ფილმი "უძინართა მზე" ....
ამ ფილმში მოთხრობილია ერთი გაჭირვებული ოჯახის შესახებ ...
აღწერილია საერთოდ ქართველი ხალხის "მდიდარი" ფენის ამბავი ....
ფილმის მთავარი ობიექტი ერთი გაუბედურებული და გაღატაკებული ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ ვერ მოსტეხა მაინც ...
უზომოდ სათნო, კეთილი, ჭკვიანი .....
(
მის ოჯახში 4 წევრია ...თვითონ , მისი ცოლი და შვილები: აგნესა და დათო ....
(ზუსტად როგორ რატომ რისთვის არ ვიცი.....)
მაგრამ მგონი ფილმის თითქმის დასაწყისშივე მამა მიაკითხავს თავის ვაჟიშვილს ციხეში ...სწორედ ამ დღეს იგი ციხიდან უნდა გამოუშვან ....
ამ დროს მოხდება პატარა შელაპარაკება პოლიციის უფროსსა და დათოს შორის. ნუ დათოს მამა, მართლაც რომ უსათნოესი ადამიანი სთხოვს შვილს, რომ დაწყნარდეს, მაგრამ დათო ძველი ბიჭია ....ცოტა ავარდნილი, თან ხომ იცით ციხე აფიჭებსო

მოკლედ საბოლოოდ ისე მოხდება, რომ პოლიციელი დაარტყამს დათოს მამას და ასეთი კონფლიქტის შემდეგ როგორც იქნა დათოს ციხიდან გამოუშვებენ ...ნუ რა თქმა უნდა ძალიან გაბრაზებულია ბიჭი, მამაჩემს როგორ დაარტყესო და ა.შ. მამა გზა და გზა შვილს აწყნარებს ...
მოკლედ, ეს ბიჭი იმ პოლიციელს დვენას დაუწყებს ..ძმაკაცთან ერთად მის სახლშიც კი იპარება , მაგრამ სამწუხაროდ იქ ვერავის აღმოაჩენს ..მოკლედ სულ შურისძიებაზე ფიქრობს ..
დათოს მამა, ფილმის მთავარი პერსონაჟი როგორც უკვე ვახსენე ექიმია და ცდილობს აღმოაჩინოს მთავარი პრინციპი: "გამოიგონოს წამალი, რომელიც ადამიანებს იხსნის და კიბოსგან განკურნავს".
მისი ცოლი მკერავია, მაგრამ მის ქმარს ექსპერიმენტის ჩასატარებლად უამრავი ვირთხა ყავს შინ (ზოგი პელეა, ზოგიც არისტოტელე) და ცოლს თანდათან კლიენტები აკლდება ....
დათო ცდილობს მამას მხარში ამოუდგეს, როცა ის პელეზე და არისტოტელეზე ელაპარაკება, თავს უქნევს და სერიოზულ სახეს იღებს ...
მაგრამ აგნესა ისეთივე პატივისცემით ვერ ეპყრობა მამაისის შრომას და გიჟდება ..გიჟდება მათ ღატყაკ,სასტიკ და საცოდავ ცხოვრებაზე ..იმაზე, რომ დედამისს კლიენტები აღარ ყავს, იმაზე რომ მამამისი მეზობლებს არ უყვართ და მუდამ ეჩხუბებიან ვირთხები გამო ....
ერთხელაც საბედისწერო ნაბიჯს გადადგამს აგნესა და მამამისი ვირთხებს გალიებიდან გაუშვებს, მის ნაშრომებს დაწვავს და დაანგრევს "სავირთხეთს" ....
როცა ეს კაცი ამ ყველოაფერს დაინახავს, პირველად საკუთარ სიცოცხლეში ისე გაბრაზდება, რომ ყვირილს დაიწყებს ...გაგიჟებულია, ცოლი ნამტირალევი შეჰყურებს და რა თქვას აღარ იცის ...
ეს კიდევ არაფერი, მამა იმედს არ იწურავს და აპირებს ცოტა ხანში ისევ განაახლოს ვირთხებთან "მუშაობა" ....
(სამწუხაროდ არ მახსოვს ზუსტად რა აწუხებს) ..
მაგრამ ეს კაცი გადაწყვეტს, რომ ვირთხების გაშვებით მას დროებით ბოლო მოეღო და გადაწყვეტს ოპერაციის გაკეთებას საკუთარი ხელით ..
პირველ რიგში ამის შესახებ თავის ვაჟს უყვება...დათო გაგიჟებულია, კი მაგრამ ეს ოპერაცია სხვამ რომ გაგიკეთოსო ...
(მამა): მე კარგი ექიმი ვარ მამა, შენ ჩემში ეჭვია არ შეგეპაროს, მამა ...
(დათო): კი, მამა, მაგრამ ...
(სამწუხაროდ მშვენივრად იცოდა მამაისი სიტყვას არ გადათქვამდა) ....
ღამით საავადმყოფოში შეპარნენ მამა-შვილი ...
