2000 პროცენტით გეთანხმები

მადლობა ღმერთს რომ პოლის ადეკვატური ფანი ხარ

მასტერის მერე, თან კონტრასტი იყო მაგარი - აი მასტერი ხო დონეა და მეორე წელსვე იგივე ხოაკინათი ის "თანდაყოლილი ნაკლი" რო დადო, მაქსიმალურად უსუსტესი ფილმი) კიი, არის კარგად გადაღებული რიგი სცენები, მსახიობებიხ გლიჯამენ(როგორც ყოველთვის); თორე დანარჩენში სცენარი იმენა არაფერზეა რა, თან მეორედ ნახვაც არ მინდება ისეთია. ჯერ მარტო ის ისტორია რად ღირს, ის გოგო რო ჰყვება, ტუალეტში როგორ გაიცნო ის ბიჭი

მაგის მერე დენი ლიუისთან რო გადაიღო ფილმი, ეგ ყველაზე კარგი აქ მასტერის მერე, მაგრამ რაღაცნაირად უბრალო სიუჟეტი აქ თითქოს, მელოდრამატული. როგორც ფილმი კარგია, მაგრამ დასამახსოვრებელი სცენები ცოტაა, დენი ლიუისიც ვერ გაიშალა თითქოს, წინა ფილმში ნავთობზე მანდ გლეჯავდა და ანათებდა რაც ჰქვია, თუმცა ალბათ როლის ბრალია, აბა სად ნავთობის ვეშაპი მაგნატი და სად წყნარი უცოლო მკერავი

აი ბოლო ფილმს რაც შეეხება, "თანდაყოლილ ნაკლს" კი ჯობია, მაგრამ სცენარს შეკრულობა აკლია, ასე ვთქვათ, რეჟისორს ნოსტალგია მოაწვა 70-იანებზე და სხვადასხვა სცენების კოლაჟი გააკეთა) ერთად რო შეკრა დაცვივდება თითქოს... აი მაგალითად, ის წყლით გაბერილი ლოგინი, მაღაზიაში რო იყო, რა შუაში იყო ვაფშე? რო ამოჭრა არაფერი შეიცვლება, რავი)
ისე თუ დაუკვირდი, მასტერის მერე სულ მელოდრამებს იღებს ეს კაცი?

და ბორძიკობს რაღაცნაირად)
არადა ეგ ჟანრი არ იცისო ვერ იტყვი, მასტერამდე უკვე გადაღებული აქ გენიალური დრამა ადამ სენდლერით, ეგ ფილმი შედევრია ვაფშე მაგ ჟანრში და ვისაც ეგრე არ ჰგონია, ღმერთმა შეგინდოთ