პედრო გენიოსია და ყოველთვის გენიოსად დარჩება!
ალმოდოვარის "ჭადებივით" გამომცხვარი ფილმები მირჩევნია ბევრ თანამედროვე რეჟისორის "შედევრებს".............. როგორ გითხრათ პედროს ფილმის ნახვის შემდეგ შეგრძნება მაქვს რომ უმაღლესი დონის ფრანგულ რესტორანში ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ვახშამი მივირთვი მაშინ როცა "Slumdog Millionair"-იდან გამოსულს მეგონა რომ მანჰეტენის ფინანსურ დისტრიქტში მსოფლიოში ყველაზე ცუდი მაკდონალდსის ქლესი რომ არის იქ მომაყარეს "ფრენჩ ფრაი" და თავზე კეთჩუპი წამისვეს მექსიკელმა არალეგალებმა........
პედროს სიკვდილიდან უნდა გავიდეს 10-20-30 წელი რომ ისინი ვინც დღეს დავდივართ მისი ფილმების სანახავად მივხდეთ რომ "კინოისტორიის" შემსწრეები ვყოფილვართ........
ჰოლივუდში მარტო ის ადარდებთ EBAY-ზე რა რა ფასად იყიდება, ან ვიღაც იაფასსიანი პოპ-მომღერლის 3 წუთიან ვიდეო რგოლს 2 საათიანი Making OFF როგორ გაუკეთონ! ევროპაში კი კანის ფესტივალზე მობილურებს დღემდე თიშავენ! კინო ცოცხალია ევროპაში.........
კაეტანო ველოზოს სცენა ან მარისა პარედესს რომ საყურეები უკეთია "მაღალ ქუსლებში" მარტო ეგ რად ღირს......... ეხლა პენელოპემ რომ ძეგლი უნდა დაუდგას ამ კაცს ეგ ფაქტია მაგრამ მაგას ვინ ჩივის..........ასეა თუ ისე ჩაველას ხმის, მსახიობის აღსარების და კამერის მიერ ფერის აღქმის შეუდარებელი სინთეზია პედროს "გაჩხაკუნება"......90-იანებში ჩაშავებულ თბილისში, პედროს ფილმების ფერები იყო ჩემი რევანში თბილისის სიშავეზე...........
ასეა თუ ისე სიტყვა გამიგრძელდა..........
"დამსხვრეული ჩახუტებები" ზაფხულისთვის უკვე გამოსული უნდა იყოს მანამდე კი ამით დატკბით:
http://www.losabrazosrotos.com/არ ვიცი არ წამიკითხავს სრულიად 17 გვერდი თუ ჯერ არავის უხსენებია ვახსენებ ამ საიტს:
http://www.pedroalmodovar.es/default.aspმათ ვისაც ინგლისური, ესპანური ან ფრანგული კარგად იცით და პედროს პირადი დღიურის წასაკითხად მზად ხართ უკან არ დაიხიოთ! შეუდარებელი შეგრძენბაა წაიკითხო ის თუ რა დამოკიდებულება აქვს მას სამყაროსთან! მანდვე გაიგებთ იმას რომ აგერ უკვე რა ხანია ალმოდოვარი ფოტოფობიით იტანჯება ისევე როგორც მარჯვცენა ყურის დაყრუებით, რას ფიქრობს ის ვუდი ალენზე და ვინ არის ის სამი ადამიანი რომლებთანაც პედრო მზად არის ნებისმიერ წუთს გაეშუროს და ყველაფეირ მიატოვოს.......
მიმაგრებული სურათი