...მაშინ ცოტა შორიდან მოვუვლი...აზრი რომ უფრო სრულყოფილად გადმოვცე და თქვენც სრული სისადავით გაისიგრძეგანოთ ამბავი ესე
...მას აშე

...ვიღებ კალამს

და გიძღვნით სალამს
...იყო და არა იყო რა....იყო ერთი გივი....ის გივი არა....პირს რომ ვერ აღებს და ცუდი ძია რომაა....
დედა საქართველოს ერთი ლამაზი მხარის ლამაზ სოფელში ცხოვრობდა გივი.... ჯერ კიდევ ბავშვობაში აითვალწუნა ბედმა ჩვენი გივი...რაღაც მოუვიდა (რაც დეტალურად არ მახსენდება, რადგან იმ დროს მე კი არა მამაჩემიც არ იყო დაბადებული) დაკოჭლდა....გივისადმი ბედის გულის აყრის პროპორციულად გივიმაც აიყარა გული ცხოვრებაზე და ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება ლაზღანდარობაში და როგორც მის კუთხეში იტყოდნენ "გლახავში" გაატარა. (ამის დამამტკიცებელ ერთ მცირე ამბავს მოგვიანებით მოგახსენებთ)
მოკლედ, ჯერ არც შეეძლო შრომა კოჭლ კაცს და მერე არც სურვილი წვავდა...ასე რომ გაგვიზარმაცდა გივი....გაგვილოთდა...(გაგიკვირდებათ და შესაბამისად გაღარიბდა)... ერთადერთი რისი კეთებაც არ ეზარებოდა ღვინის სმა და ბავშვების კეთება იყო...თუმცა აშკარად ამ უკანასკნელში მოიკოჭლებდა....მამულს რომ ურჩევნია მთლად ისეც ვერ აეწყო საქმე...გივიჩები მამას დაემსგავსნენ სიზარმაცესა და ლოთობაში...ხოლო თუ ბოროტ ენებს დავუგდებთ ყურს...ცოტა ქურდობისკენაც მიუწევდათ გული (დიდი ამბავი, ეგერე ზოგს მათემატიკისაკენ აქვს მიდრეკილება)...
...მოკლედ მთალს სოფელში ცოტა ათვალწუნებული იყო ჩვენი გივი, ჩუმ-ჩუმად დაცინვის ობიექტი (არადა თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ უმნიშვნელო ფაქტს, რომ სოფლის დანარჩენ მოსახლეობას 2 ფეხი ჰქონდა, დიდად არც განსხვავდებოდნენ გივისაგან).....
...გამოხდა ხანი (ჩემი საყვარელი ფრაზა ზღაპრებიდან

)...დაბერდა გივი...დაძაბუნდა....იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება...უხმო საყვარელ ცოლ-შვილს (ეს მე დავასკვენი დედუქციის მეთოდით, აბა გივი შვილიშვილს ჯაჭვი ვერ აბავდა ეზოში და მომაკვდავ ბაბუასთან რა გააჩერებდა)...გააშლევინა პატარა პურმარილი....თავის საუკეთესო ღვინოც გახსნა (რაც ეჭვი მაქვს გემოთა და სურნელით უფრო ახლოს ძმართან იყო ვიდრე ღვინოსთან )...მოკლედ წაიქეიფა უკანასკნელად გივიმ...მერე ცოლ-შვილს უთხრა ეხლა ვიმღეროთო...დაიწყო სიმღერა ღიმილიანმა გივიმ...აყვა ოჯახი ცრემლიანი თვალებით ....სიმღერის შუაში კი დაავიწყდათ მგონი ბიჭებს მამის მდგომარეობა...დაქუხეს ....გადაფარეს სხვების ხმა...1-2 სოლო შეასრულეს და როცა სიმღერას მორჩნენ ნახეს გივი უკვე მიქეილ-გაბრიელთან მღეროდა ბინდისფერია სოფელს.... ასე გარდაიცვალა ჩვენი გივი....ძალიან უბრალოდ...თუმცა იმდენად უბრალოდ გენიალურობას რომ უახლოვდება ...
ეს ამბავი რომ მოვისმინე...სხვა თვალით შევხედე გივის... მთელს სოფელს...მთელს საქართველოს... ყველაზე "გლახაც" კი სულით პოეტია ჩვენთან ...ეგრე იყო გივიც....
....წელს აღდგომას სოფელში ვიყავი....გივის ძმა შემხვდა....(ძალიან უბედური კაცი)....მრავალრიცხოვან წლებს (მისი თაობის უკანასკნელი მოჰიკანია მგონი სოფელში), სასტიკ ცხოვრებას სათანადოდ დაღი დაუსვავს ....ძალიან დაბერებულა...ცოტა მეხსიერების ამბავშიც აურევია...თუმცა ღვინის სიყვარული მაინც ვერ წაურთმევია ნაგლ და წამგლეჯ ცხოვრებას....ჰოდა ღვინოში კი გაეხსნა სიყვარულის და საუბრის მადა...ცოტა ხანი მეც ჩამიგდო ხელში....მაინცდამაინც საინტერესო და ამოდ მოსაუბრეაო ვერ დააბრალებს კაცი...ამიტომ თითქოს ვუსმენდი...გაღიმებული ვუქნევდი თავს და ...ვუყურებდი....როგორ დაბერებულა....მოტეხილა (როგორც ზამთარმა მოტეხა ჩემი ეზოს ვაშლის ხე)...მაგრამ....პირველად შევნიშნე...რა საოცარი ლურჯი თვალები ჰქონია ამ დაძაბუნებულ კაცს....ზედმეტად ანთებული და ცოცხალი თვალები ჰქონდა მისი ასაკისა და მდგომარეობის კაცისათვის....
ჰო, ეხლა დაპირებული გივის ამბავიც

რომელიღაც საეკლესიო დღესასწაულზე, სოფლის ეკლესიაში ქალაქიდან ამოსულიყვნენ მღვდლები, ნახევარი სოფელი შეეკრიბათ, ეკლესიის ეზოში სუფრა გაეშალათ და ქეიფოდნენ....ამ დროს ვერც თუ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გივი ჩამოიარა ეკლესიის მახლობლად....იცნეს ....სოფლელებმა...დაუძახეს...მიიპატიჟეს...მისვლიდან 1 წუთში არია გივიმ სიტუაცია...თან სრულიად უნებურად....
...არც დიდად ნასწავლი კაცი იყო და არც ღრმად მორწმუნე....ჰოდა როცა დაგვიანებულს (ჩვენებურად რომ იტყვიან - შემოსწრებულს) დიდი სასმისი მიართვეს...მოსურნემ ყველანი გულით დაელოცა...ის ღმერთი ახსენა რაც უცებ მოადგა ენაზე...და-ალაჰი იყოს თქვენი მწყალობელიო - ამაყად თქვა გივიმ და ის იყო ღვინოს უნდა დასწაფებოდა წამოიშალა შეზარხოშებული სუფრა....ალბათ სწორედ სოფლელების სიმთვრალემ გადაარჩინა გივი, ცალი ფეხით რომ გამოასწრო "მორწმუნეთ" და გადაევლო ღობეს (უფრო ზუსტად ყორეს).
გასრულდა ესე ამბავი
მთის წვერზე დავდგი კარავი
და ვეღარ ვაგრძელებ ლექს რაკი...
შევარდნაძეს მოვუ&*(&^ დედის*(^((*
პ.ს.