ხო მახსოვდა რაღაც მაგრამ ვერ გავიხსენე რეჟისორზე იყო თუ ცალკე ფილმზე.შევაერთოდ.
ამ პოსტებსაც დავაციტირებ, ვითომ ფორუმელები არიან
"... ფილმში "ნეილონის ნაძვის ხე" არის ერთი ფრიად საყურადღებო პერსონაჟი, რომლის როლს მსახიობი არ თამაშობს. ეს გახლავთ სიცივე. ოპერატორი ლევან პაატაშვილი და რეჟისორი რეზო ესაძე სიცივის ატმოსფეროს, მის აშკარად გამოკვეთილ სახეს, მარტო იმიტომ არ ქმნიან, რომ ფილმში აღწერილი ამბავი ზამთარში ხდება. დეკემბრის ბოლო დღეს ეს სიცივე უფრო ვრცელი, ალეგორიული შინაარსისაა. იგია უსიყვარულობის სიცივე. მარტოობის, გათიშულობის, უსულობის, უმიზნობის, ურწმუნობის, თავისთავში ჩაკეტილობის სიცივე. ამგვარ სიცივეს ვერ გაათბობს, ამგვარ ყინულს ვერ გაალხვობს უბრალო ადამიანური გულ-გრილობა. სიცივეში კი არაფერი იბადება, არაფერი ხარობს. ეს სიცივეში არსებობის კანონზომიერებაა..."
აკაკი ბაქრაძე (კრიტიკოსი) ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება" #3 1986წ.
" ... როტერდამის საერთაშორისო ფესტივალი თავის წარმატებას ორ ფილმს უნდა უმადლოდეს. მათ შორის "ნეილონის ნაძვის ხე" პირველია. იგი ქართველი რეჟისორის რეზო ესაძის მიერაა დადგმული. იგი იმ ღვარძლი იუმორითაა განმსჭვალული , რომლითაც დღევანდელი ქართული კინო ხასიათდება. ფილმის რეალურ წარმატებას განაპირობებენ მისი მრავალრიცხოვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები და ფილმში შემოთავეზებული მხატვრული ხერხის ერთადერთობა, რაც მისი გამოხატვის საშუალებას იძლევა"
როტერდამის საერთაშორისო ფესტივალის დღიურიდან, 1989წ.
"... გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ფილმის "ნეილონის ნაძვის ხე" სახვითი გადაწყვეტა ერთგვარი გადატრიალების მაჩვენებელია ქართულ კინემატოგრაფიაში. რეზო ესაძე და ლევან პაატაშვილი არათუ ემიჯნებიან, უპირისპირდებიან "რეალობის" კანონებს. ეს ახალი, "სხვა მზერით აღქმული სამყაროა, რომელიც ვეღარ იზომება "ნამდვილ" დროში ცვალებადი, სივრცეში შეზღუდული მიწიერი სამყაროს კატეგორიებით".
იხსნება დროისა და სივრცის ტაბუ და ადამიანი სამყაროს ისევე თავისუფლად, შეუზღუდველად გამოხატავს, როგორც ხედავს მას სიზმარში, როცა აზროვნება, ლოგიკა მთლად "გაზარმაცებულია", გამოთიშული, სული მაქსიმალურად თავისუფალი. სწორედ ამ დროს ერთვება "სულიერი ჭვრეტა", იქმნება პირობა თამაშისათვის და ადამიანის სულიც ფრთებს გაშლის უსაზღვრობაში გასაფრენად... თამაშის ეს პროცესი მეტნაკლებად ნაცნობია ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელმაც სწორედ დროისა და სივრცის შეუზღუდველობაში უნდა ეძიოს ჭეშმარიტება..."
გიორგი გვახარია (კრიტიკოსი) ჟურნალი "კინო" #1, 1987წ.
"ჩემო რეზო, მიხარია, რომ ისეთ დიად ხელოვნებაში, როგორიც ძალზე იშვიათად არის ხოლმე კინო, ერთსა და იმავე სტუდიაში, ერთდროულად რომ გვიწევს მოღვაწეობა.
ვამაყობ შენით, შენი პიროვნებით, ხელოვნებით. გულისფანცქალით ველი შენს ყოველ ახალ ფილმს, განსაკუთრებით კი იმ ფილმს ("ნეილონის ნაძვის ხე"), რომელსაც მალე "ყუმბარასავოთ" დაგვიდებ. ფილმს, რომელიც ჯერ არნახული გზას გაუკვალავს ქართულ კინოს თავისი უჩვეულო, მოულოდნელი ფორმითა და სტილით, ახლებური პოეტიკით.
გისურვებ სიმხნევეს და მუდამ შემოქმედებით გუნება-განწყობილებას.
ყოფამ შეიძლება ყოფა გიტიროს, ჩაძირვით კი ვერ ჩაგძირავს. შენ სხვა გორისა ხარ!
თენგიზ აბულაძე (კინორეჟისორი)
"... ესაა ულამაზესი ფილმი ("ნეილონის ნაძვის ხე") და ის რომ გაიგოს მაყურებელმა, უნდა იყოს ჭკვიანი, გონიერი და გააჩნდეს ფანტაზიის უნარი.
ეს კინო ენა, სინკოპის მსგავსად, თითქოს საქმე ეხებოდეს ჯაზს, ყველაზე უფრო მეტად ჯაზის ენას გვაგონებს. აქ მიკროსამყარო გარდაიქმნება მაკროსამყაროდ..."