************************
ოპერაცია უნაკლოდაა ჩატარებული ..
აბა მაშინ რა მოხდა ექიმო?
ინფექციაა ალბათ ...
...
სამწუხაროდ ამ კაცს სიცხემ აუწია და ცუდად გახდა ...
ინფექციის მიზეზი კი ძირშ დავარდნილი მაკრატლი იყო ...
სანამ საოპერაციოზე დაწვებოდა, ამ კაცს ხელიდან გაუვარდა მაკრატელი, სპეციალური "პინცეტით" აიღო და ცალკე გადადო ..მერე დაწვა და შვილს(დათოს) უთხრა ინსტრუმენტები მომიტანეო ...
რა იცოდა დათომ, რომ ის მაკრატელი დავარდნილი იყო, აიღო და ისინიც დანარჩენებს დაუდო გვერდით და აირია ...
*****************************
ექიმების წასვლის შემდეგ, უკვე ღამეს ..
მამა შვილს ორ რამეს უბარებს: რომ არაფერი მოიპაროს და არვისი შეშურდეს ....
მერე ერთი თხოვნის შეშრულებას თხოვს ..:შვილო ჩვენ ერთად არასოდეს გვიმღერია და მ,ოდი ეხლა ვცადოთ ..
რა მემღერება ახლა?!(გამწარებული დათო)
*********************************************
რამ-ტარირო ..რიმ-ტარირო ...
ტარი-რა-რი ..ტარ-რარი-რო ....
გვერდით იქვე პალატაში მწოლარე ცოლს გამოეღვიძება და თვალცრემლიანი შეავლებს მოღიღინე მამა-შვილს თვალს ...
ეს ყველაზე მაგარი მომენტია ....გელა კვდება ...(მამა).......კვდება როგორც ორი შვილისგან უნებურად განწირული ...: (((
მას შემდეგ გადის ერთი წელი ...
გადის ერთი წელი დათო გაქცეულ პელეს პოულობს ...ერთი წლის შემდეგ ..გახარებული ავარდება სახლში და დედას და აგნესას ახარაებს ..
(დათო): ხომ ამბობდა პრინციპი ნაპოვნიაო ..ხოდა ნაპოვნია ...
]
(აგნესა): ეგ ბევრ რამეს ამბობდა დათო ...
(დედა): ჩვენ გავიმარჯვეთ .......
*********************************************
მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ფილმის ბოლო ნაწილს ....როცა დათო იმ პოლიცილეს შემაჩნევს, რომელმაც როდესღაც მამამისს დააარტყა განყოფილებაში ...
ძმაკათნა ერთად მანქანაში ჩაჯდება და პოლიციელის მაქნქანას გაეკიდება.
გაუსწრებენ , წინიდან ჩაუსაფრებიან(ორივე სპისტოლეტი აქვს ხელში) ...როცა მანქანა მოუახლოვდებატ დათო მანქანას ტყვიას ესვრის და როგორღაც ეს მანქანა გადაბრუნდება ..დათო გარბის იქითკენ ...პირველად რასაც ხედავს ეს იმ პოლიციელსი განადგურებული ცოლია რომელიც კივილს და შიშს აუტანია არ ესროლოთ ჩემს ქმარს, რა დაგიშავათო ...
მერე ცოტა ქვემოთ იყურება და გვაჩვენებენ ბიის გაშეშებულ სახეს, გაოგნებუილ და გაფართოებულ სახეს ...
მანქანიდან კუბოა გადმოვარდნილი, კუბოს თავი ახდილი აქვს და შიგნით 4-5 წლის გოგონა წევს ...ეს იმ პოლიციელის შვილია..პოლიციელი შეწყალებას ითხოვს ...
ცოლი გაჰკივის, კაცი კი აქეთ-იქით დარბის ...
ნუ გეშინიათ, არავის მოკვლას არ ვაპირებ(დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართავს პოლიციელის ცოლს) .../.
ამ კაცს წიხლქვეშ გაიგდებს, რამდენჯერმე დაარტამს ა ძმაკაცის მანქანისკენ გაიქცევა ...
მერე მანქანას გააჩერებინებს და ერთ-ერთ შენობასთან გადმოვა ..
მიიმალება სადარბაზოში და გაწმარებული ტირის ..
არ ქვითინებს, ის ტირის, იმიომ რომ ემოციები ყველას აქვს ..
*******************************
და კიდე ერთხელ: რამ-ტარიღო ..რიმტარირო ..ტარირარი .....და ა.შ.
This post has been edited by Ameli_More on 1 Apr 2007, 01:13
"to be or not to be,it's a QUESTION"...
------------------------------------------------
როცა ბედნიერი ვიყავი, ისევ წვიმიანი ამინდები მენატრებოდა, რომ მალე დავსევდიანებულიყავი ...
--------------------------------
მე შენთვის მხოლოდ ერთხელ მოვკვდები,მეტჯერ ვაი,რომ არ შემიძლია ...@T.M.