დავამატოთ კიდევ რამოდენიმე საინტერესო ფილმი
სამჯერ Zui hao de shi guang
რეჟისორი: Hsiao-hsien Hou
ქვეყანა: საფრანგეთი/ტაივანი
სამი განსხვავებული პერიოდი 1911, 1966, 2005. სამი ისტორია. რომელსაც ათამაშებს ერთი და იგივე მსახიობები: Qi Shu და Chen Chang. გარდასახული სიყვარულის დაუმთავრებელი ისტორია.
ავსტრიელი გროსსმაისტერის მიხაელ ჰანეკეს მორიგი ფრანგული მასთერფიიზ
დამალულიერთ თანამედროვე ფრანგულ გამძღარ ბურჟუა ოჯახზე. და სტალკერზე, რომელიც მათ ატერორებს ვიდეო-გზავნილებით. როგორც ყოველთვის მაღალ დონეზეა დანიელ ოტეუ და ჟულიეტ ბინოში.
და რაღა თქმა უნდა არაჩვეულებრივი და ბრწყინვალე ანი ჟირარდო.
იგივე
Dreamers თემა. ოღონდ შავ თეთრში გადაღებული
უბრალო შეყვარებულები 1968 წელი. საფრანგეთი. ბარიკადები. შვილები vs. მშობლებს.
მთავარ როლში რეჟისორის შვილი, Louis Garrel და Clotilde Hesme.
და ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ფილმი.
ბრძოლა ზეცაში მექსიკელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის ფილმი ყიჟინით იქნა მიღებული ყველა პრესტიჟულ ფესტივალზე. მათ შორის კანში. სამაგიეროდ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა კონსერვატიულმა პრესამ. ფილმი იწყება "მექსიკური საპნის ოპერების" მოყვარულთათვის ინფარქტმისაღები, საკმაოდ ღია და დიდხანს მიმდინარე ორალური სექსის სცენით.
ჩემი აზრით ეს ფილმი მართალია ჩამოუვარდება წინას,
იაპონია . მაგრამ საინტერესოა თანამედროვე კინოს განვითარების თვალის მისადევნებლად.
და ბოლოს საკმაოდ ბურუსით და საიდუმლოებით მოსილი, ნიკოლ კიდმანის იშვიათი გაუპიარებელი ფილმი
ბეწვი: დაიანა არბუსის წარმოსახვითი პორტრეტი ბიოგრაფიული ფილმი მე-20 საუკუნის ცნობილ ფოტოგრაფზე, დაიანა არბუსი.
This post has been edited by highway on 8 Jan 2007, 15:16