


ხვალ იხსნება 61-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი,რომელიც გაგრძლდება 20 თებერვლამდე.
ჟიურის თავმჯდომარედ გვევლინება იზაბელა როსელინი.(დავერდა,მაგრამ მაინც რობერტოს გოგოა: ))

როსელინის ჟოურიში შეუერთდება გერმანელი მსახიობი და ბერლინალეს "პროტეჟე" ნინა ჰოსი(პრიზი Shooting Star-სთვის 2000წ.;ვერცხლის დათვი ქალის საუკეთესო როლისათვის 2007წ.);
კოსტიუმების დიზაინერი ლონდონიდან სენდი პაუელი(სამჯერ აქვს ოსკარი მიღებული);
კანადელი რეჟისორი გაი მედინი;
ავსტრალიელი პროდიუსერი იენ ჩეპმენი;
და ბოლივუდის ვარსკვლავი აამირ კხანი;
მიუხედავად იმისა,რომ ირანელი რეჟიროსი ჯაფარ პანახის მისჯილი აქვს 6 წლიანი პატიმრობა და 20 წლიანი კინოს გადაღების აკრძალვა იმის მერე რაც ჟიურის შემადგენლობაში იქნა მიწვეული,სოლიდარობის ნიშნად ფესტივალმა მაინც შეინახა მისთვის ადგილი როგორც ჟიურის წევრისათვის.პანახიმ 2006 წელს ბერლინალეზე მიიღო პრიზი გრან-ჟიური ფილმისათვის "Offside".
ფესტივალს გახსნის კოენების ფილმი True Grit.
მთავარი პრიზისათვის 17 ფილმი იბრძოლებს,ფესტივალის ძირითად პროგრამაში კი 22 ფილმია,აქედან 16-ის ბერლინალეზე მსოფლიო პრემიერა შედგება.კონკურსში შესულია უნგრელი რეჟისორის ბელა ტარას ახალი ფილმი,რომელიც რეჟისორის თქმით მისი უკანასკნელი ნამუშევარი იქნება კინემატოგრაფიაში.
მაშ ასე,კონკურსანტების სია:
-Bizim вüyük çaresizliğimiz (Seyfi Teoman,თურქეთი)
-Coriolanus (Raplph Fiennes,დიდი ბრიტანეთი(დებიუტი)
-Lipstikka (Jonathan Sagall,ისრაელი)
-Wer wenn nicht wir (Andres Veiel,გერმანია)
-Yelling To The Sky (Victoria Mahoney,აშშ)
-The Future (Miranda July,აშშ)
-Margin Call (J.C. Chandor,აშშ)
-The Forgiveness of Blood (Joshua Marston,აშშ)
-Les contes de la nuit (Michel Ocelot,საფრანგეთი) (ოცელოტას ბიძაა)
-Un mundo misterioso (Rodrigo Moreno,არგენტინა)
-Nader and Simin, A Separation (Asghar Farhadi,ირანი)
-Die Schlafkrankheit (Ulrich Köhler,გერმანია)
-Mein bester Feind (Wolfgang Murnberger,ავსტრია)
-Come Rain Come Shine (Lee Yoon-ki,სამხ.კორეა)
-The Turin Horse (Béla Tarr,უნგრეთი)
-El premio (Paula Markovitch,არგენტინა/მექსიკა)
-В субботу ( Александр Миндадзе,რუსეთი)
არასაკონკურასო ჩვენებაშია:
-Pina (Wim Wenders,გერმანია)
-Almanya (Yasemin Samdereli,თურქეთი/გერმანია)
-Les femmes du 6ème étage (Philippe Le Guay,საფრანგეთი)
-Unknown (Jaume Collet-Serra,ესპანეთი)
კიდევ ორი ფილმი იქნება სპეცჩვენებაში:
ზემოთ აღნიშნული ჯაფარ პანახის "Offside" და ვერნერ ჰერცოგის დოკუმენტური ფილმის "Cave of Forgotten Dreams" 3D ვერსია.
დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://www.berlinale.de/en/programm/berlin...ogrammsuche.php