ტაკ, ძალიან ძნელია სამი ფილმის ამორჩევა მაგრამ მაინც ვეცდები, მაშასადამე ამ ეტაპზე:
1) პერსონა- გენიალური, დამშოკავი, უცნაური, ღრმა... ფილმი რომელსაც რამდენჯერაც არ უნდა უყურო მაინც ვერ ამოხსნი ბოლომდე და ფილმი რომელზეც პერიოდულად თავისით მეფიქრება ხოლმე. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია პირველი კადრიდან დაწყებული ბოლოთი დამთავრებული, უბრწყინვალესი დუეტით (ანდერსონ-ულმანი), აბსოლუტურად არაორდინალური და ორიგინალური სცენარით და უბრალოდ ფანტასტიკური ოპერატორული ნამუშევრით. თითოეული ეპიზოდი და სცენა გენიალურია, ასეთი სრულყოფილი, საიტერესო და უცნაური ჯერჯერობით მხოლოდ ეს ფილმია ჩემთვის.

(ფილმს გააჩნია უკუჩვენებაც, ერთხელ ნახვის მერე იწვევს კიდევ ბევრჯერ ნახვის ისტერიულ სურვილს, სანამ შენი ნებით არ წაშლი კომპიდან ან არ გადამალავ საიმედო ადგილას ცდ/დვდ-ს)



(ტაკ ამით ამოვწურავ ბერგმანს, თორემ თუ გავუტიე სამივე ფილმს ბერგმანისას ჩავწერ)
2) 8½-ფელინის შემოქმედებაში ჩემი ფავორიტი და უსაყვარლესი, ავტობიოგრაფიული მომენტებით "დატენილი", ძალიან საინტერესო, არაპიზდეცინწელექწუალური, ბრწყინვალე სამსახიობო თანავარსკვლავედით და ბრწყინვალე ფინალით:

3)კიშლიოვსკის-"მოკლე ფილმი მკვლელობაზე"-დღემდე მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ამ ფილმის ყურებისას მივიღე, ელდა +უმწეობა. ამ ფილმის ყურების შემდეგ მივხვდი რომ ჩემი მორალური პრინციპები ცოტა არი იყოს დაირღვ-შეირყა.
პ.ს. ძალიან მძიმე ფილმია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
This post has been edited by Floydian on 24 Sep 2007, 16:39