Celebridadeრა საინტერესოა. არადა პედრო სწორედაც რომ ემოციურობით და ადამიანურობით გამოირჩევა, ნაწილობრივ, ამიტომაც გახდა პაპსა. უფრო მეტად გასაგებია(მარტივ ემოციებზე ორიენტირებული), ვიდრე ფასბინდერი, მაგალითად

ჰოდა, ამ კუთხით მაინც რატო აკრიტიკებთ, არ ვიცი.
ადამიანების CV-ით შეფასების ეპოქის და ფეისბუქის შესახებ დისკურსში ალმოდოვარის მოხსენიება სასაცილოა. ნამდვილად შორსაა ეს კაცი მსგავსი რაღაცეებისგან, მისთვის ვიქტორია აბრილის გაოცებული თვალები უფრო მნიშვნელოვანია.
ეს ერთი. მეორე: ის არგუმენტი, რომ პედრო ყველას ევასება, მით უმეტეს, ცალტვინა ქალებს და ამიტომ ბანძია, ასევე გაუგებარია ჩემთვის. მეტიც, სასაცილოა ხოლმე, ამ წინადადების მერე ავტორები, როგორც წესი 10 ძალიან სერიოზულ რეჟისორს რომ ასახელებენ დამაჯერებლობისთვის

ბუნუელის და ალმოდოვარის შედარებითი ანალიზიც ძალიან მაღგზნებს

მესამე, არც ისაა არგუმენტი, რომ ალმოდოვარზე უკეთესი რეჟისორებიც არსებობენ(თურმე) და რატომ უნდა გევასებოდეს პედრო
მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ მიყვარს ალმოდოვარი, ვერ მოვითმინე, არ დამეწერა. პირველად შემოვიხედე ამ თემაში და ის დამხვდა, რასაც ველოდი.
არ შეიძლება რეჟისორი არ მოგწონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას მოსწონს(მათ შორის, იდიოტებსაც).
ან იმის გამო, რომ ცუდი ადამიანია თურმე და ფული უყვარს
ჰაუსმა აგერ ელბოუ გამიპაპსავიკა. ყველა იდიოტს მოსწონს ის დაწყევლილი სიმღერა. რა ვქნა ახლა, გადავიყვარო ელბოუ ამის გამო და აღარ მოვუსმინო?
This post has been edited by Lambalo on 3 Jul 2010, 20:56