ჩემთვის ეს ფილმი ჟანრში ერთერთი საუკეთესოა, ბენგურთან ერთ დონეზე დავაყენებდი. სკოტის სხვა ისტორიულ დრამებს მეორე პლანზე.
ჩემი აზრით ეს ფილმი არის ერთერთი ყველაზე დიდად დაუფასებელი ფილმი, მის რეტიტინგს რომ ვნახულობ უბრალოდ მეცინება, მაგრამ მასში ხალხი ალბათ იმას ვერ ხედავს რასაც უნდა ხედავდეს, ნუ თემაში ზოგიერთი კომენტარი ღიმილის მომგვრელია, ხშირად ისეთი კომენტარებია, რომ ვხვდები ფილმის მთავარ იდეებთან ახლოსაც არაა ხალხი. მე ჩემს მოკრაძალებულ აზრსაც გეტვით, რატომ ვთვლი ერთერთ საუკეთესოდ ამ ფილმს.
დავიწყებ იმით, რომ ფილმი ნამდვილად სიზუსტით არ გამოხატავს ისტორიულ ფაქტებს, თუმცა ეს მხატვრული ფილმის ამოცანა ნამდვილად არაა, ისტურიოლი ფაქტების სიზუსტე რომ გვჭირდებოდეს, მაშინ ფილმი დოკუმენტური უნდა იყოს. რეჟისორს აქვს უფლება ფილმის სიუჟეტის გამო ოდნავ გადაუხვიოს ისტორიას, ეს საკამათო არ უნდა იყოს.
ფილმი არაა ისტორიაზე, არც რელიგიაზე და პოლიტიკაზე, ის უბრალო საკითხებს ეხება, როგორიცაა ადამიანის სწორედ ცხოვრების გზის ჩვენება, ასევე საზოგადოებისა და პიროვნების დამოკიდებულებას, ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესების შეჯახებას.
ფილმის მთავარი გმირი, არის ჩვეულებრივი მოკვდავი, არც გვარიშვილობით და არც სიმდიდრით არ გამოირჩევა, ოღონდ ის ზედმეტად ზემიწევნით ზუსტად იცავს საზოგადოებრივ და რელიგიურ წესებს, მეორე ლოყასაც უშვერს, თუ ეს საჭიროა, რასაც ადამიანების უმეტესობა არ იცავს. ცხოვრების ამ სტილმა მთავარი გმირი დასაჯა და მიიყვანა მძიმე ცოდვამდე, ანუ წესიერმა მოქალაქეობრივმა გზამ ის ჩიხში გაჭედა.
ფილმის მეორე ნახევარში, მთავარი გმირი ხდება რაინდი, ნუ ბედის საჩუქრით, და მისი ცხოვრება იცვლება. მან ახალი ინსტრუქცია მიიღო როგორ ეცხოვრა და ეს ინსტრუქცია იმ ფიცშია, რომელსაც ის იღებს:
იყავი უშიშარი არაკეთილისმოსურნის წინაშე;
იყავი მამაცი და პირდაპირი და ღმერთი შეგიყვარებს;
ილაპარაკე სიმართლე, სიკვდილიც რომ გემუქრებოდეს;
დაეხმარე გაჭირვებულებს, და არ ჩაიდინო ბოროტება;
ფიცის მერე მისი ცხოვრება იცვლება, დიდგვაროვანი ხდება, ეს ალბათ სიმბოლურია, ისიც საინტერესო ფრაზაა, "ის ვისაც სახლში ცხენიც კი არ ყავდა, იერუსალიმში შეიძლება სასახლის მფლობელი გახდეს". ანუ ეს ახალი ცხოვრება ახალ პერსპექტივებს გიჩენს. ალბათ რეჟისორი ამ სცვლილებით ჭეშმარიტი მიზნის სამსახურში ადამიანის შესაძლებლობების გარდასახვაზე მიგვანიშნევს და ჭეშმარიტი მიზნის სამსახურში, რომ ნებისმიერისთვის იხსნება იერუსალიმის კარი, ნუ მე ესე მესმის.
მთავარი გმირის შემდგომი ცხოვრება სწორედ ამ ფიცის დაცვაა, თუმცა ის ერთ კარგ რჩევას იღებს მეფისგან.
"ნებისმიერი სვლა შეიძლება გახდეს შენთვის ბოლო, მაგრამ არ დაგავიწყდეს რითი დაიწყე, დასასრული შეიძლება ძალიან ახლოს შეიძლება იყოს . . . ჩვენ არ შეგვიძლია გავთვალოთ ყველაფერი რაც წინ გველოდება, მეფემ შეიძლება მოითხოვოს მსახურობა, მამამ მორჩილება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფალი, შენ ერთადერთი ხარ პასუხისმგებელი შენს სულზე, როგორც არ უნდა თამაშობდე, ვინც არ უნდა თამაშობდეს შენით, შენი სული შენს ხელშია, მეფეებიც რომ მდგარიყვნენ შენს წინ, ღმერთს ვერ ეტყვი რომ გიბძანებდნენ ესე მოქცეულიყავი, ან სინდის-ნამუსი მაშინ მოდაში არ იყოო, ეს ვერ იქნება გამართლება". გენიალურია, არადა რამდენჯერ დაგვირწმუნებია საკუთარი თავი, რომ სიკეთის სახელით ბოროტების გაკეთება გვიცდია.