პაზოლინის ნეორეალისტური და ავანგარდისტული ფილმების 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, ქ. აველინო, იტალია.
"რეზო ესაძე თავისი ბუნებით შესანიშნავი მსახიობია. მისი ფილმების თითოეული ეპიზოდი მცირე მსახიობური სპექტაკლია – პატარა შემთხვევა ადამიანის ცხოვრებიდან. მისი მსახიობები ყოველთვის "ესაძისეულნი" ხდებიან; მათ ყოველთვის ზუსტად იციან გმირის ხასიათისა და ქმედების მონახაზი და მშვენივრად იგუებენ რეჟისორს.
რეზო ესაძის ფილმები მე ყოველთვის კარგად დადგმულ, ბუნებაში გათამაშებულ სპექტაკლებს მაგონებს. მისი ფილმები არ არის გამოგონილი. მას შეუძლია დაკვირვება, განზოგადოება, გამოხატვა და ამას ყველაფერს არაჩვეულებრივად სასიამოვნოდ აკეთებს.
მე ძალიან მომწონს "წისქვილი ქალაქის გარეუბანში"...
მიხეილ თუმანიშვილი (სახალხო არტისტი, რეჟისორი)
"რეზო ესაძის "წკიპურტები" უპირველეს ყოვლისა სტილის ოსტატური აღქმაა. თავის ფილმს რეჟისორი მეტად ფაქიზად და დიდი გემოვნებით აგებს. ის ერთნაირი სიმსუბუქით ფლობს ირონიას, პაროდიას და გროტესკს.
"წკიპურტები" რეჟისორ რეზო ესაძის უდაო გამარჯვებაა. ის კინოსივრცის ყოველ მხრივ საინტერესო მოვლენაა."
არსენიი გულიგა ( ფილოსოფოსი )
"ლენინგრადში ჯერ ვერ გაუგეს რეზო ესაძის ტალანტს, შემდგომ კი, მოგვიანებით, ის მაყურებელმა შეიყვარა.
მახსოვს, ანდრეი ტარკოვსკიმ მასთან ბოლო შეხვედრაზე, სანამ ის საზღვარგარეთში წავიდოდა, რეზო ესაძის "ერთი ნახვით შეყვარება" თავის ყველაზე უფრო საყვარელ ფილმად დაასახელა..."
ვლადიმერ ტატოსოვი (რსფსრ სახალხო არტისტი)
"ერთი ნახვით შეყვარება" - ეს გენიალური კინოა, რომელიც სცდება ყოველგვარი განსჯის ფარგლებს...
სერგო ფარაჯანოვი (კინორეჟისორი)
"რეზო ესაძის ახალი ფილმი ნამდვილი პოეზიაა – ფილოსოფიური, სევდიანი, მხიარული, გაბედული. სურათი ბრწყინვალე რეჟისორული ოსტატობით არის შესრულებული, დახვეწილი გემოვნებით. ეს არის ფილმი გამოცანა. სამჯერ ვნახე "ნეილონის ნაძვის ხე" და ჯერ კიდევ ვერ შემიღწევია მისი აზროვნების ყველა კუთხე-კუნჭულში. ეს თანამედროვეთა კოლექტიური პორტრეტია, სატირაა, საყოველთაო უბედურების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა. ჩვენი ცხოვრების სარკეა. იგი დღევანდელობის უდიდესი ძვრების პირდაპირი გამოძახილია..."
ვლადიმერ დიომინი ( კინოკრიტიკოსი )
"რეზო ესაძის ფილმი იმდენად ღრმაა და რთული, რომ მისი ერთხელ ნახვა არ იძლევა შესაძლებლობას, ძირფესვიანად ჩაწვდე და შეაფასო იგი. მაგრამ ფილმის სიმართლე და გაბედულება ყოველგვარ მრავალსიტყვაობაზე გათქმევინებს უარს. ღრმა აზროვნების რეჟისორი იუმორითა და სიკეთით შეზავებულ გულისატკენ პირობებს აყენებს. გსურს ფილმი მრავალგზის ნახო. სურათი იმდენად მართალია და დამაჯერებელი, რომ არც კი ფიქრობ თუ ეკრანზე მსახიობები არიან. გულწრფელად რომ ვთქვათ – ესაა ფარული კამერით გადაღებული ამბავი..."
გლებ პანფილოვი ( კინორეჟისორი )
ირინა ჩურიკოვა ( მსახიობი )
"განსაკუთრებით მინდა შევეხო რეზო ესაძის შემოქმედებას. მისი ბიოგრაფია ლენინგრადში დაიწყო. იგი ჩემი მასწავლებელია. ძნელია მეორე ასეთი ემოციური და ფანტაზიით მდიდარი ადამიანის პოვნა. მისი ამოცნობა შეუძლებელია.
"ნეილონის ნაძვის ხემ" მე შემძრა. ფილმის იდეა და სტილი კლასიკურობამდე ადის. ესაძეს არ უყვარს ერთცნებიანი ფორმა და ქმნის ურთიერთობათა რთულ ფორმულას – დაბრუნდება ხალხით სავსე ავტობუსი უსულგულოდ განწირული მოყვასის საძებნელად თუ არა? უნებლიედ უფიქრდები დღევანდელ ყოფას და მიდიხარ განზოგადოებამდე."
ვიქტორ არისტოვი ( კინორეჟისორი )
This post has been edited by ambicilini on 27 Apr 2011, 18:02