
კი კარგი თემა იქნება, თანაც თანამედროვეობას აქტუალურად ეხმაურება. ბევრი ქართველია სამშობლოს მოწყვეტილი. თან ისეთი თემა უნდა გავრიოთ რომ ჰოლივუდი დაინტერესდეს, და იმათმა გადაიღონ.
აი მაგალითად 19 საუკუნის დასაწყისში, ერთი ამერიკელი მილიარდელის ქალიშვილი ჩადის ეგვიპტეში. იქ პირამიდების დათვალიერების დროს ადგილობრივი ყაჩაღები მოინდომებენ მის გატაცებას. ამ დროს გაიჩითება ახალგაზრდა მამლუქი და გადაარჩენს. გოგოს რა თქმა უნდა შეუყვარდება. გასაგებია წავა ჰოლივუდური love story და რამე. მერე ამ მამლუქს იბარებს თავისი გარნიზონის უფროსი და ეუბნება რომ მისი სიყვარულისგან არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ის გოგო ამერიკელია, და თვითონ კი საქართველოდან გატაცებული ტყვეები არიან. და მან უკვე მიწერა რუსეთის იმპერატორს თხოვნა რომ ეგვიპტელ მამლუქებს მისცენ საქართველოში დაბრუნების უფლება და ელოდებიან რომ დაბრუნდნენ სამშობლოში. (ისტორიული ფაქტია, მამლუქი ლიდერები: Ibrahim Beg და Usman Beg წერენ ასეთ წერილს რუსეთის გენერალურ კონსულს, რომ გაუწიონ შუამდგომლობა ოტომანების სულთანთან. ცეცხლს შეწყვეტავენ თუ დაეხმარებიან საქართველოში დაბრუნებაში. მაგრამ რუსებს შეეშინდათ მამლუქების დაბრუნების
http://en.wikipedia.org/wiki/Mameluks ). ეს ყველაფერი მიმდინარეობს ნაპოლეონის ეგვიპტეში ომების ფონზე. მაგარი ბატალური სცენები და რამე. რუსეთის იმპერატორისგან მოდის უარის წერილი, მამლუქები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. ახალგაზრდა მამლუქი და მისი ამერიკელი გოგო არალეგარულად გარბიან საქართველოში.
This post has been edited by highway on 2 Jun 2006, 15:51