ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როცა ბონდს სიფათიდან სისხლი მოსდის თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში, როცა მკვლელობის შემდეგ აკანკალებული ხელით ვისკის ისხამს ჭიქაში. როცა ნერვები ღალატობს და დანას იღებს სუფრიდან (

) , როცა ისეა შეყვარებული რომ სამსახურიდან მიდის

, ყალბი ფრაზა I won't give you the money . ( WTF? cry more, kid. ალისა, მილაფონ უ მენია, ია იმ ნიჩოვო ნე ოტდამ -ს პონტია) . საათის ყველაზე ხანიგური რეკლამა რაც კი მინახია. ასტონ მარტინის ყველაზე ბანძი გამოჩენა ბონდის ისტორიაში. M ერთი დაღლილი და აღელვებული ქალია, რომელსაც პაროლს პარავენ, გულს უხეთქავენ და ისტერიკამდე მიჰყავთ. Brother from Langley სამარცხვინო იყო. ევა გრინის წყალქვეშა ლიფტის სცენაზე ისეთი გამეცინა რომ კინოში მყოფმა წყვილებმა ბოროტად შემომხედეს

და ბევრი სხვა.
გაუთლელი სახე და უცებ "დაკაჩავებული" ტანი, უხეში მანერები, რომელიც არც ერთ ბონდს არ ჰქონდა, თვით ლეზენბისაც კი. საბოლოოდ, გლობალურობაზე პრეტენზიის მქონე, მაგრამ მაინც საკმაოდ ბუნდოვანი სცენარი, უფრო დეტექტივს ჰგავდა, ვიდრე ბონდის კიჩურად მარტივ, მაგრამ ბრწყინვალედ დადგმულ სიუჟეტებს და სცენებს.
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლო 5-6 წამმა დამარწმუნა რომ შემდეგი ბონდი დენიელ კრეგით მართლა მაგარი იქნება და დაუბრუნდება ძველ იმიჯს, რომელსაც თუ იგივე M-ს დავერწმუნებით, Has a license to kill, not to break traffic laws.
მეორეს მხრივ, ბოლო ჯეიმს ბონდები, განსაკუთრებით პირს ბროსნანის დროს უკვე ისეთ კონდიციამდე მივიდა რომ მეტი კრუტოი გმირს ვეღარ შექმნიდნენ, თუ ისევ ბროსნანი არ ითამაშებდა , ჰოდა ჩემი აზრით ამიტომაც შეირჩა ასეთი სახე და იმიჯი.
გთხოვთ მომიტევოთ ჩემი ღრმად სუბექტური აზრი.
პ.ს. ჩემთვის პირს ბროსნანი და შონ კონერი არიან საუკეთესო ბონდები.
This post has been edited by MOZERFOKER on 22 Nov 2006, 03:23
Hamburgers. The cornerstone of any nutritious breakfast.