დაიბადა 1941 წლის 16 მარტს. თავდაპირველად აღიარება მოიპოვა, როგორც პოეტმა. 1961 წ. მუშაობა დაიწყო პაზოლინისთან რეჟისორის თანაშემწედ. მისი გავლენის ქვეშ მყოფმა გადაიღო 1962 წელს ფილმი La Commare secca, რომელშიც არაპროფესიონალი მსახიობები გადაიღო. ფილმში აისახა რომის დაბალი ფენის ლირიზმით აღსავსე ცხოვრება...
მის შემდგომ ფილში Prima della rivoluzione კვლავ იგრძნობა პაზოლინის გავლენა. ეს არის ბურჟუაზიული ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდა კაცის აღსარება, რომელიც ვერ იღებს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ არა მონაწილეობა იმ ბრძოლაში, რომელიც ხელს შეუწყობს იტალიური საზოგადოების ჩამოყალიბებული ყოფის დანგრევას...
ფილმში Partner (დოსტოევსკის პოემის "ორეულის" მიხედვით) ბერტოლუჩი ასახავს 60 -ანი წლების ახალგაზრდების ბუნტს საზოგადოების წინააღმდეგ.
ბერტოლუჩიმ თავი წარმოიჩინა, როგორც ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა პროგრესული პოლიტიკური კინოსი ფილმ Il Conformista (მორავიას მიხედვით). ამავე დროს მან გადაიღო მძაფრი სოციალური დოკუმენტური ფილმი რეპორტაჟი Il Salute è malata.
მუდმივი თავისუფლების ძიება და მისი შემსგომი გენიალური ფილმები სრულად წარმოაჩენენ ბერტოლუჩის რეჟისორულ ნიჭს... - 1972 წ. გადაღებული სკანდალური ფილმი Ultimo tango a Parigi დახუნძლული ეროტიკითა და ფროიდისტული მოტივებით. იგივე მოტივები გაჟღერდა ფილმში La Luna, სადაც ასახულია დედისა და მოზარდი შვილის ურთიერთობა.
საკმაოდ სრულყოფილი და მნიშვნელოვანი ნამუშევარი არის 1900 - ეს არის ფრესკა იტალიელი ხალხის ცხოვრებისა ნახევარი საუკუნის მანძილზე... - (ფილმის ხანგრძლიობა 5 საათი და 20 წუთია და 2 ნაწილისაგან შედგება). მოქმედება, როგორც მისი ფილმების უმრავლესობისამიმდინარეობს ემილიას რაიონში - (რეჟისორის სამშობლოში).
ფილმი აგებულია ოჯახური რომანი-საგის კლასიკური მაგალითის ნიმუშის მაგალითზე. სიუჟეტის ცენტრშია მიწათმოქმედის და მოჯამაგირის ბედი რომლებიც ერთ სოფელში ერთ დღეს დაიბადნენ და რომლებიც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან.
ბერტოლუჩის დაწერილი აქვს სცენარები სხვადასხვა ფილმებისათვის (მაგ: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვესტერნისათვის - Once Upon a Time in the West). თანამშრომლობს თავის ძმასთანაც - რეჟისორ, სცენარისტ და პროდიუსერ Giuseppe Bertolucci -თან რომელმაც 2 დოკუმენტური ფილმი შექმნა რომელშიც ასახა ფილმ 1900 შექმნის ისტორია... ბერტოლუჩის მამა იტალიაში ცნობილი პოეტი Attilio Bertolucci იყო.
ყველაფერთან ერთად მე დიდ პატივს იმიტომაც ვცემ ამ კაცს, რომ მის ფილმებში მსახიობი ფასობს და რამოდენიმე მათგანს გენიალური როლები ზუსტად რომ ბერტოლუჩისთან აქვთ შექმნილი...
დიდი რესპექტი ამ ბუმბერაზ პიროვნებას...
ფილმოგრაფია
The Dreamers (2003)
Ten Minutes Older: The Cello (2002) (segment "Histoire d'eaux")
90's
Besieged (1998)
Stealing Beauty (1996)
Little Buddha (1993)
The Sheltering Sky (1990)
80's
12 registi per 12 città (1989) (segment "Bologna")
The Last Emperor (1987)
Addio a Enrico Berlinguer, L' (1984)
Tragedia di un uomo ridicolo, La (1981)
70's
Luna, La (1979)
1900 (1976)
Ultimo tango a Parigi (1972)
Salute è malata, La (1971)
Conformista, Il (1970)
Strategia del ragno, La (1970)
60's
Amore e rabbia (1969) (segment "Agonia")
Partner (1968)
Via del petrolio, La (1967) (TV)
Canale, Il (1966)
Prima della rivoluzione (1964)
Commare secca, La (1962)
ნომინაცია/ლაურეატი
OSCAR
1988 - ლაურეატი - The Last Emperor - საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი.
1974 ნომინაცია - Ultimo tango a Parigi - საუკეთესო რეჟისურა
1972 ნომინაცია - Il Conformista - საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
Cannes Film Festival
1996 ნომინაცია - Stealing Beauty - ოქროს პალმა
1981 ნომინაცია - La Tragedia di un uomo ridicolo - ოქროს პალმა
César Awards
1988 ლაურეატი - The Last Emperor - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
Venice Film Festival
1997 - Pietro Bianchi Award
მიმაგრებული სურათი