მეტსაც გეტყვი, იმ პერიოდში სიახლე ნამდვილად იყო, მაგრამ მე საერთო გადასახედიდან არ მომწონს მეთქი, ხომ შეიძლება რაღაც არ მომწონდეს?

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი გოგო, შეუყვარდა ერთი ბიჭი და სიყვარულმა იძულებული გახადა ტყუილები ელაპარაკა ... ბოროტმა მდიდარმა ბიჭმა მიატოვა საწყალი გოგო როცა გაიგო, რომ არ იყო მდიდარი . მიუხედავად დიდი გაჭირვებისა,მტრის ჯინაზე გოგო გახდა მდიდარი, მიაღწია დიდ წარმატებას.
ეს არის ამ ფილმის შინაარსი. არ არის ბანალური?
რასაც შეეხება სიახლეს და განსაკუთრებულობას, ვთვლი, რომ ნაწარმოები რომ ფასეული იყოს, უნდა გააჩნდეს სიღრმე, ანუ მის უკანაც რაღაც იკითხებოდეს. ამ ფილმში მე ეგ სიღრმე ვერ ვნახე, შეიძლება ვცდები. ფილმი ისე უნდა იყოს აგებული (და არა მარტო ფილმი, ნებისმიერი ნაწარმოები), წინასწარ ვერ შეძლო მოვლენათა განვითარების ამოცნობა და დასასრული. . ძალიან მიყვარს ბენინის "ცხოვრება მშვენიერია" სწორედ ამ მიზეზით.

შეიძლება ბანალურ სიუჟეტზეც რეჟისორმა შედევრი გადაიღოს.
"მოსკოვს ცრემლების არ ჯერა" - მ იმიტომ მოიპოვა ამერიკელების კეთილგანწყობა (ჩემი აზრით), რომ კონკია მათაც ძალიან უყვართ და ჰეპი ენდიანი დასასრულიც.
ეს ფილმი მე ზედაპირული მეჩვენება და გინდა მომკალი