on 1 Jun 2010, 12:23