ძალიან მაინტერესებს, რატომ აქამდე არ შექმენით ამ მსახიობზე თემა?
[url=http://images.ge/]

[/url
დაიბადა ბათუმში 1906 წლის 30 სექტემბერს. 1914 წელს შევიდა თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. მე–8 კლასის მოსწავლემ მისაღები გამოცდები ჩააბარა აკ. ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1926 წელს და ჩაირიცხა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 130-მდე როლი განასახიერა. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1967).შ. რუსთაველის სახელობის (1983) და საქართველოს სახელმწიფო (1985– გარდაცვალების შემდეგ) პრემიების ლაურეატი. გარდაიცვალა 1984 წლის 21 მაისს.
ფილმოგრაფია
1. ჭირვეული მეზობლები (მანანა–გრამიტონის ცოლი) - (1945)
2. ქეთო და კოტე (თავადის ქალი) - (1948)
3. აბეზარა (სესილია) - (1956)
4. ჩვენი ეზო (ვასასი) - (1956)
5. ჩრდილი გზაზე - (1956)
6. საბუდარელი ჭაბუკი (ელპიტე) - (1957)
7. სხვისი შვილები (ელისაბედი) - (1958)
8. მანანა (ბებია) - (1958)
9. კარდაკარ (ეფროსინე) - (1960)
10. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ოლღა ბებია) - (1962)
11. თოჯინები იცინიან (ნუცა) - (1962)
12. ჯილდო (დედა) - (1965)
13. მე ვხედავ მზეს (აკვირინე) - (1965)
14. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (საშიკო კანდელაკი) - (1965)
15. პიერი მილიციის თანამშრომელი (ლიზა) - (1965)
16. ქალაქი ადრე იღვიძებს (მარიამი) - (1967)
17. მალე გაზაფხული მოვა (მარიამი) - (1967)
18. ფერისცვალება (მოხუცი ქალი) - (1968)
19. არ დაიდარდო! - (1968)
20. ფილატელისტის სიკვდილი (დედა) - (1969)
21. დიდოსტატის მარჯვენა (ბორდოხანი) - (1970)
22. ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (ვერიკო) - (1970)
23. ჩამავალი მზე (ნატალია) - (1970)
24. როცა აყვავდა ნუში (ბებია ვარო) - (1972)
25. ნერგები (ციცინო) - (1972)
26. მზე შემოდგომისა (თამარი) - (1973)
27. ბებერი მეზურნეები - (1973)
28. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ - (1975)
29. ჩიტის რძე - (1975)
30. ქალაქი ანარა (მინადორა) - (1976)
31. ნატვრის ხე (მარადია) - (1976)
32. ესკულაპეს მოწაფე - (1977)
33. ყვარყვარე - (1978)
34. დათა თუთაშხია (ასინეთა) - (1978)
35. ძახილი - (1979)
36. ქორწინება იმერულად - (1979)
37. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (ბუღალტერი) - (1983)