SOULFUL
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1057
წევრი No.: 21184
რეგისტრ.: 27-June 06
|
#3844274 · 28 Sep 2006, 00:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Fფისო სახურავზე
საპარიკმახეროდან რომ გამოვედი, საათი, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, თითქმის შვიდს უჩვენებდა. _ რა მალე Gღამდება! – თქვა სიგარეტის საყიდლად გამოსულმა დალაქმა. გარეთ სულ რამდენიმე კაცი მოძრაობდა, ჩქარი ნაბიჯით. წამოწეული საყელო ვერაფრად შველოდა ჩემს ახლადგაკრეჭილ კისერს. ` ნახევარ სამეფოს მივცემ ქუდში,” – გავიფიქრე. ვცადე მთვარისთვის გამესწრო. Mმე და ბებია ყოველთვის ვცდილობდით მის უკან მოტოვებას, როცა შეგვიანებით გვიწევდა დაბრუნება. ვარსკვლავები ჩამოსაცვენად გამზადებულივით ეკიდნენ გაშიშვლებულ ხეებში. _ ნეტა მოწვიმდეს! – ვთქვი სახლში შესვლისას. რა ხანი იყო სახურავზე წვიმა აღარ მომესმინა. F ფარდაგადაწეული ფანჯრებიდან მორცხვად შემოვიდა მთვარის შუქი. Mმეზობლების ანთებულ სარკმლებში, დროდადრო, ჩრდილები ირეოდნენ. “ როდის იყო, უღრუბლოდ ეწვიმოს!” -- ქურაზე ჩაიდანი შემოვდგი. ბაბუაჩემმა იცოდა თქმა, რომ ახალი თავით ( ახალი გაკრეჭილობით) ახლებურად ფიქრობ. “ შენზე ეგ არ ჭრის,” – მეტყოდა ახლა, ცოცხალი რომ იყოს. სკამის საზურგეს გადავაწექი. Fფეხები სუფთა თუ ნაწერი ქაღალდებით დაფარულ მაგიდას შემოვაწყე. Gგავიგე, როგორ გადაცურდა რამდენიმე ფურცელი მაგიდის კიდიდან და იატაკს გაერთხა. ` ეგ შენზე არ ჭრის!” – ერთი კვირა იქნებოდა სტატიის დაწერას ვცდილობდი. Fფურცლებზე უწესრიგოდ ეყარა რამდენიმენაირი კალამი და ძველი გაზეთები. `ეგ არაფერია, ბებია გენაცვალოს,” – მეტყოდა ბებია და კეფაზე ხელს გადამისვამდა, - ` შენ სულ ეგრე იცი, ბოლო წუთს დაწერ, მაგრამ კარგს დაწერ. ოღონდ, ახლა, ახალი თავი არ გაიციო. Gგინდა ქუდი მოგიტანო?” Kკარადა,სადაც მშობლების დიდ ჩარჩოიან სურათებს ვინახავდი, ჩემი ბავშვობის ტანსაცმლით იყო გამოტენილი. ახლობლობაში, ჩემს შემდეგ აღარავის ყოლია იმხელა შვილი, რომ ისინი მორგებოდათ. ` შენს შვილებს გამოადგებათო,” – მეტყოდა ხოლმე ბებია. Aხლა იქ მისი და ბაბუას სურათებიც ეწყო. ჩემს ხნოვან მეზობელს არ უნდოდა, ისინი რომ ჩამომეხსნა. Bბებია-ბაბუის სურათები, წესია , კედელზე უნდა გეკიდოსო. თუ გინდა გაჩუქებ –მეთქი. ერთი წელიწადი ხმას არ მცემდა. ჩემებს თითონაც არ უყვარდათ ისეთი სურათები, რომ შეხედავ და მიხვდები მკვდარია. სახურავზე რაღაც ხმაურით დაგორდა და ეზოში მოადინა მსხვრევა. უბანში ბევრი კატა გვყავდა. ყოველთვის მინდოდა