აქ მეფე ცდილობს გაათავისუფლოს მთავარი გმირი საკუთარი ავტორიტეტიდან, რათა მან ადვილად დაიცვას თავისი ფიცი. ამ თემაშიც ლამის უაზრობად არის მიჩნეული მთავარი გმირის საქციელი, როცა ის უარს ამბობს ტახტზე და დედოფლის შეთვაზე. მე კი ვფიქრობ ეს ფილმის მთავარი კულმინაციაა, და რეჯისორი გვეუბნება, რომ ბოროტებით ვერ ჩაიდენ სწორ საქქციელს, გავარტყი ყველა საზოგადოებრივი ინტერესს, თუ იგი ჩემი გაფუჭების ხარჯზე უნდა მოხდეს. მე აშკარად ვხედავ, რომ მეფეს სურვილი აქვს, რომ მთავარმა გმირმა საკუთარი სინდისის სასრგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, და როცა მასზეა არჩევანი და ის თანხმობას იძლევა ბრმად, აჩერებს და თხოვს მოუსმინოს რას თავაზობენ და უახარია, როცა ის უარს ამბობს მეფის მსახურებაზე.
მაშ კითხვა, შეიძლება თუ არა ბოროტებით კეთილი საქმის კეთება, ან ღირს თუ არა ბოროტების ჩადენა სიკეთის სახელით? ვფიქრობ, ფილმი ამ კითხვაზე ჭეშმარიტ პასუხს იძლევა და ვისაც ეს არ ესმის, ეს ფილმი მისთვის ნამდვილად არაა. მთავარი გმირი უარს იძახის ძალაუფლებაზე, ნაშაზე და ყველაფერზე, რაც ბედმა აჩუქა, იმიტომ რომ რაინდია.
ფილმში ცალკე მომენტია მეფისა და სალადინის ურთიერთობა, ნუ მათი საუბარი და ურთიერთობა საერთოდ სხვა დონეა. რამდენად თავისუფლები არიან ფანატიზმისგანნ, და სიმდაბლით, სიმშვიდითა და მიმტევებლობით, როგორ ხდებიან დიადები, როგორ შეუძლიათ სიმაღლიდან უყურონ მოვლენებს. სალადის პერსონაჟი არამარტო ფილმში, ისტორიაშიც განუმეორებელია.
ფილმში ცალკე საკითხია ფანატიზმი, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ეს რელიგიაა, თუ რამე საზოგადოებრივ, პატიოტულ მორალური, ფაქტია, რომ ის აზროვნების ტუპიკია, და ინდივიდუალური ნგრევის საფუძველი. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, თუ ესეა, მაშინ რა მიზანია, ის რისთვისაც ღირს ბრძოლა, და ხმლის ამოღება ქარქაშიდან. პასუხი აგრეთვე ფილმშია, ეს ადამიანის სიცოცხლე და სუსტების დაცვაა, რასაც 100 % ვეთანხმები.
ნუ, როცა ფილმში მთელ მოსახლეობას რაინდად აკურთხებს, აქ რეჯისორი ჩვენ მოგვმართავს, ეს სცენა ძალიან დრამატულია, გოლდსმიტის შესანიშნავი მუსიკის ფონზე (ეს მუსიკა ამ ფილმის ორიგინალი ტრეკი არაა, ის მე-13 მებრძოლიდანაა აღებული). ნუ მე დამრჩა შთაბეჭდილება, როცა ამ სენას ვუყურებ, რომ მე თავად მივიღე რაინდის ფიცი, ნუ სხვისი არ ვიცი, აქ რეჟისორმა აშკარად ყველაფერს გადააჭარბა.
საკუთარმა ცხოვრების გზამ, მთავარი გმირი სიამაყით აავსო, იმდენად, რომ ის ამაღლდა ყველაფერზე, რაც ირგვლივაა, რამდენად უსუსურია ყველაფერი იმის მერე რაც მის ცვორებაში მოხვა, რიჩარდი აკითხავს და როგორც იქნა თითქოს გამოჩნდა ის, ვინც მის დიად საქმეებს აღიარებს, მაგრამ ეს მას უკვე აღარ სჭირდება. ისედაც დიადია. ფინალი მართლაც შთამბეჭდავია.
სხვისი არ ვიცი, და ჩემთვის ფილმა ორ კითხვას გასცა პასუხი, რისთვის უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და როგორ? ვფიქრობ ერთი ფილმის კვალობაზე საკმაოდ ბევრია, მაგრამ პასუხს აშკარად სცემს. ვინც მომხრეა, რომ ფილმს 7.1 ქონდეს რეიტინგი, მე მათ ვკითხავდი, მაშინ რომელმა ფილმა დაგიტოვა ამაზე მეტი?, ან რა დაგიტოვა?, ან რას უპასუხა?. მაგრამ ეს გემოვნების საკითხია. ჩემი აზრით ფილმი საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესოა.
მახსოვს პირველად როცა ამ ფილმს ვუყურე, ძალიან ჩამაფიქრა, ჩემი ცხოვრების რევიზიის სურვილი გამიჩინა და ფასეულობების გადახედვაც მომინდა, ბევრი რამის მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა, ზოგადად თუ ამას ფილმი ახერხებს ის უბრალოდ ფილმი არ უნდა იყოს.
ნუ პატარ პატარა ნიუანსებზე აღარაფერს ვამბობ, ვთქვათ შესანიშნავ სახეს ეპისკოპოსის, რომელიც ფილმში მთლიანად რელიგიის უსუსურებას განასახიერებს, სალადინისა და ლუზინიანის საუბარს, გერმანელის ქერა ჯვაროსანის პერსონაჟზე, რომელაც ალბათ ფილმში იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ჯვაროსანს, ბრძოლის სცენებზე, მთავარი გმირისა და სალადინის ბოლო საუბარი "არაფერი და ყველაფერი" და ალბათ ფილმის ყველაზე მაგარი ტრეკი
https://www.youtube.com/watch?v=ერთი პოსტით შეუძლებელია ამოწურო ეს ფილმი
This post has been edited by alikantura on 25 Jul 2014, 03:57