პოსტი იმპროვიზაცია: სკარლეტ იოჰანსენის ტაკუნები და ვიმ ვენდერსის პრეჟედისტიკულაცია.
როგორც თანამედროვე აცტეკები იტყვიან - ჭეშმარიტება ამსტერას პოსტებშია, საიდუმლო ცოდნა კი - ლენინიზმის ტომებში. ამგვარი კონსტრასტების ფონზე სკარლეტის განხილვა ვიმ ვენდერსის ფონზე მე მგონია ნოვატორული პოსტი.
საქე რაშია: აი მაჩვები ავიღოთ მაგალითად. ალბათ იცით მაჩვური ტრადიცია: ყოველ 1 მაისს (თუ შაბათია - მომდევნო დღეს) მაჩვები გამოდიან ლენინის ქუჩაზე და იხსენებენ ცხოვრების მიზანს. ამისათვის:
1. მაჩვები კრავენ მოედანზე წრეს და საკუთარ საარსებო სივრცეს შემოღობავენ. ამ წრეს ქვია "მაჩვეთი".
2. წრეში ირჩევენ გენიოსას. როგორ ირჩევენ ეხლა. ყველა უნდა მიესალმოს გვერდით მდგომს. პირველი მეორეს, მეორე მესამეს, და ასე, წრეში ტრიალებს მისალმება. ზოგი გამარჯობას ამბობს, ზოგი სალამს, ზოგი კიდე დროს იხელთებს და გვერდით მდგომს ჩასჩურჩულებს: დაგენაცვლეეე...
გენიოსაა ის, ვისაც საკუთარი ნათქვამი დაუბრუნდება, ანუ მარცხნივ მდგომი ჩასჩურჩულებს იმას რაც თავად ჩასჩურჩულა მარჯვნივ მდგომს. ასეთია მაჩვური წესი.
3. გენიოსა დღის გმირია. მანდ უნდა განაახლოს მაჩვების რწმენა. მაჩვების საიდუმლო ცოდნა თავმოყრილია ერთადერთ დებულებაში სამყაროს უსასრულობის შესახებ. დებულების განახლებისათვის გენიოსა წრეს ჩამოუვლის და ყველას ესალმება თავისი საფირმო მისალმებით, რომელიც თავად წარმოთქვა და დაუბრუნდა. ხუმრობა კი არაა, ყველამ უნდა დაისწავლოს: მთელი მომავალი წელი, ახალ "მაჩვეთამდე", ეს მისალმება იქნება მაჩვთა ოფიციალური სალამი.
4. ბოლო მაჩვი ირჩევს "
შოკოლადის წერტილს" და ახალი საფირმო ხელისჩამორთმევით მაჩვეთს გაარღვევს. გენიოსა წრიდან გარბის, მაჩვები კი ვახშამს წამოიწყებენ. მაჩვეთს საზოგადო ვახშამი ასრულებს (გურმან მაჩვთა ხელოვნებაზე დამატებით მოყვანილ ბმულში "შოკოლადის წერტილი").
მაჩვთა ამ წესჩვეულებას ბებერი ტყის ფესვები აქვს. მაჩვების საიდუმლო ცოდნას ჯერა, რომ არა მხოლოდ მაჩვებს, არამედ ადამიანებსაც აქვთ საკუთარი მაჩვეთი და განახლებული სალამი. მაჩვები ელიან მაჩვეთის კიდეზე შეხვდერას. ბუნებრივია, ფიქრობენ მაჩვები, როდესაც მისალმების ყველა ფორმა ამოიწურება, მაჩვეთი, მაჩვთა წრე საკუთარი დიამეტრის კულმინაციას მიაღწევს და მაშინ გენიოსა მაჩვეთის კიდეზე, მაჩვთა წრის გარღვევისას შეხვდება მეორე გენიოსას. ორი გენიოსის შეხედრას სულმოუთქმელად ელიან მაჩვები.
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us.
მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ.
http://www.artchive.com/graphics/prodigal_son.jpg
http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg