ჩემმა და-ძმამ მაჩუქა ეს დროის მანქანა და ეს BTTF-ს თამაში. ძალიან მაგარი რამეა,
6 კაცს შეუძლია თამაში (მაქსიმუმ), თითოეული არის ერთ–ერთი პერსონაჟი და აქვს მიზნები.
მაგალითად ჩაკ ბერის ბიძაშვილს – მარვინ ბერის უნდა, რომ მართი როკ ვარსკვლავი გახდეს,
კიდევ რამდენიმე მიზანი აქვს და ამ მიზნებისთვის უნდა გადავიდეს წარსულში და შეცვალოს რაღაცეები.
თითოეული ფაქტის შეცვლა ბევრი სხვა ფაქტის შეცვლას იწვევს, მოკლედ ძალიან აზარტული თამაშია
და ჩემნაირი ხალხისთვის არის, ვინც ზეპირად იცის ფილმი


P.S. მარვინ ბერის ერთ–ერთ მიზნად უწერია, რომ კლარა კლეიტონი უნდა გადავარდეს იმ უფსკულში და მოკვდეს

არადა რა კეთილი როჟაა ერთი შეხედვით
This post has been edited by herooftheday on 10 Mar 2013, 02:46