ათივე გვერდი არ წამიკითხავს, მაგრამ რაღაცეებს მაიც შემოგაშველებთ : )
1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა "ტკბილი ცხოვრება" უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
"ოქროს პალმის ტოტის" მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის განკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული მაყურებლისგან ზურგშექცევით გაიარა.
უსტვენდნენ რადგან მან ეკრანზე მდიდარ ბურჟუათა სულიერი სიმწარე აჩვენა. ძვირფას ბეწვეულსა და თვალმარგალიტებში გამოწყობილი მილიონერები ფეხებს აბაკუნებდნენ, რადგან მიხვდნენ თავიანთი შეძლებული ცხოვრების არარაობას.
მილანში ფილმის პრემიერის შემდეგ, საკმაოდ რესპექტაბელურმა ბურჟუებმა ფელინის სახეში შეაფურთხეს და ცემასაც კი უპირებდნენ. რომში ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა ფედერიკო დუელში გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ფელინიმ "ტალახში ამოსვარა იტალიის საუკეთესო საზოგადოება და აქედან გამომდინარე წაბილწა თავისი სამშობლოც."
"ჩემი მიზანი არ იყო იტალიაში სამოქალაქო ომის წამოწყება-იხუმრა ამ ყველაფრის შემდეგ რეჟისორმა- მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, რადგან ფილმი მიზანში მოვახვედრე."
"მე ალბათ ტომარაში ჩამტენიან და წყალში მისვრიან" უთხრა მან ერტხელ რეპორტიორს, მაგრამ სულ არ ეტყობოდა რომ რამის ეშინოდა.
მიყვარს ფელინი