გამეგო რას ჭამდნენ, მას შემდეგ, რაც ხალხს ბევრი აღარაფერი რჩებოდათ მათთვის. ჩაი დავისხი. საზურგეს გადავაწექი და ჭერს დავაკვირდი. სკამი ორ ფეხზე იდგა. Iირწეოდა წინ და უკან. ` ახლა, რომ გადავვარდე, დავიდუღრები,” – გავიფიქრე. სახურავზე ვიღაცამ გაიარა, ზედ ჩემს შუბლს ზემოთ, ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით. ` კაი ნასუქი კატა უნდა იყოს!” – იტყოდა ბაბუაჩემი. Mმაგრამ კატები ასე არ დადიან. ბავშვობაში მე და ჩემს მეგობრებს სხვენში სამალავი გვქონდა. Aიქ ვიკრიბებოდით საიდუმლო გეგმების შესადგენად. Aიქ ვთამაშობდი ოჯახობანას ჩემს მეზობელ გოგონასთან ერთად, ახლა ორი შვილის დედა რომ იყო, იქ ვნახე, პირველად ქალის სიშიშვლე, თუმცა მაშინ მას ქალი ბევრად არაფრად ეთქმოდა. Fფანარი ჩავაქრე. თავი ნელა გამოვყავი სახურავზე გასასვლელი სარკმლიდან. თუნუქის ფურცლებს ისეთივე მოურიდებელი ხმაური გაჰქონდათ ჩემს ნაბიჯისქვეშ, როგორც წეღან მომესმა. მთელი უბანი ხელისგულივით მოჩანდა. მთვარე გუბეში ჩაგდებული ვერცხლის მონეტასავით ენთო, სულ ერთი ხელის გაწვდენაზე. სახურავის სულ მაღალ ხაზთან მთვარით შეფერილი პატარა სილუეტი ჩაცუცქულიყო და მიყურებდა. -- ნინი, შენა ხარ? Aაქ რა გინდა გოგო! Mმეზობლის ხუთიოდე წლის გოგონა უხმოდ მომჩერებოდა. Mმერე თვალები საკუთარი ფეხსაცმლის წვერებისკენ დახარა. --რა იყო, ვის ემალები? --არავის. – უფრო მივხვდი რა მითხრა, ვიდრე გავიგე. -- აბა რა იყო, ფისო ხარ? თეთრი, ყვავილებიანი სვიტერი ეცვა. თხელი, ხუჭუჭა კულულები ძირს დახრილ სახეს მთლად უფარავდა. თავი ფანქრისსიმსხო მუხლებს შორის ჩაეკიდა. მეც ბავშვობაში სულ აქ დავდიოდი ხოლმე. Mმე და ჩემი მეგობრები. Gვერდზე ეზოში გადავდიოდით კარალიოკების მოსაპარად. იცი რა კაი კარალიოკები ქონდათ! შენ ხშირად ამოდიხარ? Gგოგონამ თავი გააქნია. ჟერ კიდევ საკუთარ ფეხსაცმელებს დაჩერებოდა. --არა? Aაბა ამ შუაღამისას რამ ამოგიყვანა! Gგამეცინა. თავი რაც შეიძლებოდა ძირს დავხარე, რომ გოგოსთვის სახეში შემეხედა. ტუჩები ოდნავ გამოებურცა. თვალი წამით ჩემსკენ გამოექცა. _ დახუჭობანას რომ ვთამაშობდით, მეც სულ აქ მიყვარდა დამალვა, მაგრამ მერე ერთი ჩემი ძმაკაცი კინაღამ ჩავარდა და ყველა ამოსასვლელი დააჭედეს. შენც ვინმეს ემალები? ჰა? Nნინი! --ჩვენ სტუმრები გვყავს! – თქვა ბავშვმა ცოტა ხნის შემდეგ, ძლივს გასაგონად. -- სტუმრები? Mმერე შენ აქ რატო ხარ ? – გავიკვირვე. – სტუმრები არ გიყვარს? -- ნწ! – გოგონამ თავი გააქნია. ღია ფერის თმები ნაძვისხის წვიმასავით შეირხა მთვარის შუქზე. -- რაზე, ნინიკო? ღა