ეგ ამარკორდშია

ხო ნუ, ფელინი ცინიკოსია და იუმორია მის ფილმებში, ხასიათებიც ზუსტად დაჭერილია
მაგალითად, სულელებს ასე კარგად ვერავინ ხატავს.
მე ანტონიონი მიყვარს იმიტომ, რომ უფრო მეტს აჩვენებს და ადამიანის გარდაქმნაზეა, აი თითქოს ფელინი უფრო ფილოსოფიაა
და მიქელა ადამიანში რა ხდება იმას ყვება. ფელინის მიხედვით შეგიძლია იფიქრო განყენებულად: მეძავები სამყაროში,
სულელების ადგილი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, შემოქმედებითი ადამიანის მძიმე ხვედრი, თითონ ცხოვრება და ა შ
ძალიან დიდი ენერგია მოდის და ფილმის ბოლოს ცხოვრება მშვენიერია, დღესასწაულივით არის ფელინის ფინალები
ანტონიონი არაა ასე განყენებულ თემებზე. საერთოდ რანაირია ცხოვრება ამაზე პასუხი კი არა კითხვაც არ დაუსვამს
მან უბრალოდ აჩვენა ადმიანში რა ხდება და რა აწუხებს. თუნდაც მონიკა რომ ჰამბურგერს ჭამს, გემი რომ პორტში შედის
აი თავგადასავალში ადამიანი რომ იკარგება - მანდ შეუძლებელია საკუთარი თავი არ იპოვო. ჩვენ ხო ყოველ დღე ვკარგავთ ადამიანებს და
ჩვენც ვიკარგებით. კარგია ეს თუ ცუდი , - არ არის მნიშვნელოვანი. თუ მიიღებ ამ ფაქტს, მაშინ უკვე იცვლები და მონიკაც აღარ არის ისეთი როგორიც იყო
"ჩიტებმა იციან, სად არის საწამლავი და იქ აღარ დაფრინავენ". მოკლედ ეს არის ანტონიონი და არაფერი ფილოსოფიური იქ არ არის
ჩემი ღმერთია წმინდა მიქელანჯელო