meparკიი ვნახე და ძალიან კარგადაა ახსნილი ყველაფერი,დიდი მადლობა

განსაკუთრებით ვიდეოს დასკვნა მომეწონა - ჯერ წიგნი წავიკითხოთ,მერე სოდერბერგის ვერსია ვნახოთ და მერე ტარკოვსკის ვერსია

ასე უფრო სწორია,იმიტომ რომ ტარკოვსკის ვერსიით როცა დავიწყე სულ სულ ადრე,ვერც მელოდრამა მივიღე ნორმალურად და ვერც სამეცნიერო ფანტასტიკა,მაყურებლის წამებაა ეგ ფილმი.
ტარკოვსკის ფილმის მთავარი პრობლემა არის ის რომ რეჟისორული კუთხით სუსტად არის გაკეთებული,აი ის ტრასის სცენა რომ ახსენეთ,რამდენიმე წუთით რომ უბრალოდ გზაზე მიდის - და იაპონური ფუტურიზმი ახსენეთ - მე პირადად თქვენი ვიდეოდან შევიტყვე რომ ეგ საერთოდ იაპონია იყო,გასაგებია რისი თქმაც გინდათ,რო რეჟისორი ნელ-ნელა გვითრევს ამ ფუტურიზმის ატმოსფეროში,მაგრამ პრობლემა ის არის რომ კამერა არ ახდენს ამაზე აქცენტირებას,თანაც საკმაოდ არაშთამბეჭდავი ადგილები არის არჩეული ვიზუალურად,არ გრჩება შთაბეჭდილება რომ ეს ის ქვეყანაა რომელმაც "ბლეიდ რანერის" ინსპირაცია გამოიწვია - იაპონელებმა უზარმაზარი ფუტურისტული ნეონნათებიანი შენობები ააგეს და ტიპმა გვირაბები გადაიღო

- მოუმზადებელი და ამის არმცოდნე მაყურებელი უბრალოდ ხედავს ტრასაზე მანქანის სიარულს,მეტს არაფერს - თანაც ეს სცენა საკმაოდ გაწელილია და იკარგება მისი აზრიც და მაყურებელი უბრალოთ გაძლებაზეა,როდის დამთავრდებაო რო ფილმი გავაგრძელოო)ძაან კონტექსტიდან ამოგლეჯილად იგრძნობა) თავად თქვენ ვიდეოში ახსენეთ რომ 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს ეს სცენა,არადა რეალურად 6 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს,ეხლა რო გადავამოწმე

ეს მოწმობს ზუსტად ამ გაწელილობას,რაზეც ვთქვი.
თანაც პირიქით ტარკოვსკის "სტალკერში" ეს გაწელილი სცენები არ იგრძნობა როგორც "გაწელილი სცენები" - საცდელად ეხლა ჩავუჯექი და საათს რომ დავხედე უკვე ნახევარი საათი გასული იყო და ასე მეგონა თითქოს 5 წუთი ვუყურებდი - აი ამას ჰქვია კარგი რეჟისურა))
ის ვაგონის სცენა კი,პარალელად რომ მოიყვანეთ სტალკერიდან,სულ რაღაც ორი წუთიც არ გრძელდება,თან ამ პერიოდში მდუმარება კი არ არის,პერსონაჟები საუბრობენ და უფრო დინამიურადაც კი იგრძნობა ეს სცენა,ჰოდა სოლარისში კიდე მხოლოდ ტარკოვსკიმ იცის მაგ სცენის ძირითადი აზრი,რავი) თან სტალკერში თავად "ზონა" და მისი ატმოსფერო არის ცალკე პერსონაჟი და ტარკოვსკის მაგ სცენაში რა არის მთავარი პერსონაჟი,ტრასა? სოლარისი ისეთი რამეა,ვიზუალურად მგონი ვერც წარმოიდგენ მაგას,წიგნის აღწერა იდეალურია,ეკრანისთვის არც გამოდგება)))
კიდე რეჟისორულად ცუდად არის დადგმული ის ფრენის მომენტიც - არის ინგლისურში ასეთი სიტყვა "cringe" ქრინჟი - არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა-ასეთი სცენაა,იმენა აშკარად ჩანს რო ტროსებზეა,აშკარად ჩანს(აი ის შანდალი როა იმ მომენტში) რომ კამერის უკან ხელით უჭირავთ მფრინავი საგნები და აი ძალიან ძალიან "ხალტურულად" არის დადგმული.თუ არ იცოდა არც უნდა გაეკეთებინა ტარკოვსკის,ისედაც მთელი წიგნი ამოატრიალა და რაღა ეს სცენა ჩასვა მაინცდამაინც

თან ბიუჯეტიც საკმაოდ სოლიდური იყო გამოყოფილი ამ ფილმისთვის) თან ამ დროს "კოსმიური ოდისეა" უკვე გამოსულია,ორიენტირი რომ ჰქონოდა,რავი)
კიდე პრობლემა ის მქონა,რომ მსახიობები მთავარ როლზე ვინცაა,რაღაცნაირად ჩლიფინებდნენ თითქოს და ხმა არ მესმოდა გარკვევით,თუმცა ეს უკვე პირადულია)))
აი სოდერბერგის ვერსიაში ის მომწონს,რომ ფილმი თავს არ გვაჩვენებს რომ იმაზე მეტს წარმოადგენს რაც რეალურად არის.ღმერთზე რომ საუბრობდით,ეგ ძალიან მასშტაბური თემაა და დიდი რეჟისორებიც კი ერიდებან,რადგან ხშირად არ გამოდის - ამიტომ სოდერბერგმა მასშტაბი შეამცირა და ადამიანურ ურთიერთობებზე გააკეთა აქცენტი - ეს არის მელოდრამა ფანტასტიკურ სეთინგში და ამ კუთხით პრეტენზიები საერთოდ არ მაქვს,კონკრეტულად ამას მშვენივრად გადმოსცემს - ფილოსოფიური სიღრმეები რომ არ არის ეგ უკვე სხვა თემაა.
პარალელურად ტარკოვსკის ფილმში კი ამ ფილოსოფიური სიღრმეების იმიტაციაა,იმიტომაც მიმაჩნია "ხალტურად" რომ აი,ვაგონეტის სცენის არ იყოს,"სტალკერიდან" აქვს რაღაცები აღებული,თითქოსდა იგივე ფოკუსის გამეორებას ცდილობს,მასშტაბებს ზრდის მაგრამ თემა იმდენად დიდია რომ ვერ ეჭიდება.
ეხლა 1968 წლის ვერსიაც მინდა ვნახო,მაინტერესებს:
https://ok.ru/video/805072144940p.s.ისე წინა გვერდებზე კრონენბერგი მიწერია სოდერბერგის მაგივრად,ამერია,ბოდიშს გიხდით)
* * *
კიდევ ერთს დავამატებ და მოვრჩები: - სოდერბერგის ფილმის მერე არ გიჩნდება აზრი - "ეს რა ვნახეო" - პირიქით,ძალიან კარგადაც იცი რა ნახე,უბრალოდ ნანახის გააზრებას იწყებ,ფიქრს იწყებ,სხვა როგორ მოიქცეოდა ასეთ სიტუაციაში და ა.შ.-ტარკოვსკის ფილმის მერე კი ისიც კი არ იცი,საერთოდ რას უყურე
This post has been edited by qebson on 8 Dec 2021, 19:18