დაგიშავეს? -- მამიკო სვამს ხოლმე. -- სვავმს? Mმერე? – გავიცინე, - მერე რას შვრება? მღერის? -- ნწ! ჩხუბობს. მთვარე იქ აღარ დამხვდა, სადაც დავტოვე. Oოდნავ მარჯვნივ გადაწვერილიყო. თუნუქის სახურავს ღამის სიცივე აეკრიფა და ფეხებს სუსხავდა. -- წამო, ჩემთან წავიდეთ. ჩაი დავლიოთ, - კეფაზე ხელი გადავუსვი. ბარტყივით ფაფუკი თმა ჰქონდა. Kკისერი სულ მთლად გათოშოდა, - წამო! ბავშვი ოდნავ განზე გაიწია და თავი გააქნია. მერე , თან დედიკოსაც შეეშინდება. _ ქურთუკი მხრებზე მოვასხი. მთლად დაიფარა. Mმარტო თმა ფრიალებდა საყელოს გარეთ. Mმხრები აქეთ- იქეთ დაიქნია. ქურთუკი ნელა ჩამოცურდა მის მხრებზე და სახურავზე გაწვა. მთელ ცაზე ერთი ღრუბელიც არ იყო. თითქოს სიცივეს დაეფრთხო. ვარსკვლავები აცახცახებულებივით ციმციმებდნენ. -- შენხელა რომ ვიყავი, ჩემი მამიკოც სვამდა და მეც, შენსავით აქ ვიმალებოდი ხოლმე, ან სხვენში. იქაც კაი ადგილები ვიცი. Mმერე გასწავლი. Aხლა კარალიოკები აღარ არის, თორემ გვერდზე ეზოში გადავიდოდით და დავკრეფდით. -- შენი მამიკო კიდე სვამს? _ თავი წამოწია და სახე ჩემსკენ შემოაბრუნა. _ არა, - ქურთუკი ხელახლა წამოვასხი, _ აღარ. _ რატო, აღარ უყვარს? _ კი, უყვარს. Mმაგრამ გულმა შეაწუხა. შენ თაფლი უფრო გიყვარს თუ მურაბა? _ მამიკოს როდის შეაწუხებს გული? _ არ ვიცი. – ყინულის ლოლუასავით ცივ, პატარა მტევანზე ხელი მოვკიდე და ფრთხილად წამოვაყენე, _ წამო, ჩაი დავლიოთ. იცი როგორ თბილა ჩემთან? _ ხო არავინ დაგვინახავს? _ არა, რას ამბობ!.. ფრთხილად, ფეხი არ დაგიცურდეს... ყველას ეგონება, რომ სადღაც იმალები. შენ კიდევ, ამ დროს, ჩემთან დაიძინებ. იცი, მე ჩემი ბავშვობის დროინდელი ღამის პიჟამო მაქვს, სულ ახალი და იმას ჩაგაცმევ. ჩოტა დიდი შეიძლება გქონდეს, მაგრამ არაუშავს. ოღონდ, იცოდე ბიჭისაა. _ მერე რა! _ არც არაფერი. ფრთხილად! – ნელა შეძვერი სხვენის სარკმელში. ცალი ხელი ბავშვზე მეკიდა. Mმერე იღლიებში მტევნები ამოვდე და შიგნით შემოვსვი. ჯიბიდან ფანარი ამოვიღე. ანთებული ხელში მივაჩეჩე, _აბა ერთი , გამინათე! Aარაფერს დავეჯახოთ! სხვენში ათასი მტვრიანი ნივთი ეყარა. ფეხებქვეშ სულ ტკაცუნი გაუდიოდა. _ ჩემი ჭიქა მქონდა, - თქვა ბავშვმა, _ ბებიკომ მიყიდა. ძირს დამივარდა. _ არაუშავს ნინი, ეგ არაფერი. Aახალი ვიყიდოთ. _ შენთვისაც? _ ჰო, ჩემთვისაც. ოთახში თბილოდა. იქაურობა მთვარისა და გავარვარებული ელექტროღუმელის შუქით იყო განათებული. მოშიშვლებულ ფანჯრებს მიღმა, ქალაქის თავზე, უხვად ეყარა მოციმციმე, მსხვილ-მსხვილი ვარსკვლავები. * * * ზურაბ კაზიშვილი 12.12.97.წ
|