კი, რატო არა შეიძლება

მე მომეჩვენა რო გოდარი ამ ფილმში უფრო დაწყნარებული და დახვეწილი სტილით გამოირჩევა ვიდრე სხვებში.
À bout de souffle სიმართლე რო გითხრა ვერ ვუყურე ბოლომდე.
ჩემი აზრით La Chinoise ასევე მაგარია ფერებში და კადრის კომპოზიციაში, მარა ეს მაოძედუნის და მარქს-ლელინინზმის ლექციები ბოლოს-და-ბოლოს გბეზრდება მაყურებელს და უკვე აღარ გინდა ფილმის დამთავრებას დაელოდო.
კიდრე ერთი ფილმი მაქვს ნანახი, ოღონდ სათაური არ მახსოვს სამი ახალგაზრდა რო ვილას ქურდავს. ოღონდ ეგ თეთრ-შავი ფილმია.
Yimou Zhang ძაან მაგგარია. და ჰიროუ ხო ვააბშე, ეგეთი რამე იშვიათად რო ეკრანზე ნახო. ვგულისხმობ იმ ჰონკონგურ კინო-კარიკატურებს კარატე-კუნფუზე. კინოში მაქვს ნანახი და ეხლაც მახსოვს.