Guardianრა მაინტერესებს,
ძირითადად გავიგე რაც მოხდა ფილმში, მაგრამ
მაინც ერთ რაღაცას ვერ მივხვდი.
ქვეყნის დასასრული ხომ მეორე ცხოვრებაში ხდება და არა რეალურში?
ფაქტიურად სინამდვილე არის ის რომ დონი წევს ლოგინში
და სანამ მის ოთახს დაეცემა თვითმფრინავის ნაწილი,
მაგ მომენტიდან იწყება მეორე ცხოვრება, ხომ ასეა?
გაიყვანს გარეთ,
რომ ოთახი დატოვოს და გადარჩეს.
შემდეგ წყალს გააშვებინებს სკოლაში, რაც გამოიწვევს იმას, რომ
გაიცნობს იმ გოგოს და მასწავლებელს გააგდებენ სკოლიდან.
შემდეგ დაწვავს პედოფილის სახლს, რაც გამოიწვევს იმას, რომ
იმ ქალის ნაცვლად უნდა წავიდეს დედამისი თავისი დის და სხვა გოგოების წასაყვანად, რომლებიც დაბრუნებისას
თვითმფრინავიდან ვარდებიან და კვდებიან.
ბოლოს ის საყვარელი გოგოც კვდება, გადაუვლის მანქანა, ხომ?
ჰო და.. ეხლა რა ხდება,
დონი რომ არ გაყვეს ფრენკის ხმას და საწოლიდან არ ადგეს,
გადარჩება, მაგრამ მისი ახლობელი ადამიანები მოკვდებიან.
ფრენკის სიკვდილით,
მან გაწირა თავისი თავი და გადაარჩინა სხვები, კი ბატონო,
მაგრამ ის ყველაფერი ხომ არ იყო რეალური?
რომ არ მოეკლა ფრენკი და გაეგრძელებინა ცხოვრება,
მაინც ხომ მხოლოდ ის დაშავდებოდა?
რადგან ეს მეორე ცხოვრება მხოლოდ დონის ეხება, სხვები აზრზე არ არიან რადგან ისინი ნამდვილ ცხოვრებაში არიან დარჩენილები.
ვერ მივხვდი,
როგორ გადაარჩინა ქვეყანა დასასრულისგან, თუ დასასრული მოხდებოდა,
არა ნამდვილ ცხოვრებაში, არამედ მის წარმოდგენაში.
თუ ძალიან ჩავხლართე?
მგონი ავირიე..
vaxxxoარა,
ოთახიდან როგორ გავიდოდა, მან ხომ არ იცოდა რა დაეცემოდა მის ოთახს?
ფაქტიურად მთელი ფილმი არის მეორე ცხოვრება,
სინამდვილეში არც წყალს უშვებს სკოლაში, არც სახლს არ წვავს,
არც იმ გოგოს არ იცნობს ვინც უყვარს.. არც არავის არ კლავს.
მე ასე მივხვდი,
რა ვიცი.
This post has been edited by დადა on 7 Dec 2009, 09:45